Grandmama
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3086
წევრი No.: 229814
რეგისტრ.: 6-March 17
|
#50105129 · 9 Mar 2017, 18:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მასტერი ხომ ჩვენი რეალობის განუყრელი ატრიბუტია, მასტერი რომელიც ყველგანაა, ყველასთანაა და მასტერობს მასტერები არიან მღვდლები, პოლიტიკოსები, გარკვეული NGOები, ლგბტ თემი, ფემინისტკების, ფორუმის მასტერები, ფეისბუქ მასტერები და ა.შ რუსთავი ორი მასტერია მასტერია ნიკა გვარამია სააკაშვილი იყო ბიძინა მღვდლები და ა.შ
მასტერი ადამიანი რომელსაც აპრიორი არ არის რომ არ ჯერა იმის რასაც აკეთებს და რასაც სხვას უდებს ტვინში, მაგრამ იცის რომ რეალურად ასე არ არის ყველაფერი ანდაც ამ დაჯერებას იმდენად იჯერებს და ითავისებს რომ ამ დაჯერებიდან გამომდინარე მიღებული სიმდიდრე"" სხვა ყველაფერს ხაზს უსვამს. მასტერი ხომ მხოლოდ ფულისთვის არ არიან. მასტერობა ნიშნავს კავშირებს, მასტერობა ნიშნავს ძალაუფლებას, სხვის დამორჩილებას, მონად ქცევას, მისი აზრის შეცვლას.
პატარა მაგალითი გაჭირვებული ქართველი - გაჭირვებული ფრედი ფილმის მასტერი - რუსთავი 2. მღვდლების კატეგორია, პოლიტიკოსები და ა.შ ის ხალხი ვინც ზემოთ ჩამოვთვალე ხომ ყველა ცდილობს და უფრო ადვილია გაჭირვებული კაცი დაიყოლია, ილუზიაში აცხოვრო, შენი აზრი მოახვიო, დააჯერო ის რაც რეალურად ასე არ არის და გყავდეს კონტროლ ქვეშ? რათქმაუნდა კი და ამას შვება მასტერი, ამას შვებიან ჩვენი დროის მასტერები.
მასტერი მისი ამბიციის გამო გაჯერებს იმას რაც ასე არ არის გაწვდის იმას რაც მას უნდა მხოლოდ და შიგნით სხვა არანაირი აზრი არ ტრიალებს, მასტერი არის ადამიანი, ვინც გამონებს ვინც შენი გაჭირვებით სარგებლობს
მაგალითებით გავშალოთ მღვდელი მასტერი - რომელსაც უსმენს იმ ეკლესიის მრევლი სადაც მასტერობს. ის ტვინში დებს იმას რაც უნდა, არასწორს სწორს მნიშ არ აქვს, ხან სწორსაც მაგრამ მხოლოდ იმას რაც მას უნდა და რას აძლევს ეს ? ფულს. ძალაუფლებას. სიყვარულს და ბევრ ცხოვრებისეულ ფუფუნებას.
რუსთავი ორი მასტერი - აწვდის იმას საზოგადოებას რაც მას უნდა, რაც ვიწრო წრეს უნდა, ზუსტად მაგალითად გამოდგება რადგან როგორც ფილმის მასტერს ისევე რუსთავი ორიც ერთის მხრივ სწორს ამბობენ. მასტერი მის პონტში რუსთავი ორი იმ პონტში რომ მართლა ხდება ის რაღაცები. მაგრამ ორივეს ამომავალი წერტილი არის მხოლოდ ერთი, დაამონოს სხვა, მოგაწოდოს სულ ის რაც მას უნდა, არ მოგცეს კარგი და ამ კარგის მერე არჩევის საშუალება.
პოლიტიკოსი მასტერები - გაწვდიან იმას რაც უნდათ. გპირდებიან იმას რაც გინდათ, მაგრამ იციან და გულში იცინიან რომ ეს ასე არ იქნება, მაგრამ დაგიჭირეს, იმიტომ რომ რეალურად გინდათ ეს, რეალურად გჭირდებათ და უსმენ. ვინუჟდენი ხარ რომ ენდო.
ჩემი აზრით მასტერი როგორც ინდივიდი ან ინდივიდთა წრე რომელიც. გვესაუბრებიან მჭერმეტყველურად, ვითომ ფაქტებით, ყავთ დამქაშები, ენთუზიაზმით აღსავსე ხალხი, ისეთები ვინც მხოლოდ ფინანსური სარგებლის ვარიანტში უდგანან გვერდით და ა.შ არსებობენ ახლა ჩვენს დროში, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებში.
და ისინი მასტერობენ გაჭირვებულზე, გაჭირვებულზე რომელსაც დახმარება უნდა, რომელიც უფრო მეტად დასამორჩილებელია რადგან შვებას ეძებს, რადგან რაღაცა კარგს ეძებს
თუ სიტყვაზე ფრედის დალევა არ უნდოდა და სექსები ხალხს სიტყვაზე კარგი ცხოვრება უნდა, ხელფასი უნდა პენსია უნდა და ა.შ
ანუ მასტერები მოქმედებენ იმ ხალხის სისუსტით ვისაც რამე უნდა, ვინც მიენდობა მათ და ამ ნდობის მერე გაუცრუვებ იმედებს, მაგრამ უკვე იმდენად ზომბირებული იქნები რომ შენც ჩვეულებრივი მონა ხდები ისე რომ ეს უკვე სწორად გეჩვენება. შენთვის მერე აღარ არსებობს სხვა აზრი შენთვის მხოლოდ ის ჩადებული აზრია საწყისი.
ერთი მარტივი მაგალითიც და მოვრჩები ნაციონალები, აიღე ტიპური ფილმის სიუჟეტია, ყავდათ მასტერი სააკაშვილი და დანარჩენები არიან მასტერის დებილი შვილი და ჭკვიანი მეუღლე დებილი შვილები არიან ისინი ვინც მართლა ფიქრობს და ვერ ხვდება რომ ტვინში აღრევა მოახდინეს, ვინც უბრალოდ არ ფიქრობს, აი კიდია უკვე ფიქრი მთლად წინ რომ დაუდო რაღაცა მაინც არ დაგიჯერებს, განა იმენა სპეციალურად იზამს, უბრალოდ გონებაში ვეღარ გადახარშავს და გონია რომ იმენა ისაა სიმართლე მხოლოდ რასაც მასტერი ქადაგებს.
ჭკვიანი მეუღლე ის ნაცები, ვინც იცის რომ ბლეფია ყველაფერი და რეალურად მხოლოდ ფულის, სიმდიდრის, სახელის, მანიპულაციების და ადგილის დამკვიდრების გამო უშვებს რომ რაღაცა ასეა და ცდილობს სხვა ჩაითრიოს, რომელსაც სარგებელსაც არ მისცემენ მაგრამ ყველაზე დიდი მონა იქნება.
რეალობიდან მოვიყვანე ყველა მაგალითი და იმედია ამდენი პოლიტიკით არ შეგაწყინეთ თავი რადგან მასტერობა დღეს რეალურად ჩანს ჩვენს ქვეყანაში და იმ წრეებში რაც ჩამოვწერე.
ჩემი აზრი ასეთია. 10/10 იდეას.
This post has been edited by Grandmama on 9 Mar 2017, 19:03
--------------------
Where Something Good Is Always Cooking.
|