ეტყობა სწორედ მაშინ იყო ბომბებზე შეყვარებული ადამიანების რაოდენობა მაქსიმუმზე ასული.
ეს ფილმი არის დედამიწაზე არტომური ომის შედეგად სიცოცხლის მოსპოპაზე, მიუხედავად ამისა არის კომედია. სატირა იმპოტენტ გენერლებზე და პოლიტიკოსების სექსუალურ დაკმაყოფილებაზე, რომლებიც ასე ცდილობენ თვითმასტურბირებას
დასაწყისში ორი თვითმფრინავის მიერ შესრულებული სექსუალური აქტის მერე მთელი ფილმი არის მამაკაცების მიერ ძალაუფლებით და იარაღით მასტურბირებაზე და ბოლოს იფეთქა მაგრამ რა იფეთქა
ძალიან კარგი კრიტიკა არის საერთოდ ადამიანის დესტრუქტიული ხასიათისა და ურთიერთსაპირისპირო პოზიცისაა თუნდაც ყველაზე საშინელი რამის მიმართ.
ორმაგი სტანდარტები, მორალი, რელიგია, სექსუალურობა და ა.შ.
განსაკუთრებით იმ ხალხს მოეწონება ეს ფილმი ვინსაც რაიმენარი შეხება მაინც ჰქონდა ან აქვს ჯართან, სამხედროებთან, პოლიტიკოსებთან, რელიგისს მსახურებთან და მათ იმ ნიღბის უკანაც ხედავს რომელსაც სულ მუდამ ეფარებიან საზოგადოდ გამოჩენისა.
მთელი კომედია კი შექმნილ ვითარებაში, მასზე რეაგირებაში და დიალოგებში იმალება. ამ ყველაფერს ძალიან განსაკუთრებული პერსონაჟები წარმოგვიდგენენ, თავიანთი აქცენტებით, ხასიათებით, კომპლექსებით, პარანოიებით და ა.შ. იმ პერიოდში ეს ყველაფერი ბევრად უფრო გამძაფრებული იყო საზოგადოებაში და კუბრიკიც ამ ყველაფერს დასცინის ირონიით, ცინიზმით. მოკლედ აკრიტიკებს.
This post has been edited by ladoqartveli on 5 Mar 2012, 20:24