"სტენლი კუბრიკი 20 საუკუნის ზაკ სნაიდერია"
ჩემი ამ ფრაზით დაიწყო სხვა თემაში გაწევ-გამოწევა, მართალია სნაიდერზე ცოტა გადავამლაშე, - უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ორივე რეჟისორი მთავარ აქცენტს ვიზუალზე ახდენს და ვიზუალურ დეტალებზე, - ოღონდ სნაიდერი თუ ქრისტიანულ სიმბოლიკას დებს, კუბრიკი ან "სატანისტურ" სიმბოლიკას დებს, ან ხუიზნაეტ რას, დღემდე მაგის გარკვევას ცდილობენ კრიტიკოსები და იუთუბის ესეისტები

არა სნაიდერი კუბრიკზე ბანძია, რაზეა ბაზარი, უბრალოდ მიდგომა აქვთ ერთნაირი

შესავლის მაგიერ ვიტყვი, რომ ჩემი პირადი კუბრიკის ტოპი ასეთია:
1. დოქტორი სტრეინჯლავი
2. დიდების ბილიკები
3. სპარტაკი
ესენი უბრალოდ კარგი ფილმებია, "დოქტორი სტრეინჯლავი" კი არის ერთადერთი(იმჰო) მართლაც შედევრი კუბრიკის - ვიზუალურადაც, სცენარითაც, მსახიობებითაც და ყველაფრით)
დანარჩენ ფილმებს ან ერთი აკლიათ ან მეორე. მე პირადად უფრო კუბრიკის "შავ-თეთრი" პერიოდი უფრო მომწონს, მაგის "ფერად" ფილმებს უფრო მეტი პრობლემები აქვთ.
რახან "ოდისეით" დავიწყეთ, აქაც "ოდისეა" იყოს. მოდით დავფიქრდეთ, როდესაც ადამიანები იწყებენ "ოდისეაზე" საუბარს, პირველი რა ადგებათ ენაზე, პირველი რაზე იწყებენ ლაპარაკს? რა კარგი მსახიობებიაო? რა საინტერესო ციტატები და ფრაზებიაო მაგ ფილმში? არა! რა თქმა უნდა არა! ყველა იწყებს ვიზუალზე ლაპარაკს და აუ იმ დროისთვის რა მაგარი ეფექტები იყოო ნახეო როგორ გადაიღესო და რა მაგრად არის დადგმული ეს სცენაო(ვიზუალურად) და ეგეთები) ვიზუალურად ვერ მოედავები, ვიზუალებისთვის ოსკარს იმსახურებდა კუბრიკი და აიღო კიდეც, რადგან ვიზუალები იყო მაგისი მთავარი "ფიშკა" ყოველთვის.
სხვა რა არის მაგ ფილმში, შტრაუსის მუსიკა დასაწყისში? სხვა რაიმე საუნდტრეკი არის მანდ დასამახსოვრებელი?
კაი სცენარი ავიღოთ. სცენარული კუთხით საინტერესოა აი "ჰელის" და ადამიანების ურთიერთობა და გახსნის სცენა(ძვლიდან კოსმოსურ ხომალდზე გადასვლა კარგადაა მოფიქრებული) - დანარჩენი ვინმეს გახსოვთ რა ხდება ვაბშე მანდ? შუა ნაწილი რაღაც გაწელი სცენები, საუბრები, ბლა-ბლა ვინ რა, ბოლოში კიდე ვაფშე შიზოფრენიაა)
სინამდვილეში კი იცით როგორ იყო ყველაფერი? თურმე, მაგ ფილმში რომ ბევრი გაწელილი და უხმო სცენაა, თურმე მანდ ე.წ. "ზაკადრევი გოლოსი" იყო, რომელიც ხსნიდა სიუჟეტს და რა ხდებოდა ვაფშე ფილმში) მაგრამ კუბრიკს არ მოეწონა და მოაშორა ეგ "მოკარნახე ხმა" და დატოვა გაწელილი სცენები, ვითომ ასე უფრო "იდუმალი" გახდებაო ფილმიო)
თურმე ეგ "მთხრობელი" იმას ყვებოდა, რომ კაროჩე უცხოპლანეტელებმა ეგ შავი ობელისკი ჩამოაგდეს დებილ მაიმუნებთან, ჰოდა მაგ ობელისკმა დააჭკვიანა და ადამიანებად აქცია ყველა, პროგრესი და რამე და ვსიო) ბოლოს კიდე რაც ხდება, ეგ ისე იშიფრება, ვითომ მაგ პროგრესს ადამიანები უკვე კოსმოსის სხვა სივრცეებშიც ავრცელებენო) ესაა და ეს, არაფერი სხვა ღრმა აზრები მანდ არ არის, ერთი აზრია მხოლოდ.
