დღეს ვიყავი შუადღის სეანსზე, პირველ დარბაზში
ეს კავეა რა ყოფილა

ესეთი ნასიამოვნები ჯერ ფილმიდან არ წამოვსულვარ
საკაიფო სიტუაცია, ურბილესი სკამები(ხელის დასადებიც კაი რბილი ქონდა), სისუფთავე
რიგებში თავისუფლად გაივლი და კალთაში არ ჩაუჯდები
ფილმიც საკაიფო ხმაზე იყო, არც შეგაწუხებდა და კარგადაც ისმოდა
ბასებიც

10 წუთის დაწყებულზე შევედი

სათვალე სალაროსთან მომყიდეს ლარად რახან ჩემი არ მქონდა(შავი საკაიფო სათვალეა ვეიფარერის სტილში

)
ვიკეთებ სათვალეს 3დ-ში არ მაჩვენებს

კაროჩე სერვერის პრობლემა ყოფილა ფილმი ვერ გადაყავდა 3დ-ში
შემოვიდა ადმინისტრაცია კაროჩე ესე-ესეაო ბოდიშს გიხდითო 15 წუთში თავიდან ჩაგირთავთ 3დ-შიო
კომპენსაციის სახით დიდი პეპსი და დიდი პოპკორნი გვიკისრა

ფილმის ბოლომდე პოპკორნის ნახევარი ძლივს შევჭამე იმდენი იყო
ყლამირან ყლრუსთაველისგან განსხვავებით ზეთიანი და ცხიმიანი არ იყო მომეწონა
ფილმს რაც შეეხება

რამდენიმე სცენამ მაგრად მოიტანა
მთელი ფილმი ექშენია მაღალ დონეზე შესრულებული
უყურეთ აუცილებლად 3დ-ში რო მოიტანოს მაქსიმალურად
ამ ფილმის ძირითადი ღირებულება 3დ-ა (ერთ მომენტში ელექტრო გიტარას გაჭერინებენ

)
არ გააფუჭოთ და 2დ-ში არ ნახოთ

ბლოგივით კი გამომივიდა მარა დაიკიდეთ
კაროჩე წადით
ნახეთ
თუ გაგიმართლათ მუქთა პეპსი + პოპკორნს დაითრევთ

1-ელ დარბაზს მიეძალეთ
სხვაგან რა სიტუაციია არ ვიცი
This post has been edited by Grome on 16 May 2015, 03:50