ძაან კაი რამეა ჟანრში ( ექშენში )
წინა ნაწილები არ მაქ ნანახი , არც ვაპირებ და არ ვიცი იქ როგორი ამბები ტრიალებს , მარა აქ საერიოზულად ეტყობა ფილმს რომ რეჟისორმა იცის რასაც აკეთებს და არ მიედ მოედება რაღაცებს.
ფილმებს ვიხსენებ ეხლა ბოლოს როდის ვნახე ესეთი ინტენსიური და რეალური მოქმედებები , მარა არაფერი არ მახსენდება
კაია რომ პრაქტიკული ეფექტები გამოიყენეს და უარი თქვეს კომპიუტერზე ,
განა იმიტომ რომ კომპიუტერით ცუდია ,
უბრალოდ იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევაში კომპიუტერი რეალიზმს ანულებს , ასე ვთქვათ ძაან ზედმეტებში გადადიან ,
მხოლოდ ერთეულებს გამოსდით საკაიფო CGI
როგორც ჩანს ჯორჯ მილერი პრაქტიკული ეფექტების მამა ყოფილა
რეჟისურა
პერფომანსები და პერსონაჟები
ოპერატურა , მუსიკა და ტექნიკური მხარე
აი სიუჟეტზე რა ვთქვა , პრინციპში ვერც მოსთხოვ ამ ფილმს სიუჟეტს და საკაიფო სთორის,
ტრეილერიდანაც ექშენზე კეთდებოდა აქცენტი და არავინ გვპირდებოდა სასწაულ ამბავს,
ორ საათიანი ფილმში მგონი საათნახევარი ექშენია და იმ ნახევარ საათში რაც მოასწრეს ეგეც საკმარისი მგონია ,
კაი იქნებოდა კიდევ ნახევარი საათით მეტი ყოფილიყო ფილმი და მეტი მაქსის და ფურიოსას ბექსთორი ენახებინათ
საერთო ჯამში ალბათ 8.5/10 ნამდვილად ეკუთვნის , IMHO .
IMDB ზე და TOMATO ზე ცოტა გადამეტებული კია შეფასება ,
მაგრამ ისეთ ღლეობებს აქვთ მაგ საიტებზე კაი შეფასება , ეს ფილმი მათთან შედარებით მართლა სასწაულია და ალბათ მაგიტომ მივიღეთ ტომატოზე 98%
მოკლედ, ექშენის მოყვარულებს იმედი არ გაგიცრუვდებათ ,
აუცილებლად ნახეთ
Always be nice to people on the way up ; because you will meet the same people on the way down.
Imagination Is Its Own Form Of Courage.