ვსიო! ხო შეიძლებოდა რო ეს მართლაც რომ კარგი გზავნილი უფრო ადეკვატურად გადაეღო კუბრიკს და არ ეწვალებინა მაყურებელი? ტარანტინო და სკორსეზე ოდისეაზე გრძელ ფილმებს იღებენ(შეამოწმეთ თუ გინდათ) და მეც მიყვარს გრძელი ფილმები, მაგრამ კუბრიკის 2 საათი და 20 წუთი საუკუნედ მიდის და მომკალით თუ გინდათ

თან შუაში ანტრაქტიც კი არის აზრზე ხაართ?

დღეს ტარანტინოს სამსაათიან ფილმშიც კი არ არის ანტრაქტი და მაგან ორსაათიანში ანტრაქტი ჩართო, იმდენად გამოიფიტა ხალხი სეანსებზე
თან ძალიან ბევრი სცენებია მაქედან ამოჭრილი(შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში კადრები) და მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კუბრიკს ვიზუალების და ტექნოლოგიების ჩვენება უფრო უნდოდა, ვიდრე უბრალოდ რაიმე ისტორიის მოყოლა. ფილმი თითქოს მოკლემეტრაჟიანების კრებულია. ცალკეული დეტალები, რომ აი ვიდეოზარი, პლანშეტის ანალოგია და სხვა "წინასწარმეტყველებები" კიი, საინტერესო დეტალებია, მაგრამ ფილმში ერთიანად როცა უყურებ, უბრალოდ კინო მთლიანად "ვერ მუშაობს" ხვდებიით? არ ეწყობა საერთო სურათში.
ტექნოლოგიურად ბაზარი არაა, ეგ ფილმი მართლაც ისტორიულია. ანუ ეგ ისეთი ფილმების კატეგორიაა, რომლის დეტალებზე საუბარიც გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე თავად ფილმის ყურება)
რაც შეეხება მსახიობებს, აქაც ვერავის ვერ გამოვარჩევ. ზოგადად, კუბრიკის თითქმის ყველა ფილმში მსახიობები ერთ დონეზე თამაშობენ, აი როგორც ნოლანის ფილმებში, ერთი და იგივე სახეებით იმეორებენ ტექსტებს, რა, არ არის ეგრე? ადამიანებივით საუბრობენ კუბრიკის ფილმებში? - ეხლა იტყვით მაიცა კაცო, ნიკოლსონი "ნათებაში" და ფულ-მეტალ-ჯაკეტის პოლკოვნიკიო? ჯერ ეს ერთი, ეგენი გამონაკლისებია, თანაც ეგენი გიჟების როლებს თამაშობენ (პოლკოვნიკი კიდე თავიდან ვაფშე არ იყო სცენარში), თანაც ის პოლკოვნიკი რეალურადაც ეგეთი გადარეული იყო(მაგიტომ აიყვანა კუბრიკმა

) და ჯეკ ნიკოლსონი კიდე, ეგეც, კინგის თქმის არ იყოს, კაი მოგიჟო როჟაა, სიფათზე ეტყობა) ასე რომ ნუ ეს როლები არ ითვლება, რადგან ფსიქოპათების როლი და ზოგადად ასეთი გამომწვევი ფსიქოპატები ყველაზე მარტივი გასაკეთებელია კინოში და კუბრიკის სხვა ფილმებში არაა ეგეთი რამ თითქოს ეგეთი გროტესკი(როგორც ლინჩთან), - სხვაგან კიდე, უბრალოდ, კუბრიკი აწვალებდა მსახიობებს და ეგ ნატანჯი სახეები იყო ეკრანზე, მეტი არაფერი. საწყალი შელი დიუვალი, ბავშვობაში მეზიზღებოდა ეგ ქალი "ნათება" რომ ვნახე, ჯობდა არ ყოფილიყო, ფილმს აფუჭებს-მეთქი და თურმე რა კარგი როლები ჰქონია ოლტმანთან და რა კარგი მსახიობი ყოფილა, კუბრიკმა კი გადამღები ჯგუფიც კი აიძულა რო ცუდად მოქცეოდნენ შელის და ნერვები გაუწეწა, მერე ვაფშე ავად გახდა შელი და შეხედეთ ეხლა რას ჰგავს საწყალი (ოჰ ეს "გენიოსი" რეჟისორები, თუ უადგილოდ არ აწვალე ხალხი, უმიზეზოდ, "შედევრი" როგორ გამოგივა, თუ არ ჩაუკუკე ვიღაცას სულში)
ჯობდა სცენარი დაეწერა წესიერად.
