მოკლედ, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი გამახსენდა შაინინგიდან.
ფილმის დასაწყისში, როდესაც ვერტმფრენი წვრილ გზაზე მიმავალ მანქანას უღებს, თუ კარგად დააკვირდებით ერთი ორი წამის განმავლობაში გამოჩნდება ვერტმფრენის ჩრდილი კადრის მარჯვენა კუთხეში.
ამას დისკუსია მოყვა, ნუთუ კუბრიკს გამოეპარა და ვერ შეამჩნია ეს შეცდომა.... თუ სპაციალურად დაუშვა და ამით რაღაც მინიშნება გააკეთაო...
და იმას თუ გავითვალისწინებთ რომ კუბრიკი თავის ფილმში აბსოლიტურად ყველაფერს გულდაგულ აკონტროლებდა, (შაინინგი) კონსერვებზე შრიფტის სახეობასაც კი....
მოკლედ ესეთი დასკვნა გაკეთდა (ბევრისთვის), რომ კუბრიკმა ვერტმფრენის ჩრდილი კადში განზრახ დაუშვა, რადგან ამით ქვეცნობიერი მინიშნება გააკეთა, რომ რეალობის აქ მთავრდება... და შემდეგ მიჰქრის მის სამყაროში და იკეტება...
სამწუხაროდ ზუსთი თაიმინგით ვერ ვიპოვე ფოტო, მაგრამ დაახლოებით ამ ორ კადრ შორის გამოჩნდება ვერტმფრენის პატარა ჩრდილი:


მაპატიეთ აბდაუბდა და ჩქარეული ქართულისთვის
მეძნება, ბოლო ძალებით ვწერ
This post has been edited by წრაწიკიჩი on 16 Jan 2008, 05:28