ეხლავე დავწერ რომ, სხვა სტილის ფილმის საყურებლად წავედი და სულ სხვა დამხვდა, ამიტომაც შეიძლება მიკერძოებულიც ვიყო.
საუნდტრეკს ეხლა რომ მოვუსმინე არაუშავდა, მაგრამ კინოში რაღაც ვერ აღვიქვავდი ან რუსული გახმოვანების გამო იყო როგორც აქ აღნიშნეს დაბალი ხმით ან ვერ იყო კარგად დასმული სცენებზე. თითინ კინოთეატრში ხმა საკმაოდ მაღალი იყო. ზოგ მომენტში არაკომფორტულიც, ასერომ არვიცი რა ხდება.
უმეტესობა მსახიობები ძალიან მომეწონენ, რასელ ქროუ ძალიან კარგი იყო, პოლკოვნიკი ჰარდი

საღოლ, კარგად ნათამშები, კარგი პერსონაჟი, გენერალმა ზოდმა დაგლიჯა (ნუ სანამ მფრინავ სარდელკათ გადიქცეოდა, work on those abs man) და ფაორამ დახურა

(you can kill me any day baby), სათითაოდ ჩამოწერას არ დავიწყებ მოკლედ კარგი იყო.
screen time-იც ნორმალურად იყო განაწილებული, ფიშბურნს რამდენიმე არასაჭირო სცენა ქონდა, მაგრამ საერთი ჯამში კარგი იყო.
ეხლა კი, ყველაზე ცუდ ლუის ლეინზე რომელიც კი მინახავს სუპერმენის ფილმებში თუ სერიალებში, ემი ადამს, კატასტროფა, ყოველჯერზე როცა ჩნდებოდა ეკრანზე ვერ ვათვიცნობიერებდი, რომ ლუის ლეინი იყო, ვერაფერთი. არც თამაშიც, არც პერსონაჟით და არც გარეგნობით არ ჯდებოდა.
ფილმი არ მომეწონა, ძლივს გავძელი ბოლომდე, 0% immersion. ყველაფრის ჩამოწერას არ დავიწყებ, მაგრამ ბევრად უკეთ შეიძლებდა ყველაფრის გაკეთება, რამდენიმე სცენა კარგი იქნებოდა, მერე ისეთი კატასტროფა რომ ცოტაც და გასვლა მინდოდა, script-ი სერიოზული მისახედი იყო.
ამიტომაც დაწყებიდან სადღაც 40 წუთის მერე ზოდს დავუწყე "ბალეშიკობა", რამაც გაამართლა და საკმაოდ საინტერესო და ტრაგიკული ფილმი გამოვიდა

გენერალზე და მის მიმდევრებზე რომელებმაც ყველაფერი დადეს საკუთარი რასის გადასარჩენად და გმირულად დაიღუპნენ ბრძოლაში, not bad.
RIP brave warriors may the stars sing songs about your deeds for millenniums to come.
p.s.
ერთერთი ბრძოლის სცენის მერე დარბაზის 2/3-მდა ტაში დაუკრა, ყბა პოპკორნით სავსე ყუთში ჩამივარდა, სულ სხვა ტალღაზე იყო ხალხი. Maybe the problem is in me not in the movie?