ჯამში ფილმს ვთვლი რომ რაღაც მნივნელოვანი მაიცნ აკლია,
მაგრამ თვითონ იდეა და ბევრი რამ ძაან მომწონს.
ნუ აქ ზემოთ დაიწერა ვიღაც აიემდიბელის აზრია ამ ფილმზეო,
რომ ფრედი მაყურებელია და მასტერი რეჟისორიო, რაც რბილად რომ ვთქვათ, არასწორი მგონია.
ცოტა ვრცლად დავწერ იმას, თუ როგორ გავიგე მე ეს ფილმი.
მოკლედ, ეს მასტერი რომ გაიძვერა უფროა, ვიდრე მართლა რწმენაში მყოფი ტიპი, ეს აშკარაა.
განსაკუთრებით კარგად ჩანს, როცა ბრაზდება, ან ზედმეტ კითხვებს უსვამენ.
იმ ჯონ მურმა როგორ გააღიზიანა _ თავისი "არაცხოველური" იმიჯიდანაც კი გამოვიდა და აგინა.
მერე იმ თავის თანაშემწე ქალს რომ უყვირა _ სიტყვაზე რატო მეძიები, ეს ჩემი ახალი სტილიაო.
ახალი სტილი და მიდგომა კი არა, პროსტა ონ ხატელ პრასლავიტსია ი ვსო. ფულის შოვნა მოუნდა და შეცვალა ტაქტიკა.
სადღაც აქვს რაღაც ბაზისი, ბაგაჟი, დამაჯერებელიცაა ზოგჯერ, ყველა ფილოსოფიას ედება საუბრისას და
მართლა ესმის რაღაცეები, ტიპურ შარლატან რეგვენს ვერ იტყვი მასზე, მაგრამ ჯამში მაინც მატყუარაა.
იმ საწყალი ხალხის მიერ ნაძახები "მასთააა" ძაან ხშირად ხვდება ყურს ირონიულად.
მოკლედ, ეს ტიპი არის "მასტერი" და არა მასტერი.
რაღაც ეტაპზე, როცა უკვე თავისი ნაშრომების გამოქვეყნებაზე მუშაობის დაწყებას აპირებდა,
ეს ეტაპი ემთხვევა მის ცხოვრებაში ფრედის გამოჩენას. დაინახა ამის განსხვავებული, პირველყოფილი, ცხოველური ხასიათი
და მოინდომა მასზე ექსპერიმენტების ჩატარება! ეგაა მისი "დახმარება", მეტი კი არაფერი. არა ბიჯოს, სუ მოყვასის სიყვარულის
გამო დაეთანხმნენ ოჯახის წევრები იმაში, რომ ფრედს დახმარება ჭირდებოდა; მაშინ როცა რამდენიმე წუთის წინ ფრედის
წინააღმდეგ იყვნენ განწყობილი. არა, ოჯახი უბრალოდ უსიტყვოდ მიუხვდა, რომ ეს ტიპი მას ჭირდებოდა.
ნუ, შემდეგ რაში, როგორ გამოიყენა ამაზე აღარ ვიტყვი, ყველამ ნახეთ.
ახლა რაც შეეხება ვითონ ფრედს. მიუხედავად პირველსაწყისი და პრიმიტიული ქცევებისა, ეს მაინც სუფთა ადამიანია.
არამარტო ფენიქსის თამაში მომეწონა, არამედ თვითონ ეს პერსონაჟიც. და მერე ამ პერსონაჟის უბადლო ასახვა ფენიქსის მიერ.
ეს არის კაცი, რომელსაც ასეთი ტრავმების და ფსიქოლოგიური პრობლემების მერეც შეუძლია უყვარდეს და ენატრებოდეს!
კიდევ ბევრი მიკრო და მაკრო მიზეზია, თუ რატოა კაი ტიპი, მაგრამ ამ ერთის თქმაც საკმარისია.
თუმცა ერთსაც დავამატებ _ ძაან გულწრფელია. ბავშვივით...
მასტერზე როცა ცუდს ამბობენ მის რეაქციებზე მთელი ფილმი ვიკაიფე : )
მაგრამ ეს მისი მეორე მეს გამოძახილია, როცა ვიღაცა მასტერს ასხამს და ეს იმას ცემს.
