აღიარე, რომ არ იყავი მართალი

კი, იყო რაღაც ისეთი მომენტები, მაგრამ მთლიანობაში კარგად ინახება.
შენ თუ გგონია მე კრიტიკული თვალით შეხედვა არ ვიცი, ძალიან ცდები.
მე ვიტყოდი, რომ პირიქითაა საქმე.

აი, ის მომენტი ავიღოთ, როდესაც ხსნიან, თუ როგორ გაიგეს საით წასულიყვნენ ინჟინრების მოსაძებნად.
ვარსკვლავები თანავარსკვლავებში ათასობით და უფრო მეტი სინათლის წლებითაა დაშორებული.
ამ შემთხვევაშიც ასე იყო? ანუ, არც ეს ვარსკვლავები იყო ერთ "სიბრტყეში"?
და ის უძველესი ცივილიზაციების ნახატები ისე აღწერდა იმ ვარსკვლავებს, როგორც ათასობით წლის წინ დედამიწიდან ჩანდა? თანაც დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან?
ოკ, არაა პრობლემა.
გავიდა ათასობით წლები და ჩვენ ვადრით ამ ნახატებს ახლა არსებულ რუქებს და რას ვხედავთ? იმას, რომ თანავარსკვლავედის ზუსტი მოხაზულობაა შენარჩუნებული.
არადა, ჩვენნაირი ვარსკვლავის სიჩქარე სინათლის სიჩქარეზე მხოლოდ 1,200-ჯერაა ნაკლები.
ანუ, ვარსკვლავები (თუ ჩვენი მზის სიჩქარე აქვთ) 2,400 წლის განმავლობაში 2 სინათლის წლის მანძილს გაივლიან. არ დაგავიწყდეს, რომ თუ სხვადასხვა გალაქტიკებიდან არიან, გალაქტიკების ფარდობითი სიჩქარეებიც უნდა გავითვალისწინოთ.
ნებისმიერ შემთხვევაში ეს ვარსკვლავები ერთმანეთის მიმართ გადაადგილდებიან.
რა მიმართულებით?
ვინ იცის.
მაგრამ ფაქტია, რომ მოხაზულობა წესით უნდა დაირღვეს, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ რომელიმე მათგანი შეიძლება მოკვდა და საერთოდ ამოვარდა სურათიდან.
აი, მე რომ სკოტის ადგილზე ვყოფილიყავი, ხილული სამყაროს დაბერება-გაახალგაზრდავების მოდელს გავაკეთებდი, რომ ის ნახატები ათასობით წლის წინანდელი რუქისთვის შეედარებინათ და არა ახლანდელისთვის.
ბონუს საი-Fაი მომენტისთვის ახლანდელ სურათსაც ვაჩვენებდი, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ძველისგან.
ანუ, უკუსვლითი ანიმაციით ვაჩვენებდი ამ თანავარსკვლავედის ევოლუციას.
სანახაობასაც მოუმატებდა და უფრო მეცნიერული გამოჩნდებოდა.