ვნახე!! და ეს რა ვნახე! როცა მახსენდება კიდევ იმ სამყაროში გადავდივარ. ჩემი აზზრით ამ ფილმმა მარველის სუპერგმირები გაანადგურა. სპაიდერმენი აირონ მენი, ჰალკი, თორი და სხვა მსგავსი სლეები არატანაბარ მდგომარებაში ჩააგდო. აქ ტიპი ღმერთია, ეს სუპერგმირები გვერდზე ვერ დაუდგებიან, თუნდაც ყველა ერთად. სუპერმენი ზედმეტად ძლიერია და ტეხავს

ეხლა რაც შეეხება ფილმს, უბრალოდ ძალიან ეპიკური იყო, მსგავის გადაღების ხარისხი მე არ მინახავს, მსგავსი დუელი როგორც ამ ფილმშია ასევე არ მინიახავს, აქამდე ჩემი ფავორიტი დუელი მატრიცაში ნეოს და სმიტის ჩხუბი იყო, მეორე სერიასა და ბოლოში, თუმცა მაინც დარჩება ალბათ ფავორიტად რადგან უფრო ფილოსოფიურ ელემენტებს შეიცავს და არა უბრალოდ ბათქა-ბუთქს, მაგრად რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს უდაოდ პირველზეა.
მსახიობები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. ვილიანს უბრალოდ ცოტა ხასიათი აკლდა, განა მსახიობმა ვერ შეასრულა არამედ მისი მოტივები იყო ჩემთვის გასაგები, კი კაცობრიობას ანადგურებდა მაგრამ ამას თავის რასისთვის აკეთებდა, ანუ მასში არ იყო პათოლოგიური გადახრები რომ მსახიობს მეტი გაქანება მისცემოდა, ამიტომ ვილიანი(ბოროტმოქმედი) არც ისე ვილიანი იყო.
ცოტა არ მომეოწნა ჟურნალისტის როლი ამ მთელ ორომტრიალში, რაღაც ძალით იყო ჩაკვეხებული ლოვ სტორი, და რა ჯანდაბისთვის აიყვანეს უცხოებმა ხომალდზე ვერ გავიგე, მისი გაქცევაც არადამაჯერებელი იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეხმარებოდნენ, უცებ აღმოჩდა სროლის განსაკუთრებული ნიჭი რაც ზედმეტი იყო
ძალიან მომეწონა რომ სუპერმერნი ტერმინი საერთოდ იგნორირებული იყო. მხოლოდ რაღც ჯარისკაცების უკბილო ხუმრობად გამოიყვანეს რადგან "ჯარისკაცები ასე უწოდებენო" ასო "S" კი იყო გამოყვანილი იმედის ნიშნად და არა სუპერმენად და მე ეს მომეწონა . ფილმსაც კი არ ქვია სუპერმენი და არც მინდა რომ ეს ტერმინი გამოიყენებოდეს, იმიტომ რომ ასეთი სახელწოდებას შეიძლება კლასიკურ 50 -იანებში ევარგა, მაგრამ ეხლა არა. 21-ე საუკუნეში ეს სახელწოდება პათეთიკური და გოიმურიცაა. კარგია რომ ავტორები ამას ხვდებიან
სხვა მხრივ კი ფილმი იყო The best of the best!
This post has been edited by mepar on 10 Jul 2013, 12:16