ერთი სიტყვით, "ოდისეაზე" დავწერე, ტექნოლოგიურად და ვიზუალურად ბაზარი არაა, მაგრამ როგორც კინო და სტორიტელინგის ელემენტები - დღეს არ იყურება და ვინც ე.წ. "დიფერამბებს" უმღერით მაგ ფილმს, პროსტა სარკეში ჩაიხედეთ და გაეცით პასუხი კითხვას - ბოლოს როდის ნახეთ ეგ ფილმი? რამდენჯერ ნახეთ? შეგიძლიათ ტექნოლოგიების(პლუს "წინასწარმეტყველებების") და ვიზუალების გარდა სხვა რამე თქვათ მაგ ფილმზე? ეგაა და ეგ.
"ნათება" ვახსენე და მოდი ჯერ "ფულ-მეტალ-ჯაკეტს" მოვათავებ. მაგ ფილმზე იგივეს თქმა შეიძლება, რასაც პიქსარის "მაღლა"(2009)-ზე ამბობდა ხალხი - "ეგ ფილმი არის გენიალური მოკლემეტრაჟიანი, პლუს დანარჩენი ფილმი". და აქაც იგივე სიტუაციაა. პროლოგი, სადაც ეგ გიჟი პოლკოვნიკია, არის აბსოლუტურად გენიალური და უმაგრესი მოკლემეტრაჟიანი, თავისი დასაწყისით, კვანძის გახსნით, კვანძის შეკვრით, ფინალით და ომი რა არის და როგორ არის ეგ აზრიც სრულად არის გადმოცემული. მარტო ეგ მოკლემეტრაჟიანი რო გაეკეთებინა კუბრიკს, გაასწორებდა, მაგრამ რატომღაც მაგ პროლოგის მერე ფილმი გრძელდება. აი მაგ პროლოგის მერე რაცაა, დანარჩენი ფილმი, ვაფშე ვინმეს გახსოვთ რაზეა? ეგაა ჭუჭუს წელვა მეტი არაფერი. "ომი ცუდია" ეგ გზავნილი იმენა მთელ საათზეა მეტზეა გაწელილი და უბრალოდ იკარგები ფილმის ბოლოსკენ უკვე, არც ერთი დასამახსოვრებელი ვიზუალი, სცენა, ფრაზა, არაფერი არაა ვაფშე და ფილმის ბოლოსკენ რო გკითხავენ რა დაგამახსოვრდაო, ეგრევე პოლკოვნიკი გახსენდება და ვსიოო!
