წამოვწევ ამ თემას.
ესე იგი, ფაქტები გადაღებებიდან.
A Clockwork Orangehttp://www.youtube.com/watch?v=faML0QvVb2Aამ სცენაში მაკდაუელს თვითონ წაუმღერია singin in the rain და სტენლის იმდენად მოწონებია, ეგრევე უთქვია პროდუსერისთვის, სასწრაფოდ საავტორო უფლებები იყიდე სიმღერისო. დაწყება რა მაგარი აქვს ისე სცენას, ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია <3. სანამ დაკავდებოდა ამ ფილმზე ალექსის და მისი მეგობრების როლებზე
განიხილებოდნენ ჯგუფ The Rolling Stones წევრები. ფრიად საინტერესო იქნებოდა მიკ ჯაგერის ალექსის როლში ხილვა

გადაღებებისას რამდენიმეჯერ დაშავდა მალკომი: სცენაში სადაც ალექსს მისი მეგობრები ახრჩობენ კინაღამ გაგუდულა, რადგან სასუნთქი აპარატი გაფუჭდა. რომელიღაცა სცენისას ნეკნი გაიტეხა და რეაბილიტაციის სცენის დროს თვალი დაიზიანა

პაუზების დროს პატივცემული სტენლი და მალკომი ტენისით ირთობდნენ თავს და ამ დროის ჰონორარი გამოუქვითეს
The Shiningსტივენ კინგის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვითაა გადაღებული.
ფილმის გადაღებები 1978 წლის 1 მაისს დაიწყო და 1979 წლის აპრილში დამთავრდა. გადამღებ ჯგუფის საჭირო ფსიქოლოგიური განქყობა რომ შექმნოდა კუბრიკი ფილმ "eraserhead" აყურებინებდა. სცენა სადაც ჯეკი ტენისის ბურთს კედელს ესვრის ჯეკ ნიკოლსონის მოფიქრებულია. სცენას, სადაც ვენდი კიბეებზე არბის დანით ხელში 35 დუბლი დასჭირდა.
მსახიობმა ტონი ბარტონმა გადასღებ მოედანზე ჭადრაკი მიიტანა. კუბრიკმა, რომელიჭ ჭადრაკის უბადლო მოთამაშე იყო მთელი დღე მასთან ჭადრაკის თამაშში გაატარა. პირველი ფილმი ჭადრაკის ტურნირის მოგებაში აღებული ჰონორარით გადაიღო სტენლიმ. უყვარდა სპორტი კაცს
Eyes Wide Shutფილმი გადაღებულია არტურ შნიტცლერის " Traumnovelle"მიხედვით. გადაღებები 400 დღე გრძელდებოდა. ტომ კრუზის გმირს ფილმის დასაწყისში წვეულებაზე ორი გოგონა სთავაზობს წავიდნენ იქ, "სადაც მთავრდება ცისარტყელა." ასე ჰქვია საბავშო სიმღერას (where rainbow ends). რეჟისორი სიდნი პოლაკი დათანხმდა განესახიერებინა ვიქტორ ციგლერის პერსონაჟი, რადგან ბოლო მომენტში ჰარვი კეიტელი ფილმიდან დაითხოვეს. ფილმის პრემიერამდე რამდენი კვირით ადრე გარდაიცვალა სტენლი და მისი სურვილით ფილმი უცხოურ კინოგაქირავებაშის სუბტიტრებით გამოვიდა.
This post has been edited by ა თ უ კ ა on 7 Dec 2013, 03:50