ა თ უ კ ა

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9033
წევრი No.: 134108
რეგისტრ.: 24-July 11
|
#38397332 · 16 Oct 2013, 16:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Raven
ეს ფილმი არ არის მხოლოდ ექშენი. მოდი, ჩემს დაუსრულებელ რეცენზიას წაგაკითხებ, რომელშიც ჩასამატებელია ბევრი დეტალი. ზოდის კისრის მოტეხვასაც უნდა დავამატო ერთი-ორი სიტყვა და მალე ვიზამ ამას. აქ კი სხვანაირად მაქვს ახსნილი, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ავაკოპირებ პირდაპირ, ახმელა პოსტის გადაკეთება მეზარება. ბევრად დიდი აზრი დევს, ვიდრე ამ პოსტში მიწერია და დავამატებ აუცილებლად დღეს თუ არა ხვალ საღამოსვე. იმედია წაიკითხავ.
და მივედი ფილმამდე, რომლის გავლენიდათ დაიწერა ეს პოსტი - Man Of Steel. ზაკ სნაიდერის ფილმი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და ერთადერთი რაც არ მომეწონა ფილმის ხანგრძლივობა იყო - ორმა საათმა ისე გაირბინა რომ ვერც კი გავიგე, ანალოგიური გრძნობა მქონდა მეორედ ნახვის შემდეგ. რახან წარუშლელი შთაბეჭდილება ვახსენე, აქვე დავძენ რომ კომიქსების ეკრანიზაცია ჩემთვის 2009 წელს ამოიწურა, როდესაც ზაკ სნაიდერის Watchmen გამოვიდა - მიმაჩნია რომ ამაზე დიდი ფილმის გადაღება ამ ჟანრში შეუძლებელია და რეჟისორები/კომპანიები მხოლოდ კომერციული მოგების გამო თუ გადაიღებენ ფილმებს. სასაცილოა, მაგრამ ყველაზე დიდი ფილმის ბიუჯეტი სულ რაღაც 180 მილიონი დოლარი იყო, მაშინ როდესაც გადაღება 150 მილიონი დაუჯდათ. მოკლე, თემას გვერდზე რომ არ გადავუხვიო, დავიწყებ. ყოველთვის მწყდებოდა გული რომ ისეთ გმირს, როგორიც სუპერმენია არ ჰქონდა სათანადო დონის ფილმი და ზაკ სნაიდერმა ეს გულისწყვეტა ჩემში მოკლა. მოლოდინი მქონდა უდიდესი, დღეებს თითებზე ვითვლიდი გამოსვლამდე და არც მინანია. თითქმის ორსაათნახევარმა ერთ წამში გაიფრინა. სუპერმენი არ უნდა ყოფილიყო ბეტმენივით ბნელი, არც მარველის გმირებივით ჭრელი. უნდა მოეძებნათ ოქროს შუალედი, რომელის აღმოჩენა ჩემი აზრით არ გასჭირვებიათ. თუ ვინმე The Dark Knight მსგავს ჩახლართულ სცენარს ელოდა, შევახსენებ, რომ რეჟისორს არ აქვს სუპერმენთან მიმართებაში ლავირების ისეთი საშუალება, როგორიც ბეტმენზე. არ მესმის იმ კრიტიკოსების რომლებიც ფილმს დაბალ შეფასებას აძლევენ. Metascore 55/100, და ეს მაშინ როდესაც Superman Returns ჰქონდა 72/100. რა ლოგიკით, რა ხედვით, რა შეფასებით არ ვიცი, ამიტომ ერთი დასკვნა გამომაქვს: ამ ხალხმა აშკარად სხვა ფილმი ნახა. თავიდან ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მომეწონა/არ მომეწონა და შემდეგ თუ რა დავინახე ფილმში. კარგი იყო ფილმის სიუჟეტი, არ ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, მუსიკასა და მსახიობების ოსტატობაზე ქვემოთ უფრო დეტალურად, მასშტაბური სცენები, რომელიც ჩემი აზრით The Avengers ბევრად სჯაბნის და სხვა უამრავი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა უყუროს ადამიანმა ამ ფილმს. მსახიობების შესრულება იყო ბრწყინვალე, თუმცა არ შემიძლია ცალკე არ გამოვყო მაიკლ შენონის მიერ შესრულებული გენერალი ზოდი. უბადლოდ თამაშობს და ისე მოერგო როლს, როგორც აარონ ეკჰარტი ჰარვი დენტს. მსგავს დონეზე შესრულებული ბოროტმოქმედი მხოლოდ ჰიტ ლეჯერის ჯოკერი თუ არის. როგორც ყოველთვის, გულისამრევი იყო ემი ადამსი და ეს ადამიანი დიდ შავ ლაქად ადევს ფილმს. ბრწყინვალე იყო რასელ ქროუ, რომლის შესრულებული ჯორ-ელი საუკეთესოდ მიმაჩნია მის კარიერაში, რათქმაუნდა გლადიატორის შემდეგ. კევინ კოსტნერისა და დიანა ლეინის ოსტატობაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. მოწოდების სიმაღლეზე იყო ჰანს ციმერი, რომელმაც განუმეორებელი კომპოზიციები შემოგვთავაზა, რაც ფილმს უფრო საინტერესოს ხდის და ლამაზ ელფერს აძლევს. თითოეულ მომენტში ზუსტად იყო შერჩეული კომპოზიციები. გამოყოფას აქაც გავაკეთებ და ვიტყვი, რომ კლარკის ბავშვობის ეპიზოდების მუსიკა განსაკუთრებით ლამაზია. კრიპტონის სცენებზე არ დავიწყებ ბევრ საუბარს, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო, ზუსტად ამ თემას მიესადაგება. მადლობა ზაკ სნაიდერსა და ფილმზე მომუშავე ჯგუფს, რომ ეს ენითაუწერელი ლამაზი სამყარო ჩვენამდე მოიტანეს და ბოლოს და ბოლოს გვაჩვენეს პლანეტა და არა კრისტალებით მორთული ოთახი. კლარკის ბავშვობის წლები იყო გადმოცემული იდეალურად. არცერთ წინა ეკრანიზაციაში მსგავსი რამ არ ყოფილა, აქ არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა ვიზუალურ მხარეს. ძირითადი აქცენტი გადამაქვს აზრზსა და შინაარსზე. დიდი პლიუსი სცენარისტებს იმაში, რომ კლარკი თავიდანვე ჟურნალისტი არ იყო. იმას მაინც გადავურჩით რომ სათვალის მოხსნის შემდეგ ლუის მას ვეღარ ცნობდა. კარგი იყო ახალი ფორმა, როგორც იქნა სუპერმენმა ისწავლა რომ ტრუსი შიგნიდან უნდა ჩაეცვა. ჩემდა გასაოცრად, ფილმში იყო ჩინებული იუმორი, რომელისაც ნამდვილად არ ველოდი და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. იუმორით განთქმულ ადამიან-ობობასაც კი აჯობა ჩემი აზრით, თუმცა როდესაც დიდ ეკრანებზე Deadpool გამოვა, ამ პოზიციაზე დიდი ალბათობით ლიდერობას კვლავ Marvel გმირი გადაიბარებს.
