საერთოდ, კომიქსებიდან ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი პერსონაჟი სუპერმენია და ყოველთვის მწყინდა, რომ მასზე გადაღებული ფილმები არ იყო სათანადო დონეზე და დიდი იმედი მქონდა, რომ სნაიდერი ამას გამოასწორებდა. თან იმის გათვალისწინებით, რომ მან “Watchmen” (ჩემთვის #1 კომიქსის ეკრანიზაცია) გადაიღო, მჯეროდა, იმედი არ გამიცრუვდებოდა.
მოკლედ, დავიწყებ იმით, რომ არ მესმის იმ კრიტიკოსების, რომელთა დამსახურებითაც ამ ფილმის რეიტინგი სულ რაღაც 56%-ია. სერიოზულად?! ამდენი უარყოფითი შეფასება და კინოს მიწასთან გასწორება?! უბრალოდ, მეცინება... ამ ხალხმა ეტყობა რაღაც სხვა ფილმი ნახა...
თავისუფლად ვიტყვი, რომ წელს გამოსული ფილმებიდან (რაც აქამდე ვნახე) ესაა ჩემი ფავორიტი! მართალია, იყო პატარ-პატარა დეტალები, რომლებმაც ცოტა უკმაყოფილების გრძნობა დამიტოვა და ვისურვებდი ოდნავ სხვანაირად ყოფილიყო გაკეთებული (ამას ცოტა მერე მივუბრუნდები) მთლიანობაში, აღფრთოვანებული დავრჩი... ესაა, უდავოდ, საუკეთესო სუპერმენი!
მომეწონა:
1) მსახიობები სათანადოდ იყვნენ შერჩეულნი და თავიანთი როლი ძალიან კარგად შეასრულეს.
2) ფილმში ჩადებული მესიჯები.
ჯონ კენტის დამოკიდებულება, რომ კლარკმა უნდა დამალოს თავისი შესაძლებლობები, ის, რომ მსოფლიო მას არ მიიღებს და მისთვის მზად არაა, თავიდან არ მომეწონა და, რაღაცნაირად, ისე დავინახე, თითქოს მესიჯი იყო თქვენში ინდივიდუალიზმი ჩაკალითო. ცოტა უხეშ პარალელს კი ვავლებ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, სუპერმენი მხოლოდ ლურჯ-წითელ ფერებში გამოწყობილი მფრინავი კაცი არაა, რომელიც თვალებიდან ლაზერს უშვებს. ის უფრო მეტია, თავად ადამიანობის სიმბოლო (რამდენად გასაკვირიც გინდა იყოს, ადამიანობის სიმბოლო კრიპტონელია

)
თავიდან ის მომენტიც არ მომეწონა (სერიოზული სპოილერი არაა, მაგრამ სასურველია, არ გახსნათ ვისაც არ გინახავთ)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჯონ კენტის სიკვდილის სცენა. კლარკს შეეძლო მისი შველა, მაგრამ იმდენად ენდობოდა და სჯეროდა თავისი მამობილის, რომ მისი სიცოცხლის ბოლო მომენტშიც დაუჯერა და საკუთარი შესაძლებლობების დამალვის მიზნით არ გადაარჩინა... ძალიან მტკივნეული მომენტი იყო და თავიდან არ მომეწონა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ საჭიროდაც კი მივიჩნიე მოვლენების ასეთი განვითარება.
მოკლედ, შემდეგ სხვა მესიჯი დავინახე. აღმოჩნდება, რომ ადამიანებს შეუძლიათ სუპერმენის მიღება და ფილმი ინდივიდუალიზმის ჩაკვლისკენ არ მოგვიწოდებს.
3) რასელ ქროუს აქტიური ჩართვა. ფილმის დასაწყისში ჯორ-ელს რომ მიეცა ექშენში ჩართვის შესაძლებლობა, ამან ძალიან გამახარა.
4) კრიპტონის სცენები.
5) ექშენი. ოო, ეს რა იყო... ისეთი ექშენი, რომელიც, მართლაც, სუპერმენის დონეზეა. სუნთქვისშემკვრელი ბრძოლის სცენები. არაერთი ეპიკური მომენტი...
6) საუნდტრეკები. ციმერი, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა.
7) კლარკის ბავშვობის და ადრეული წლების მოყოლის მეთოდი
8) კიდევ კარგი კლარკი ჟურნალისტად არ მუშაობდა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
(ბოლოს კი მოუწია მაგის გაკეთება, მაგრამ იმ იდიოტობას მაინც გადავურჩი, ლოისი სათვალეებიან სუპერმენს რომ ვერ ცნობს...

)
9) სუპერმენის ფორმა
10) გენერალი ზოდი. ძალიან კარგი villain გამოდგა. შენონმაც კარგად შეასრულა როლი.
და ა.შ
რა არ მომეწონა:
აქ ბევრი არაფერია.
1) ლოისი. არ მომეწონა გადამეტებულია. მომეწონა, მაგრამ ვისურვებდი ვინმე სხვას ეთამაშა მისი როლი. არ ვიცი ვის, მაგრამ ემი ადამსი იდეალურ კანდიდატურად არ მიმაჩნია...
2) ეს დიდი სპოლიერია და თუ არ გინახავთ, არავითარ შემთხვევაში არ გახსნათ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზოდის სიკვდილის სცენა. ნუთუ ასე მარტივად ექვემდებარებოდა მისი კისერი მოტეხვას?
3)ეს არ ვიცი ჩავსვა თუ არა სპოილერში. პრინციპში არაა სპოილერი, მაგრამ მაინც ჩავსვამ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბრძოლები დასახლებულ ადგილებში რომ ხდებოდა, კარგი იქნებოდა კლარკს მოენდომებინა თავისი მტრების გარიდება.
მოკლედ, კიდევ იყო რაღაც-რაღაცები. სერიოზული არაფერი.
კინო გამოდგა ძალიან მაგარი!
ახლა, საინტერესოა, როგორ გააგრძელებენ ამას და რანაირად დააკავშირებენ Justice League-ის სხვა სუპერგმირებს Man of Steel-ის Universe-თან. ყველაფერი ისე მოხდა, ძალიან რთულ ამოცანად მეჩვენება სხვა პერსონაჟების შემოყვანა. ვნახოთ, როგორ მოაბამენ ამას თავს...