მოკლედ ყველას გექნებათ ნანახი ეს ფილმი
და მოკლედ ვიტყვი რომ ცოტა გაუგებარი დარჩა ჩემთვის
ფილმის ნახვის მერე წიგნიც წავიკითხე
იმიტომ რომ წიგნში ყოველთვის ყველაფერი უფრო გასაგებია ხოლმე
წიგნი უფრო სრულყოფილად გადმოსცემს ალბათ მის აზრს
მაგრამ მაინც ვერა რა, ვერ შევავსე ფაზლი

მომენტებში თითქოს ნათდება რაღაცები მარა მერე ისევ გაურკვევლობა
ნუ კაი გავიგე რომ ჩვენი თითოეული მოქმედება განსაზღვრავს მომავალს
გავიგე რომ ადამიანი მტაცებელი ნაბვიჭვარია და არასოდეს შეიცვლება და დედას მოუხნავს თავის თავს
და კიდე რაღაც-რაღაც მორალური იდეები
მარა ეს 6 ამბავი ვერ დავუკავშირე ერთმანეთს ბოლომდე უფრო სწორად ეს 6 პერსონაჟი
რეინკარნაციის თემაა თუ რაჯანდაბა
ეს ხალის თემაც ვერ გავიგე
ვერ გავიგე წიგნში რატომ ეუბნება ლუისა რეის ქილერი სიკვდილის წინ სულ ასე რატომ იქცევიო თუ რაღაც
და ფილმში სხვადასხვა ამბებში იგივე მსახიობები ასრულებენ "ცუდების" და "კარგების" როლებს
თუ ეს 6 ამბავი ქრონოლოგიურად ყვება კაცობრიობის განადგურების ქრონიკას
ეს ტიმოთი კავენდიში რას ჩაეტენა ვინაა ვაფშე ვის დაკარგვია (მოხუცებულთა თავშესაფარში რომ გამოკეტეს და მერე გაიქცევა)
მოკლედ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო ფილმი/წიგნი არის აიიი ძაან პიზდეცინტელექტუალურს გადავიღებ/დავწერ და ბოლომდე ვერ მიდის
თითქოს რაღაცები აკლია ან მე ვერ გავიგე
და აქ რო პოსტავთ ხოლმე ჭკვიანურ პოსტებს ეგეთმა ხალხმა იქნებ დაწეროს ორი სიტყვა