თან კუბრიკს მაგრად დააგვიანდა, უბრალოდ ვიეტნამის ომზე ჩემს ორ კაპიკს ვიტყვიო ეგაა მთელი ფილმი. "აპოკალიფსი დღეს" და ოლივერ სტოუნის "ოცეული" უკვე გამოსული იყო და კუბრიკმა პოლკოვნიკის პროლოგის მერე მაგ ფილმების თემები და აზრები გაამეორა და ვსიოო, მიაფუჩეჩა ფილმი)
საწყალი მსახიობები, მაგათ წვალებად ნაღდად არ ღირდა, ხალხს მაგათი სახელებიც კი არ ახსოვთ( ზატო კუბრიკი ახსოვთ, მთავარი ხო ეგაა)
ასე რომ, ობიექტურად და ლოგიკურად შევხედოთ მაგ ფილმს, არაა "ფულ-მეტალ-ჯაკეტი" სრულფასოვანი ფილმი, იდეოლოგიურადაც საკმაოდ დაგვიანებულია და მაგ ფილმის მერე ათი წელი რო არაფერი გადაუღია, არც მიკვირს, გამოიფიტა ხელოვანი)
"ნათებას" რაც შეეხება, პრინციპში გარკვეული მომენტები უკვე დავწერე ზევით, მსახიობებს რაც შეეხება - ნიკოლსონი უბრალოდ თავის თავს თამაშობს, დანარჩენი კიდე უბრალოდ ნაწვალები ხალხია და მაგათზე არაფრის თქმა არ მინდა, რობოტია ყველა გარკვეულწილად(
სცენარი აქაც არ ვარგა. მოდი ფანატიზმი და დებილი კინგის სიტყვებიც დავიკიდოდ, ცივი გონებით შევხედოთ ფილმის სცენარს, კარგი? ანუ რა ხდება ფილმში - გამოქლიავებული მწერალი (რომელსაც პირველივე სცენებიდან ეტყობა რო გიჟია, ეტყობა მაკმერფის როლში იყო ჯერაც ნიკოლსონი) მოდის სასტუმროში ისტერიჩკა ცოლთან და აუტისტ შვილთან ერთად, ცოტა ხანი არიან ისე, მერე ეს გიჟი მწერალი გიჟივით იქცევა და ცოლ-შვილს მოსაკლავად დასდევს(თან ხალხს ბრიდავს გზად), - ისინი გაიქცევიან და ეს იბრიდება. ვსიო! არავითარი ინტრიგა! ანუ თავიდანვე, იმენა პირველი სცენებიდანვე რო ხედავ როგორ არაადეკვატურად იქცევა ნიკოლსონი, უკვე იმენა ხვდები რა რითაც დამთავრდება ფილმი - კინგის წიგნში ინტრიგა მაინც იყო, ანუ თავიდან ნორმალური ტიპი იყო მწერალი და მერე გაგიჟდა, აქ კი ეგეც არაა, - პროსტა გიჟი კაცი გიჟივით იქცევა და ბოლოს იბრიდება, ვსიო)
ზატო ვიზუალები და კადრები კაია, აქ ვერ მოედავები კუბრიკს. ვიზუალურად საღოლ მართლა, წვალებად ღირდა. მაგრამ ეს ფილმი მაინც ყველაზე "პაპსა" ფილმია კუბრიკის ფილმებს შორის, თანაც აქ ბევრი სიმბოლიკა და დეტალებია აქაიქ გაბნეული და ვიზუალური სილამაზის მიუხედავად(აის სცენა როა ლაბირინთის ზემოდან კადრი) - მთლიანობაში ვერ ეწყობა ფილმი რა. სცენარული კუთხით "ჩონჩხი" უკვე მოვყევი, რომელშიც არავითარი ინტრიგა არაა.
