პაოლო სორენტინოს This must be the place

ეს არის ფილმი,სადაც მთავარი მოქმედი პირი ბოლოსდაბოლოს იპოვის თავის ადგილს.
ფილმი განკუთვნილი უცნაური სანახაობების მოყვარულთათვის. სადაც უფრო მეტი "შტრიხებია" ვიდრე ექშენი.
ფილმი არ ვითარდება სწორხაზოვნად (თუმცა ნუ "შეგვეშინდება" დროთა თანმიმდევრობა დაცულია.
არის Road Movie,სატირა,დრამა ,შავი კომედია .
მაღალი ცა, მითიური ლანდჩაფტები ,პატარა ქალაქის ცხოვრების ექსცენტირულობა,ოცნებების დაკარგვა/პოვნა,გძელი,შორეული ,უცნობი გზები ... წარსულში.
სორენტინოს სხვა ფილმების მსგავსად ყურადღება გამახვილებულია ვიზუალზე, საგნებზე ... ფილმი არის "საყურებელი" ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით . (მოსასმენიც , მაგრამ მოსმენით ახალს ისეთს ვერაფერს გაიგებ . გარდა კარგი ფილმებიდან "ამოკრეფილი" თითქმის ბანალური ან ბანალური ფრაზებისა , და დაახლოებით ასეთი სენტიმენტები " რომ არ დაავიწყდება ერთ-ერთ გმირს ბაბუას დანაბარები " ... რომ ... მოკლედ , ფილმში იგრძნობა რამდენიმე "პასაჟი" სადაც თითქოს სცენარისტი ცდილობს "სიბრძნე" ცხოვრებისეული ჩაგვიდოს თავში (მაყურებელს) ...
მცირედი ვთქვათ შინაარსზეშონ პენის გმირი არის ყოფილი როკ-მომღერალი (რომელიც ზოგს ოზი ოზბორნს გაახსენებს.(თუმცა გავახარებ ოზის "მოძულეებს" და ეს ფილმი სულაც არ არის ოზზე (არც იმ ოზზე და არც ამ ოზზე) )
მოკლედ,შეინი (Sean Penn) არის გადამდგარი მუსიკოსი რომელსაც კაი ხანია აღარაფერი შეუქმნია.(არც მუსიკაში,და არც ცხოვრებაში) ცხოვრობს ერთ წყნარ ქალაქში (მგონი დუბლინი - ნუ რა წყნარი ესაა მაგრამ ... ) თუმცა ფილმში წყნარია . შეინი რომ "იკრასკება' და პომადას ისვამს ფილმის პოსტერიდანაც კარგად ჩანს.
ვთქვათ ის რომ შონ პენის გმირი ბავშვია 50 წლის სხეულში, ცოტა მოსაწყენი ვინმე მაგრამ ჯიგარი . და პატიოსანი .
დუბლინელი შეინი მოსაწყენ ცხოვრეას ეწევა . ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ოჯახი , კუნინინგუსი და ჩოგბურთი ბასეინში,აი რა დამახსომდა
შეინი იგებს რომ ამერიკაში მამა დაეღუპა,და გადაწყვეტს ნიუ-იორკში ჩავიდეს დაკრძალვაზე, იქ არმოაჩენს რომ თურმე მამამისმა ბოლო წლები ერთი ნაცისტის ძებნაში გაატარა ,იმ ნაცისტისა აუშვიცში რომ "გაამწარა" . ხოდა შეინი გადაწყვეტს მამის დაწყებული საქმე გააგრძელოს და იპოვოს SS-ის ოფიცერი . თუმცა ეს ძებნა საერთოდ არ იქნება თრილერებისთვის დამახასიათებელი ძებნა . როგორც უკვე აღვნიშნე,ფილმს თუ ხიბლი აქვს ეს დეტალებში დანახული ცხოვრების ამოკრეფილი დეტალებია- რღმა შინაარსით და ეგზოტიკურობით
შეინი თავისი ოდისეის განმავლობაში ბევრ საინტერესო რამეს გადააწყდება .
ღმერთო,რა ნერვები აქვთ ამ ფილმის კრიტიკოსებს , ან საერთოდ ჟურნალისტებს ან მათ ვინც რამეს წერს .
წერა მიყვარს სანამ წერას დავიწყებ

)
...
This must be the place 10-იანში გამრტყმელი ფილმია . იდიოსინკრეზული და დეტალური

თ ა ვ ი ს ე ბ უ რ ი . შონ პენის სხვა როლებისგან აბსოლუტურად განსხავევბულია მისი თამაში ამ ფილმში.
...
და როცა ერთ კაფეში მჯდარ შეინს საიდანღაც პინგ-პონგის ბურთი ჩაუვარდება ჭიქაში , ბოდიშის მოხდით მოსულ ახალგაზრდას იგი ეუბნება:
It's not a question of being careful,it's a question of knowing how to play ping-pong.