მას უნდა სჯეროდეს, რომ განიკურნება და გახდება წარმატებული ტიპი, რომლის წინაშეც ყველა ქალი ჩაიხდის,
და განსაკუთრებით ერთი ქალი. ამიტომ, ვინც მის ამ რწმენას ნიადაგს აცლის, ყველას უბრაგუნებს : )
ცუდი ისაა, რომ მას დამოუკიდებლად არ შეუძლია დაინახოს თავისი კარგი თვისებები, რითაც უნიკალურია;
აი მასტერი მას მარტო ცუდ თვისებებზე უკეთებს მახვილს. აქა-იქ კი ეუბნება, კარგი ხარ, კარგიო _ მაგრამ ეგ ფარსია.
ფრედი ვერ ხვდება, რომ მისი ბევრი ნაკლოვანების მიუხედავად ის მაინც ლამაზი სულია,
აბოლუტურად ყველა ადამიანური თვისება აქვს : სიყვარული, გულწრფელობა, ერთგულება, სინანული...
და ათი თავით ჯობს მასტერს და მის დამყაყებულ ოჯახს, ბოზ გოგოს, სირ სიძეს და ყალბ ცოლს....
მაგრამ ის ამას თავისით ვერ ხვდება. ადვილად ექცევა ამ ტიპის გავლენის ქვეშ და მხოლოდ იმიტომ,
რომ დაიბრუნოს სიყვარული _ თავს ირწმუნებს, რომ უნდა გახდეს უკეთესი.
გამომდინარე იქიდან, რომ მანერების დახვეწა ადამიანს უკეთესს არ ხდის და
უკეთესი მხოლოდ შინაგანი ცვლილებებით შეიძლება გახდე,
ხოლო ფრედი იყო უკვე კარგი და მას აღარ ჭირდებოდა უკეთესად გახდომა და მითუმეტეს მანერულად,
ის დარჩა იგივე რაც იყო. უბრალოდ აითვისა რამდენიმე წვრილმანი დეტალი თერაპიებიდან, მაგალითად
ის კითხვების და თვალების არდახამხაბის მეთოდი, რომელსაც ფილმის ბოლოს სექსის დროს სცდის იმ გოგოზე
და სექსის დროს გამოცდაც არაა შემთხვევითი _ ისევ თავისი პირვყოფილი საწყისების გავლენით მოქმედებს ასე,
თორემ ეგ მეთოდი რომ მისთვის მართლა რაიმე ღირებულს წარმოადგენდეს, გაცილებით სერიოზულ მომენტს მიუძღვნიდა მას რეჟისორი
და არა ვირაც ცელულიტიანი ქალის გაჟიმვის სცენას.
სიშიშვლეზე გამახსენდა, გაიხსენეთ ის სცენა, სადაც ყველას შიშვლად ხედავს ფრედი. მაგ მომენტში ისაზრებს რომ
აშკარად უარეს ნაგავში მოხვდა, უბრალოდ ინერციი მოქმედებს უკვე, დასაკარგი აღარაფერი აქვს და იმ დინებას მიყვება,
რომელიც მასტერმა შესთავაზა, ნებდება ამ ახალ საზოგადოებას, იმიტომ რომ სუსტია და მათი წესების წინაშე უძლური.
ყველა ის მომენტი, სადაც ფრედი ბრაზდება, ტირის, ესარჩლება მასტერს _ არის მისი სასოწარკვეთილების გამოძახილი
და არა მეგობრისადმი რეალური სიყვარულის ნიშანი. ის ცდილობს გადაარჩინოს თავისი თავი და არა მასტერის ნამუსი.
ყველაზე მეტი სიმართლე პირში ციხის ეპიზოდში მიახალა. თუმცა რა თქმა უნდა სცენა შენიღბულია იმით, რომ იმ
მომენტში ორივენი გაბრაზებულები იყვნენ და თითქოს უბრალოდ ემოციის გამო ამბობდნენ ასეთ სიტყვებს.