მაშ რაშია ინტრიგა, დეტალებში? რავი, დეტალები კია მიბნეული ოხრად, იქ "მთვარის შეთქმულებაზეა" ატსილკები, აქეთ დათვის მინეტის სცენაა რატომღაც, იქეთ ბოლოში ნიკოლსონის სურათი როა ვითომ რაო, აქ მუშაობდაო ადრე თუ რა, რა შუაშია ეგ ვაფშე? ან ეს ზებუნებრივი "ნათება" რა ჯანდაბაა და რაში სჭირდება ისტორიას, "დეუს ექს მახინასავით" არის ეგ დეტალი)))
აქაც, ოდისეასავით, კუბრიკს ვიზუალური და ტექნიკური მხარე უფრო აინტერესებდა, ვიდრე ისტორიის ნორმალურად(!) მოყოლა, და ე.წ. "ატსილკების" გაკეთება)
მოდი აქვე ჩავაკვეხებ სნაიდერს) იცით, იუთუბზეც ბევრი გარჩევებია ამაზე, დაძებნით - იცით რო სნაიდერის ფილმებშიც ძააალიან ბევრი "ატსილკებია" კომიქსებზე და სხვადასხვა სიმბოლიკებზე? აი ძაალიან ბევრი) უყურეთ მაგის ბეტმენებს, 300-სს, ვოჩმენებს და ნახავთ, რომ კუბრიკის შემთხვევაში აქაც - შესანიშნავი ვიზუალები და მილიონი სიმბოლიკები და დეტალები და "ატსილკები" ცალკეულ კადრებში) ადრე თუ კომიქსების ამა თუ იმ სცენებზე აკეთებდა "ატსილკებს", ეხლა რელიგიაზე გადაერთო და ვაფშე გაუბერა - სცენარი კი არასდროს არ უვარგოდა და ბევრი პრობლემა ჰქონდა სცენარზე სნაიდერს - თან ადრე სხვა მაინც უწერდა და ეხლა გამოჩნდა, რო ტიპი კარგ და ცუდ სცენარს ერთმანეთისგან ვერ არჩევს ვააბშე

ბოლო ფილმებში ვიზუალებსაც ვეღარ ქაჩავს უკვე, ვაფშე გამოქლიავდა, ერთი მაგისიც) იყო დრო slow-mo და ვიზუალური ეფექტები მოიყვანა ტრენდში, ეხლა რელიგია აქ ტრენდში და საითკენ მიდის ღმერთმა უწყის.
დავუბრუნდეთ კუბრიკს, "ნათებაზე" შევაჯამებ, პაპსა ფილმია, არ არის მისი საუკეთესო ფილმი, სცენარი არ ვარგა, მსახიობებზე ვთქვი, ვიზუალი გლიჯამს და ვსიო. და კიდევ, ეს ფილმი არის კომედია. დიახაც კომედია! ნიკოლსონი ძალიან სასაცილოა ამ ფილმში, ის ნაჯახის სცენა, ბეჭდვის სცენა და კიბეზე რო ცოლს უქნევს, უბრალოდ მეცინებოდა მაგ მომენტებზე - აი რა დონეზე ვაფშე არ უნდა გქონდეს ფილმები ნანახი, რო კუბრიკის "ნათებაზე" თქვა ვაიმე როგორ შემეშინდაო, რა საშიში ფილმიაო

თანამედროვე პოპ-კულტურამ ვერ ივარგა რა, ზუმერებმა ყველაფერი გააფუჭეს. სპილბერგის "ready player one"-ში რო იყო მთელი სეგმენტი ამ ფილმის, აი უკვე მანდ დამთავრდა ამ ფილმის "დიდებულება"
* * *
ეხლა გადავიდეთ "ფართოდ დახუჭულ თვალებზე", ანდა მოკლედ რომ ვთქვათ "სიზმრის ახსნა".
ვიზუალურად აქაც ვერ მოედავები, - სხვებთან შედარებით დასამახსოვრებელი სცენები იმდენი არაა (კოსტუმირებული ორგიის სცენის გარდა), მაგრამ ლამაზია. თავიდან მომწონდა ეს ფილმი, ზოგადად ცოლ-ქმრის ურთიერთობის პონტში საინტერესო კითხვებიც ისმება, მაგრამ მეორედ და მესამედ რომ ვნახე, უკვე უფრო აშკარად ჩანს, თუ როგორ იფანტება ეს ფილმი თავის სათქმელში. აქაც იგივე მომენტია თითქმის, რაც წინა ფილმებში - არის ცალკეული სცენები, რომელიც ცალკე საინტერესოა, ეტყობა რო ამ რაღაცის თქმა უნდა რეჟისორს, მაგრამ მთლიან ფილმში ერთ სურათს ვერ ქმნის. მთავარი გმირის მოგზაურობაა მთელი ფილმი, ჯოზეფ კემპბელის ტრადიციების სრული დაცვით, სადაც ბოლოს სტატუს-კვო აღდგება და ვსიო.
