მოკლედ ვნახე ფილმი და.................
ვისაც არ მოეწონა ჩემი აზრით შარზეა
ველოდი ნაკლებს და უფრო მაგარი აღმოჩნდა.
ვიზუალი და ატმოსფერო 10/10 ალბათ მაგაში მაინც ყველა დამეთანხმება.
რაც შეეხება გაუცემელ კითხვებს და შინაარსს , თუ ვერ გაიგეთ რა იყო შავი სითხე საერთოდ რა გაიგეთ? ან რატომ უყურებთ სამეცნიერო ფანტასტიკას თუ ფანტაზიის უნარი არ გაქვთ? მომავალში ძალიან ბევრი რამ არის დასაშვები რაც თქვენ სასაცილოდ მიგაჩნიათ , მაგალითად ვიღაცამ დაწერა როგორ გაიქცა ნამშობიარები ქალიო... როგორ დადიოდაო , დღესაც კი შეუძლია ნამშობიარებს ჩვეულებრივად გაიაროს. ძაან რეალისტური იყო შინაარსი , ფილმი არის მოვლენებზე სანამ შეიქმნებოდა ეგრედ წოდებული "უცხო" , კატასტროფა მოხდა პლანეტაზე სადაც ატარებდნენ ცდებს და ქმნიდნენ სხვადასხვა სახის ბიოლოგიურ იარაღებს , რა მნიშვნელობა აქვს ამ იარაღს რისი ფორმა ექნება? შავი სითხის თუ სხვა რამის , ეს ხომ რეჟისორის და სცენარისტის გადასაწყვეტია.... ხალხი ჩააცივდა ამ შავ სითხეს.
ფაქტია რომ ეს სითხე იწვევდა ორგანულ არსებებში მუტაციას , სითხე შექმნეს უცხო პლანეტელებმა.
დევიდი კი გამოგზავნილია თავისი მისიისთვის და სულ ფეხებზე ჰკიდია მთელი ხომალდი , ამიტომ ჩაატარა ცდა იმ ბიჭზე რომ დაალევინა სასმელი რომელშიც იყო გარეული რაღაც ... ექსპერიმენტი ჩაატარა. შედეგად მივიღეთ ბიოლოგიური პროცესი და დავირუსდა ადამიანი......
ყველაფერი რაც სითხეს შეეხო მუტაცია განიცადა.....
კითხვებს რაც შეეხება ეს არის მხოლოდ ერთი , რატომ უნდოდათ ჩვენი განადგურება და შეგვქმნეს თუ არა ნამდვილად მათ, ამ კითხვას იმიტომ არ გაეცა პასუხი რომ საჭიროა მეორე ფილმი , პირველ ნაწილი იყო აღმოჩენა .
ვიღაც წერდა რა ცოტანი იყვნენო , ვინ იყო ცოტა? სავსე იყო ხომალდი

, და თან 900 ჯერ თქვეს რომ ეს არ იყო საბრძოლო ხომალდი , მხოლოდ ექსპედიცია იყო და არც კი იცოდნენ რა შეიძლებოდა აღმოეჩინათ .
შარლიზას სიკვდილს რაც შეეხება.... შოკში იყო და ძაან კარგად ჩანს, ორივენი შოკში იყვნენ რომ გარბოდნენ , შარლიზა დაჟე მაშინ გამოშტერდა როცა პრომეთეუსი უნდა შემსკდარიყო უხო პლანეტელების ხომალდს , ელიზაბეტი რომ წაიქცა აზზრზე მოვიდა პირიქით , შარლიზა კი მოკვდა.
ბოლოს უცხოს გამოჩენაც მაგრად იყო გაკეთებული , ყველაფრისგან მუტაცია მოხდა , ჩვენებურად რომ ვთქვათ ვისი სითხე ვის ორგანიზმში მოხვდა ვერ გაიგებდი , ამიტომ იშვა უცნაური არსება ჯერ ელიზაბეტისგან და შემდეგ უცხო პლანეტელისგან.
დასასრული კი იყო შემდეგ ნაირი : გადაარჩინეს დედამიწა განადგურებისგან და გაფრინდნენ კითხვების ამოსახსნელად.
საერთო ჯამში 8.5/10 ეკუთვნის.
P.S. ერთადერთი სცენა რაც არ მომეწონა ეს იყო მომენტი როდესაც ორი ადამიანი ადგას ელიზაბეტს თავზე და რაღაცისთვის ემზადებიან , ამ დროს ელიზაბეტი გარბის და მშობიარობს, არცერთი არ გაჰყვა მოსაძებნად , რაღაც არა ლოგიკური გამოვიდა ეგ სცენა. დანარჩენი ყველაფერი 10 იანზეა.
ფილმი ვისაც არ მოეწონა მგონი არ უნდოდა თავიდანვე რომ მოსწონებოდა ან ძალიან ბევრი ნეგატიური შეფასება წაიკითხა, ან უბრალოდ უნდოდა ენახა ალიენი და დახვდა სხვა ფილმი სხვა შინაარსით , ფილმი ბიოლოგიურ ექსპერიმენტებზე , მუტაციაზე და უფრო ცივილიზებულ რასაზე.....
აუ რამდენი მიწერია

ისე დავწერე ვერ მივხვდი, აი ეგრე მაგრად წავიდა ფილმიც , ინტერესით ვუყურე ბოლომდე.
This post has been edited by LifeBloom on 25 Sep 2012, 21:41