ცალკე უნდა ვისაუბრო გენერალი ზოდის პერსონაჟზე, რომელიც იმ იდეის გამო, რომლისთვისაც იბრძვის, მაგონებს მაგნეტოს: პირადად მე ვერ აღვიქვი როგორც ბოროტმოქმედი. ისევე როგორც ვერ აღვიქვამ ბოროტმოქმედად რას-ალ გულს, რომელსაც მიზანი ჰქონდა და რთულია გაამტყუნო იმაში, რომ გოტემის განადგურება სურდა. ანალოგიურად, რთულია გაამტყუნო ზოდი როდესაც დედამიწის განადგურება სურდა - მისი მიზანი იყო გაეცოცხლებიდა კრიპტონი დედამიწაზე. ის დაიბადა იმისათვის, რომ ეზრუნა საკუთარ ხალზე, მისი ცხოვრების ერთადერთი მიზანი ეს იყო. ხოლო როდესაც ასეთ დიად მიზანს ეხება საქმე, ამ შემთხვევაში მიზანი ამართლებს საშუალებას. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენად უსამართლო და სისხლიანი იყო საშუალება, ამოძრავებდა მიზანი, გადაერჩინა საკუთარი ხალხი. ყველაფერი ახლის შენება ძველის ნგრევით იწყება. კარგად ჩანს ზოდის ხასიათი, სიყვარული და სულისკვეთება საკუთარი ხალხისადმი, როდესაც კალ-ელი ანადგურებს ხომალდს, რომელიც უკანასკნელი შანსი იყო კრიპტონის გაცოცხლებისა: იმ ხომალდის, შესაბამისად კრიპტონის აღდგენის შანსის განადგურებასთან ერთად, კლარკმა გაანადგურა ზოდი.ბრავო გენერალ ზოდსა და მის ხალხს, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს საკუთარი რასის გადასარჩენად, ბოლომდე იბრძოლეს და გმირულად დაეცნენ. მინდა გამოვყო კიდევ ერთი ფაქტორი: კრიპტონელებს დედამიწაზე ეძლეოდათ სუპერძალები, ხოლო კრიპტონზე ისეთივენი იყვნენ, როგორებიც ჩვენ ვართ ჩვენს პლანეტაზე. და რატომ უნდა ეთქვა უარი ამ შესაძლებლობაზე, როდესაც შეეძლო ყველას მბრძანებელი ყოფილიყო?! ერთ ახსნას ვპოულობ, სისხლის ყივილი. აქედან გამოგვაქვს მორალი: მეფე, ლიდერი ან თუნდაც ღმერთი იყო სხვაგან, გირჩევნია შენს მიწაზე ყოფნა როგორც ჩვეულებრივ, რიგით მოკვდავს.
მინდა მოკლედ მიმოვიხილო ჯორ-ელისა და ლარას დიალოგი: - Goodbye, my son. Our hopes and dreams travel with you. - He will be an outcast. They'll kill him. - How? He'll be a god to them. ამ დიალოგმა ჩემში გამოიწვია გაღიზიანება. ღმერთის ასე უპრაკუნოდ ხსენება, ეა ვიცი, ეა ვიცი... პირადად მე მიმაჩნია, რომ ადამიანშია თავად ღმერთი, უბრალოდ მან მასთან მისასვლელი გზა უნდა იპოვოს. ჯორ-ელს კი ღმერთი ძალა ჰგონია. არა, ღმერთი უდიდესი ძალაა, მაგრამ არა პირდაპირი გაგებით, როგორც მას ეგონა. თუ ჯორ-ელის ლოგიკას გავყვებით, მაშინ სისტემა, რომელიც მყარად არის და სანამ დანგრევის საფრთხე არ ემუქრება ღმერთია?! ან ავტორიტარი, რომელსაც აქვს უდიდესი ძალაუფლება, ღმერთია?! დიდი მინუსი კრისტოფერ ნოლანსა და დევიდ გოიერს ამ დიალოგის გამო. მოკლედ ჯონათან კენტის სიკვდილის სცენაზე და შემდეგ ეროვნულ გვარდიასა და თვით სუპერმენზე ორიოდე სიტყვა. ჰო, სანამ ამ საკითხებზე გადავლ ვიტყვი, რომ ძალიან გამეხარდა როდესაც სახელი ,,სუპერმენი’’ ფილმში სულ ერთ მომენტში გამოიყენეს. უმეტესობას ჯონათანის სიკვდილის სცენა მიაჩნია ყველაზე დიდ მინუსად ამ ფილმისა, მე კი ვამბობ პირიქით - ეს იყო ერთ-ერთი საკვანძო კლარკის ცხოვრებაში და ეპიკური მომენტი ფილმში. რწმენა იმისა, რომ სამყარო არ იყო მზად კლარკის მისაღებად, რადგან არ სჭირდებოდათ(!!!) ის იმ მომენტში, ამის გამო ჯონათანმა გაწირა თავი. როდესაც ძაღლის გადასარჩენად წავიდა, მაგ მომენტში იცოდა რომ ვერ გადარჩებოდა, მაგრამ იმ დიადი მიზნის გამო უკან არ დაიხია და არ მისცა საშუალება თავი გამოემჟავნებინა ორი პლანეტის შვილსა და იმედს. რაც შეეხება უშუალოდ ძაღლს, პირადად მე (და რატომღაც მგონია, რომ შენც) აუცილებლად მიბრუნდებოდი მის გადასარჩენად, რადგან ძაღლი ოჯახის წევრივით გიყვარდება და როცა მისი გადარჩენის მცირე შანსიც კი არსებობს, უკან არ დაიხევ. ამ სცენის შემდეგ იყო ერთი კარგი გზავნილი ჟურნალისტებისადმი, ლუისმა არ დაწერა სტატია კლარკზე და დუმილი არჩია: ზოგჯერ სკანდალურ სტატიასა და პირად ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენო სახალხო ინტერესი, ჟურნალისტიკის არსიც ხომ სწორედ ეს არის: მიიტანო ხალხამდე ინფორმაცია მაშინ, როდესაც ეს საჭიროა.
სუპერმენი და ეროვნული გვარდია - ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რა საერთო აქვთ ამ ორს? - პირდაპირი!!! ბევრს გექნებათ ნანახი სარეკლამო კლიპი Soldier Of Steel - მართლაც, ყველა ჯარისკაცი ფოლადისაა, თუ ის საკუთარი ხალხისთვის იბრძვის. ამ შემთხვევაში კოსმოპოლიტ ჯარისკაცებთან გვაქვს საქმე, რაც ერთიორად ზრდის მათ ფასს. ამ ფილმით შთააგონებენ ჯარისკაცებს, რომ თითოეული მათგანი სუპერმენია, რომ ისინი არიან იმედი(!!!)[სუპერმენიც ხომ იმედია] არა მხოლოდ საკუთარი ხალხისა, არამედ მათიც, რომელთა არსებობა სათუოა (სუპერმენიც ,,სხვებისთვის’’ იბრძოდა). გენიალური კადრი სმოლვილის ბრძოლიდან, რომელსზეც კინოთეატრში შეკრებილი აუდიტორია სიცილით დაოსდა შეიძლება ითქვას: პოლკოვნიკი ჰარდი ფაორას წინააღმდეგ ერთი-ერთზე რჩება, როდესაც ცეცხლსასროლ იარაღში ტყვიები გაუთავდა დანა ამოიღო და ისე გადაწყვიტა მეტოქესთან შებმა, რომლის ძალები ათასჯერ აღემატებოდა მისას. აქ გამახსენდა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟის, რორშახის სიტყვები: ,,Never compromise. Not even in the face of Armageddon’’. კიდევ ერთი უმთავრესი მესიჯი ჯარისკაცებისთვის, არასოდეს დანებდნენ და უარყონ საკუთარი პრინციპები, თუნდაც არმაგედონის წინაშე!!! ამ მესიჯების გააზრების შემთხვევაში თითოეული ჯარისკაცი გახდება სუპერმენი, რადგან არაფერია იმაზე ძლიერი ვიდრე ენთუზიაზმით გულანთებული ჯარისკაცის მებრძოლი სული.
