მინი-სერიალები ბევრი მაქვს ნანახი-მეთქი რომ ვთქვა, არ ვიქნები მართალი, მაგრამ ეს რომ მომეწონა ისე, იშვიათად სერიალი ან ფილმი მომეწონოს.
არცერთი მოვლენის მერე არ შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა "რატომ?" რეჟისორის მიმართ, იმიტომ, რომ ყველაფერი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე.
და ეს აორმაგებს (მოდი მე მაინც ასე ვუწოდებ) ფილმის ეფექტს.
არ ვიცოდი თუ იყო თემა გახსნილი, მე ვაპირებდი გახნსნას და რახან უკვე არის, დავამატებ ინფორმაციას და ჩემს აზრსსაც.
იწყებ ყურებას და პირველივე წამიდან წყდები დღევანდელ დროს და გადადიხარ XIX საუკუნის ამერიკაში, დასავლეთ ვირჯინიისა და კენტუკის გასაყარზე, ტუგ-ფორკის რაიონში, ბიგ-სენდი-რივერის მახლობლად.
(აქ წავულორდჰენრსტიუარტერიქსონოთ

)
აქ კანონი იმის მხარეზეა, ვის ტერიტორიაზეც უნდა აღსრულდეს მართლმსაჯულება.
აი, ძალიან საინტერესო მომენტი
- Всё решено, Энс. Я буду драться в суде, но без чёртова оружия!
- Оружие меня никогда не подводило. В отличие от судей и юристов…
ეს ჰეთფილდების კლანია

აქ განისვენებენ ჰეთფილდები

თქვენი არ ვიცი და მე ჰეთფილდებისკენ ვიყავი უფრო.
მაგრამ ენს ჰეთფილდზე მეტად რენდოლ მაკკოი მესიმპათიურებოდა, როგორც პერსონაჟი და შესაბამისად, როგორც ისტორიული პირი.
პ.ს.
ეს მინი-სერიალი იყო წარდგენილი 16 ნომინაციაში 2012 წლის ემის პრემიაზე. (მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერი სხვა პროგრამა ან მინისერიალი არხ "History"-ზე წინა წლებში). იყო ნომინირებული შემდეგ კატეგორიებში "საუკეთესო მინი-სერიალი ან ფილმი", აქ გაიმარჯვეს -
"საუკეთესო მსახიობი მინი-სერიალში ან ფილმში" (კევინ კოსტნერი და ბილ პეკსტონი) "საუკეთესო მსახიობი ქალი მეორე ხარისხოვან როლზე მინი-სერიალში ან ფილმში" (მერი უინნინგემი), აქაც -
"საუკეთესო მსახიობი მეორე ხარისხოვან როლზე" (ტომ ბერენჯერი), ასევე საუკეთესო რეჟისურის კატეგორიაზე, მინი-სერიალის სცენარზე და ცხრა სხვა ტექნიკურ ნომინაციაში.
ერთადერთი რაც არ მომწონდა, ეს იყო ჯონს ჰეთფილდისა და როზანას სასიყვარულო ისტორია, რომელიც ცოტა ბანალური გამოვიდა, მაგრამ რახან ეგრე იყო სინამდვილეში, ცხადია ვერ გამოტოვებდნენ.
თან მცირე დრო ეთმობა მაგას.
და ბოლოს
В 2003 году потомки обеих семей подписали символичный мирный договор.
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".