
გუშინ ვიყავი The Possession - ზე. პროდუსერი სემ რეიმია, ალბათ გახსოვთ მისი გადაღებული ჰორორი - ჩამითრიე ჯოჯოხეთში. ბებერი ჯადოქარი რომელიც დაწყევლის გოგოს, ზუსტი ამ სიტყვის მნიშვნელობით გულის ამრევი სცენებით ამჯერად ეს ფილმი სადად, ზედმეტი ლორწოების და გული არევის გარეშე მიმდინარეობს, სცენარი როგორც თავიდან ფილმი გვაუწყებს ტიტრებით დაფუძნებულია რეალურ ამბებზე, ერთ ერთ ოჯახზე რომელმაც ამ ჯოჯოხეთს 29 დღე გაუძლეს. ნუ ძალიან პრიმიტიული სცენარი - პატარა გოგო რომელიც მოჯადოებული ზარდახშის ყიდვის შემდეგ ზუსტი ამ სიტყვის მნიშვნელობით ეშმაკი ჩაუსახლდება სხეულში. უნდა ვაღიარო რომ კარგად გაკეთებული ფილმი იყო, კარგად არჩეული ქასთით, საინტერესო გაშლილი კადრებით, ახალი ჰორორ ელემენტები, დაძაბული ატმოსფერო, მუსიკა ყველაფერი ადგილზეა, ამ პატარა გოგოს თამაშიც აღნიშვნის ღირსია უდავოდ. თუმცა არის მაინც ბევრი მინუსი ძალიან ბევრი ტრუხა სცენა, ძალიან გულგრილი დამოკიდებულება ოჯახის შექმნილი მდგომარეობის მიმართ, ამ ყუთის მიმართ, ბოლო სცენები მაინც, უცბად უცბად ყველაფერი.
ისე სცენებია მართლა ძალიან კარგად გაკეთებული.
ჯამში ზუსტი რეიტინგი აქვს რაც ეკადრება IMDB-ზე 6/10