მაგრამ ეს რომ მართლა ასე იყოს, მაშინ სცენას აზრი არ ექნებოდა. ეს ფილმი და არა ცხოვრება.
რაც შეეხება ფილმის ბოლოს, მასტერის მიერ ფრედის გამოძახებას.
უბრალოდ შეამოწმა _ იმუშავა თუ არა მის მეთოდმა. პრინციპში ისედაც იცოდა რომ არ იმუშავებდა,
მაგრამ შემდეგი ექსპერიმენტებისთვის ჭირდებოდა ასე. ტყუილად არ ეუბნება _ თუ წახვალ და არ დარჩები,
იცოდე შემდეგ ცხოვრებაში შენი მტერი ვიქნებიო. ალეგორულად _ ის წავა და ხვალ სხვა ფრედის გადაკეთებას შეეცდება.
ის სიმღერაც ძაან სიმბოლურია, ფრედის ცრემლებიც. ფრედი კი რა თქმა უნდა მიდის, იმიტომ რომ მასტერისგან განსხვავებით
ის ის ტიპი არაა, რომ შორს თვალით მონიშნულ წერტილამდე მისვლისას უკან მობრუნდეს იმით კმაყოფილი, რომ მიზნამდე მივიდა და უკან მობრუნდა კმაყოფილი იდიოტის სახით (გინდ მოტოციკლეტით და გინდ ფეხით).
მას ურჩევნია ხედავდეს ისეთ წერტილებს, რომელსაც ვერ ხედავს და იმისკენ იაროს. ამიტომ _ იმაზე შორს წავიდეს, ვიდრე მასტერი ოდესმე წავა მთლეი თავისი იდიოტური 2462795843527 სიცოცხლის განმავლობაში...
რელიგიების, იდეოლოგოიების, ცნებების, დოგმების, ექსპერიმენტების მარცხია ეს ფილმი ნაღდი ადამიანის წინააღმდეგ.
მომწონს ეს ყველაფერი, მსახიობებიც კარგად თამაშობენ, ფენიქსი განსაკუთერებით,
მაგრამ ვისურვებდი რომ უფრო ღია ფილმი ყოფილიყო, ნაკლები რებუსებით.
არამგონია ამას გაეფუჭებინა ფილმის იდუმალების ხარისხი.
შეიძლება სხვა რეჟისორს (თუნდაც 40ზე ნაკლები წლისას :დ ) უკეთ გადაეღო ამ მოცემულობებით.
შეიძლება ვერც...
სექსის სცენის მერე კი ეგრევე აბსოლუტი კონტრასტი და ბოლო კადრი _ ისევ ის ფრედი, ნაპირზე დაწოლილი,
ისევ ქვიშის ქალის გვერდით, ისევ თავის ფანტაზიებში და იმედებში, ისევ თავის სანახევროდ შემდგარ მაგრამ ნაღდ სამყაროში,
მოშორებით ყალბი და ხელოვნური საზოგადოებისგან...
რაც შეხება ფილმის სათაურს: "მასთა" ეს სიტყვა მიესადაგება არაიმდენად ჰოფმანის გმირს, ჩემი აზრით,
რამდენადაც ფრედის. ის უფრო დიდი მასტერია, ვიდრე ჰოფმანი, რამეთუ ფლობს უფრო დიდ ფასეულობას,
ვიდრე ე.წ. მასტერი. და ეს ფასეულობაა მოკვდავი, 1 სიცოცხლიანი ადამიანის მფლობელობა საკუთარ სულსა და გონებაზე,
და არა "უკვდავი", მრავალსიცოცხლიანი ყეყეჩის "ბატონობა" სხვების გონებაზე.
რაღაც უკეთესს რომ ველოდი (რატომღაც),
ამის ფონზე დავრჩი თავიდან თითქოს იმედგაცრუებულივით.
სანამ ბოლოში გავიდოდი მანამ დავაკომენტე _ მარტო მსახიოებბი ქაჩავენ მეთქი.
მაგრამ რომ მორჩა და მერე ძილის წინ რო ჩავუფიქრდი, კარგი ფილმია
This post has been edited by SCO on 15 Feb 2013, 11:20