და მივედით თვით სუპერმენამდე. ჯერ მიმოვიხილავ უშუალოდ ფილმში რა მომეწონა და არ მომეწონა სუპერმენთან დაკავშირებით, შემდეგ კი რა დავინახე მასში: ფილმში წარმოჩენილია კლარკი როგორც დეპრესიული ადამიანი, რომელიც მარტოსულად გრძნობს თავს დედამიწაზე და ცდილობს შეეგუოს გარემოს, თუმცა უწევს ბევრი შეურაცხყოფის ატანა იმისათვის, რომ არ გამოაჩინოს საკუთარი რეალური ძალა. ამას მას ჯონათან კენტი შთააგონებდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ საზოგადოება უარყოფდა მას. რომ სამყარო არ იყო მისთვის მზად, ხოლო ერთ დღესაც, როდესაც ამისათვის მზად იქნებოდა, ის სასწაულებს მოახდენდა, ხალხი მას გაყვებოდა და მოუსმენდა. ის არის სრულ გაურკვევლობაში, აინტერესებს ვინ არის, საიდან არის და რატომ არის აქ, მაგრამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. სუპერმენი ბორკილებით - კადრი რომელმაც ბევრს და მათ შორის მეც ღიმილი მომგვარა. მაგრამ ამ კადრში შემდეგი დავინახე - კანონი ყველასთვის ერთია, ეს ხომ ამერიკაა?! დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მაგალითი მთელი მსოფლიოსათვის?! რახან მთელი მსოფლიო ვახსენე აქვე იმედს გამოვთქვამ, რომ მეორე ნაწილში გაიზრდება მოქმედების არეალი და მთავარი სიუჟეტი მარტო ამერიკაში არ განვითარდება. მსოფლიო მარტო ამერიკა არ არის.
არ მომეწონა როდესაც, სუპერმენი არ ცდილობდა გაერიდებინა დასახლებულ ადგილებს მოწინააღმდეგე ბრძოლის დროს. გაუაზრებელი მეჩვენა მისი მომქმედება, როდესაც კრიპტონის გადარჩენის უკანასკნელი შანსი, ხომალდი, გაანადგურა. სწორედ მაგ დროს მოკლა მან გენერალი ზოდი, და არა მაშინ, როდესაც კისერი მოტეხა. რახან კისრის მოტეხვა ვახსენე, აქვე უნდა გავშალო თემა, თუ რატომ დაიტირა მან ზოდი: ის მკვლელად არ გაუზრდიათ მშობლებს, სუპერმენის პრინციპებს ეწინააღმდეგება მკვლელობა, ამიტომ მან თავის თავს უღალატა რაღაც მხრივ, ამით იყო გამოწვეული ის უდიდესი ტკივილი რის გამოც დაიტირა მან ზოდი. და რა დავინახე თავად სუპერმენში ამ ფილმის მიხედვით: ინდივიდუალი, რომელიც განსხვავდება ყველასგან. ის ძალას მალავს იმიტომ, რომ ეშინია გარიყავენ. აქ ჩანს ადამიანის ფსიქოლოგია, თუ როგორ უფრთხიან ადამიანები სიახლეს - არ აქვს მნიშვნელობა, ეს სიახლე კარგი იქნება თუ ცუდი, უჭირთ მისი მიღება. სუპერმენი გვახსენებს, თუ ვინ ვართ ჩვენ... ასევე კარგი გზავნილი იყო სამყარსთვის ბოლო დიალოგი გენერალთან, სადაც ის ამბობ რომ , მზად არის დაგვეხმაროს, მხოლოდ საკუთარი პირობებით - კარგად იყო ხაზი გასმული იმაზე რომ სამყაროში წამყვანი როლი სწორედ ინდივიდუალებს უკავიათ და უნდა ეკაოთ კიდეც. ასევე ის, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ სად იზრდება