კინოსაიტებზე ძრომიალისას ახლახანს გადავაწყდი ამ ფილმს და ვუყურე....
ძნელია ამას ეკრანიზაცია უწოდო... მიუზიკლისა თუ პანტომიმის სტილში გადაწყვეტილი ვარიაციებია თემაზე...
არა, კლასიკის თავისუფალი ინტერპრეტაციის წინააღმდეგი სულაც არ ვარ, პირიქით, მიყვარს კარგად ნაცნობი გმირები და პერიპეტიები სხვადასხვა "შეფუთვით", მაგრამ...
ყბა-ყბაში გაცმული კირა ნაითლი, ჰადაჰა, კიდევ შევეცადე ანა კარენინად აღმექვა, მაგრამ ჯუდ ლოუს ვრონსკი მეტისმეტია, თვით ამ ჟანრისთვისაც კი!
საერთოდ, ვრონსკის საშინლად არ უმართლებს... თითქმის ყველა ეკრანიზაციაში, რომელიც მინახავს, ის, უბრალოდ, კარიკატურულია...
გარდა ვასილი ლანავოისა ძველი საბჭოთა ფილმიდან... და სხვათა შორის, ის ერთადერთია, ვისაც ულვაშები მართლა უხდება
(სამაგიეროდ, იმ ფილმში მონგოლოიდური გარეგნობის ტატიანა სამოილოვა მიშლიდა ნერვებს

)
გარეგნობით ყველაზე მეტად სოფი მარსოს ანა მომწონს 1997 წლის ვერსიიდან...
მაგრამ თამაშით ნამდვილად ვერ მომხიბლა... ძალიან მშრალად, უემოციოდ, რაღაც გაუცხოვებულად თამაშობს, ის надрив-ი არ აქვს, რაც წიგნისეულ ანას.
ამ რომანის ყველა ეკრანიზაციიდან, მგონი, ერთადერთი პერსონაჟი, რომლის მიმართაც არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მარსოს პარტნიორი შონ ბინია... გარეგნობითაც და თამაშითაც სრულად ვიღებ - ნამდვილი ვრონსკია
This post has been edited by sandy on 17 Aug 2013, 21:21