ფილმში,სადაც მშრალი და მძიმე დიალოგებია - სიუჟეტური განვითარებაც მწარე და სარკაზმში გარდასულია,აღფრთოვანებაში რატომ უნდა მოჰყავდეს აშშ-ს პოლიტკონიუნკტურაში გაუთვითცნობიერებული მაყურებელი?
ლაითმოტივი,ეკონომიკური კრიზისის დროს კაპიტალისტური სახელმწიფოს სტრუქტურის,ალეგორიული ხერხებით - ბინძურად გადმოცემაა.
როცა დილეტანტი ინფანტილური კინოპროდუქციის შემხედვარე ორგაზმს განიცდის,ამის ფონზე ღიმილის მომგვრელია დაუმსახურებელი გამოხტომები კონკრეტულად ამ ფილმთან მიმართებაში.
ატმოსფერო,პერსონაჟები,ოპერატორული ნამუშევარი ხარისხიანად არის შესრულებული,ამას დავა არ სჭირდება.
შაბლონებითა და ტრაფარეტებით გადატენილ კრიმინალურ დრამას შეჩვეული სუბიექტიც,რაღათქმაუნდა არაადეკვატურად შეაფასებს მსგავს კინოს.
კონკრეტულად ამ სურათს ბევრი ნაკლი აქვს - კითხვები სცენარისტთან,ქრონომეტრაჟი არ იძლევა პრინციპში მოტივატორების საფუძლიან გაანალიზებას,წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებდით "მოხუცებულთათვის ადგილი არ არის" მიახლოვებულ დონეს.