ადამიანი (ყველას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა, არსებობენ ცალკეული გამონაკლისებიც). რომ მისი სამშობლო იქაა სადაც გაიზარდ, ჩამოყალიბდა, და არა ის სადაც დაიბადა და ის უბრალოდ მისი დაბადების ადგილია, ამის გარდა სხვა არაფერი აკავშირებს მასთან. და ბოლოს, კლარკის ბავშვობიდან ბოლო კადრი, როდესაც ის წითელი მოსასხამით თამაშობს ეზოში - ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე რჩება იმად, როგორიც დაიბადა და რაც ბავშვობაშია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიზრდება, საკუთარ თავში მაინც იცოცხლებს ის ნაპერწკალი რაც თავიდან იყო. კლარკის ბავშვობაში დავინახე უდიდესი ცინიზმი ზაკ სნაიდერისა, რომელმაც პირდაპირ, ყოველგვარი მორიდების გარეშე დასცინა კრისტოფერ რიივის სუპერმენს - ის რაც რიივის სუპერმენისთვის საფირმო ნომერი იყო, ვგულისხმობ ავტობუსის გადარჩენას, დგომის მანერას და ა.შ. ყველაფერს ამას, სნაიდერის ფილმში, კლარკი ბავშვობაში აკეთებს. ნათელი მაგალითი და მინიშნება იმისა თუ როგორი ბავშვური იყო Superman: The Movie დღევანდელ ფილმ, Man of Steel-თან შედარებით. ფილმის მეორე ნაწილისათვის საკმაოდ ბევრი მინიშნებები დაგვიტოვა ზაკ სნაიდერმა და ვფიქრობ წინ კიდევ დიდი სიამოვნება გველის, არანაკლები მასზე, ვიდრე პირველი ნაწილისა. მინიშნებები კი შემდეგია: 1) Wayne Enterprises ლოგო ერთ-ერთ სატელიტზე კოსმოსში, რომელიც გენერალ ზოდთან ბოლო ბრძოლისას გამოჩნდა, რაც ადასტურებს რომ ბეტმენი და სუპერმენი ერთ სამყაროში არიან. ინტერვიუებში ახსენეს ბეტმენისა და სუპერმენის ფილმის გადაღება, და ვინ იცის, იქნებ მეორე ნაწილში ვიხილოთ ასე ნანატრი The World’s Finest. 2) კიდევ ერთი მინიშნება, რომელიც ორ ადგილას შეგვხვდა, იყო ლექს ლუთორის კომპანია Lexcorp (1. ზოდთან ბოლო ბრძოლისას, სამშენებლო მანქანას ეწერა Lexcorp და 2. როდესაც სატელიტის ნაწილები ეცემა შენობებს, უკანა ფონზე ჩანს ლუთორის კომპანიის შენობა). 3) როდესაც კლარკი არქტიკაში აღმოაჩენს ხომალდს, სანამ მამამისი ეტყვის თუ ვინ არის, მანამ ის ხსნის ინკუბატორს, რომელშიც ხედავს ჩონჩხს, შემდეგ კადრი გადადის და ჩანს რომ ერთ-ერთი ინკუბატორი უკვე ღიაა, რაც ნიშნავს იმას რომ ერთ-ერთმა მათგანმა გაქცევა მაოხერხა. პრელუდი გამოვიდა კომიქსის ამაზე, სადაც ეს გაქცეული სუპერმენის ბიძაშვილი გოგოა.
--------------------
ნორჩი ოცელოტელი ხარ © Huckleberry Finn Chacun son cinéma ☭
самый маленький месси на свете
იყო მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარი, ეს უკვე კულტურაა. (ყ) ტურისტი ჯონი და 75 წლის როდრიგო © ფიესტა იმედია ნოლანივით მოპიზდეცინტელექტუალო ჯარმუშობა არ შეგვრჩება ხელში ©
|