და საერთოდ, ბრავო სპილბერგს ერთი რამის გამო, რო აბრაჰამ ლინკოლნი რაღაც გაიდეალებულ ფიგურად არ წარმოადგინა...
ბოლო-ბოლო სულ 1 წელი აქვს ოფიციალურად მაგ კაცს განათლება, რაც იცოდა ყველაფერი თავისით ქონდა ნასწავლი...
ადამიანად იყო წარმოჩენილი, ჩვეულებრივ ადამიანად რომელსაც დიდი იდეა ჰქონდა და მე ვთვლი რო ბევრად უფრო ეპიკურია ესეთი პერსონაჟი, რომელიც უფრო დიდი სიკეთისთვის არ ერიდება ხალხის მოსყიდვას, სტატუსების დაპირებას და.ა.შ, ვიდრე რაღაც გაიდეალებული ფიგურა რომელსაც ყველაფერი შეუძლია და ყველაზე მაღლა დგას...
მოკლედ მომეწონა... რამდენად წლის ფილმია, ეს სხვა საკითხია... მაგრამ კარგი ფილმია

P.S
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მე ვთვლი რო აღარ ღირდა მისი სიკვდილის ჩვენება, აი რო მიდის და ის შავკანიანი კაცი რო უყურებს, სამსახურიდან რო გადის, მე მანდ ავუშვებდი ტიტრებს სპილბერგის ადგილას რო ვყოფილიყავი