ტომ კრუზი ერთი და იგივე ტომკრუზისეული "დაინტერესებული" სახით დადის მთელი ფილმი და "ინტერესით" ათვალიერებს იმ "საინტერესო" რაღაცეებს, რაც ხდება მის გარშემო. ანუ ფაქტობრივად მეორეხარისხოვანი პერსონაჟია და გარემოა მთავარი. კიდმანი რაა ვაბშე? ანუ რა არის მისი არკა, ანუ ბოლოში რო "ლეტს ფაქო", ეგაა ფილმის სათქმელი? "ლეტს ფაქ" და ყველა პრობლემა მოგვარდა ხო? რა საჭიროა ეს ამდენი გაწელილი სცენები, სიდნი პოლაკი რა შუაში იყო ვაფშე, ან იმ გოგომ რატო გაწირა თავი ტომ კრუზის გამო, - იმენა ტომ კრუზი როგორც ზღაპრებშია ისე, ნაგავში ჩაძვრა და სცენარისტის მეოხებით "სუფთა გამოძვრა" და ვსიო) არავითარი ინტრიგა, არავითარი ცენტრალური აზრი, - ფილმი იგრძნობა როგორც ატრაქციონი და არის კიდეც ატრაქციონი! ატრაქციონი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით! პროსტა უყურებ ბილწობებს, ბოლოში "ლეტს ფაქ" და ვსიო! და ვაბშე, მაგათი პატარა გოგო ვინ კაცებს მიყავთ ბოლოში?
თანაც მოდით ასეთი მომენტიც ვახსენოთ. დარწმუნებით ვერ ვიტყვით "ფართოდ დახუჭული თვალები" კუბრიკის რეჟისორული ვერსიაა თუ არა. ანუ ზოგი ვერსიით, კუბრიკმა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაასრულა მონტაჟი, ზოგი ამბობს რო ხმა არ მოსწონდა და გადაკეთება სურდა, სადღაც წავიკითხე რო ის პოლკოვნიკის მსახიობი ამბობდა, რომ კუბრიკს ვაფშე არ მოეწონა ეგ ფილმი. ანუ დარმწუნებით იმასაც კი ვერ ვიტყვით, ეს ფილმი კუბრიკის ხედვის საბოლოო ვერსიაა თუ არა! ზოგადად ბოლო მომენტში გადაკეთებები და ხალხის წვალება უყვარდა კუბრიკს და არც გამიკვირდება, რომ ასეც იყოს. ანუ ესეც ლეონეს ადნაჟდი ვ ამერიკესავით დაუსრულებელი პროექტია, უაზრო სცენარით, ნორმ მსახიობებით, ლამაზი ვიზუალით და დოოოოხხუუუია დეტალებით, სიმბოლიკით და სპეკულაციებით, რომელიც სნაიდერივით მიმოაბნია აქაიქ კუბრიკმა, რომ მერე ფანებმა საათიანი ვიდეოესეები აკეთონ ადრე წერილობითი სახით, ახლა კი ვიდეოებით და ეძიონ ამ დეტალების აზრები იქ, სადაც აზრები არც იყო ჩადებული და უბრალოდ სპეკულაცია იყო და მეტი არაფერი)
რაც შეეხება "მექანიკურ ფორთოხალს", ეგ ფილმი პროვოკაცია უფროა, ვიდრე "კარგი" ფილმი. ანუ, მე პირადად წიგნის ავტორის მხარეს ვარ აქ, წიგნში გასაგები იყო რისი თქმა სურდა ავტორს, აქ კი რისი თქმა სურს ავტორს? კურბიკი ისევ გამოეკიდა ვიზუალურ მხარეს, რიგი სცენების ლამაზად დადგმა უფრო საინტერესო იყო მისთვის, ვიდრე რაღაც ადეკვატური ისტორიის მოყოლა)
რა მოიტანა ამ ფილმმა კინემატოგრაფიისთვის, შეგიძლიათ მითხრათ? მანიაკზე ფილმი უკვე 11 წლით ადრე გადაიღო ჰიჩკოკმა, მერე? მუსიკა დასაწყისშია კარგი, მერე?
