გუშინ ვუყურე კინოთეატრში
თრეილერით და აღწერბით იმდედან მომეწონა მებრძოლი ფიფქიას იდეა რომ დიდი მოლოდინები მქონდა
თუმცა ჩემი მოლოდინი მხოლოდ შარლიზმა და მონადირემ გაამართლეს
შარლიზი გადასარევად თამაშობდა, ბევრჯერ დაამტკიცა მაგ ქალმა რომ ჰოლივუდში მხოლოდ სილამაზის გამო არ არის
მონადირეს რაც შეეხება მთელი ორი საათი შეყვარებული თვალებით შევყურებდი, მშვენიერი პერსონაჟი ზედმეტი გმირობების და ჰაი ჰუების გარეშე, მაგრამ ამასთანავე ემოციური და თანაც უმაგრეს ტანზე მდგომი

რაც შეეხება ყველა დანარჩენს იმედები გამიცრუვდა
კრისტენი რამოდენიმე ფილმი თვაილაითამდე ნანახი მაქვს და მომწონდა როგორც მსახიობი, მაგრამ ეხლა მთელი ფიფქია სხვა არაფერი არ იყო თუ არა ბელა შუა საუკუნეების კოსტუმში
მოკლეს სრული ფაილი, გამაღიზიანა იმ დონემდე ხელოვნური იყო
სიუჟეტისგანაც უფრო მეტს ველოდი, რატომღაც მეგონა რომ უფრო დიდი დრო დაეთმობოდა ფიფქიას საბრძოლო მზადებას და ა.შ ვიდრე ტყიდან გაღწევას, ამათმა კი ერთი საცოდავი მონოლოგი მოგვცეს და ჰაიდა ბრძოლაში
მოკლედ ამხელა იმედები რომ არ მქონოდა შეიძLება უფრო მომწონდებოდა, ისევ ჩემი ბრალია

6/10 ისიც იმიტომ რომ ჩემი ჟAნრია, და ძველებური სტილის ფილმები მიყვარს ძალიან
მიმაგრებული სურათი