ამ ფილმის ერთადერთი შედეგი ის იყო, რომ დებილმა შკოლნიკებმა არეულობები და ერთმანეთისთვის "ზიანის მიყენება" დაიწყეს და კუბრიკს იმდენად შეეშინდა, რო ყველა კინოთეატრიდან ამოიღო ეგ ფილმი და კინაღამ გაანადგურა, 90-იანი წლების ბოლომდე სუბტიტრებითაც ძლივს იშოვებოდა ეგ ფილმი, იმდენად დაშინდა კუბრიკა

რაო, რაო, მამაცი და თამამიაო კუბრიკი? რავი, ეტყობა ძალიან მშიშარა და ჩმორიკა იყო რეალურ ცხოვრებაში, რადგან ამ ფილმის გამო ასე შეშინდა, ეტყობა გაიაზრა რო რაღაც ვერ გამოუვიდა და არ გამოტყდა უბრალოდ.
აი დავფიქრდეთ, რაზეა და რას გვეუბნება ეს ფილმი? ცალკეული დეტალები და სცენები კარგია, ბაზარი არაა, აი კინოს რო აყურებენ ეგ სცენა კარგია, მაგრამ მთლიანობაში რა? ფილმი ბოლოს გვეუბნება, რო მოკალი, დაწვი, გააუპატურიურე, დაბრიდე ვინც გინდა, მთავარია რო შენი გონება იყოს "თავისუფალი"

თანაც ამ ფილმა საფუძველი ჩაუყარა იმ მავნებლურ ტრენდს, რომელიც დღეს სამწუხარო რეალობაა - ანუ დღეს ბევრი ფილმი გამოდის, სადაც მანიაკები და მკვლელები მიმზიდველ როკ-ვარსკვლავებად გამოჰყავთ და აშკარად ნაძირალები და უვარგისი ადამიანები რომანტიზირებულად გამოჰყავთ) კუბრიკის ფილმშიც ბოლოში საკაიფოდაა კაცის მკვლელი და მოძალადე, ვარსკვლავივითაა, რეპორტიორები და რამე და კაიფობს) ბერჯესის წიგნში რაღაცეების გადაფასებას ახდენს ტიპი, ანუ მესიჯი დაცულია, რო აი ძალად ჩარევით ადამიანს ვერ დააპროგრამებ და რამე, მაგრამ სუკა იმას არ გეუბნება რო მანიაკობა და მკვლელობა ნორმალურია და მოსული პონტია ბლიად! - წიგნში მესიჯიც არის და კათარზისსაც და თავის არკასაც ბოლომდე გადის რეჟისორი, ნორმალურად, ადამიანურად ამბობს სათქმელს.
ა, ჰო, კურბიკის ამ ფილმის შემდეგ გაჩნდა კინოში არაადეკვატური მკვლელობების სცენები, ანუ როდესაც სასტიკად ჩეხავენ ვიღაცას და ფონზე მხიარული მუსიკაა. რა, ეს "დასაფასებელი კინემატოგრაფიული მიღწევაა?" საღოლ ვინც ასე ფიქრობთ. ისე, კარი დაკეტეთ ხოლმე ღამღამობით და პირჯვარი გადაიწერეთ, რო კუბრიკის ფილმის პერსონაჟები, რომლებიც მის ფილმებში მოგწონთ, მის ფილმებშივე დარჩნენ. ეს ფილმი ძალადობის პროპაგანდაა და ვიმეორებ, პროვოკაცია უფროა ვიდრე ნორმალურად დაწერილი ფილმი, საზიზღარი პერსონაჟებით და "ტრეშ" სცენებით - ლამაზ სცენებთან ერთად ბევრი საზიზღრად დადგმული სცენაა.
ფილმი არ ვარგა. არ მუშაობს. ცუდი აზრებისკენ გიბიძგებს. იცით რომ ბერჯესმა მერე თეატრში დადგა ეგ წიგნი და მანდ ასეთი სცენაა, შუა სცენისას შემორბის კუბრიკივით ჩაცმული წვერიანი ტიპი და იწყებს სიმღერას "სინგინ ინ ზიი რეეინ" და მსახიობები პანჩურებით აგდებენ და მერე ჩვეულებრივად გრძელდება სცენა

აი ეგაა მთელი კუბრიკი.
"ბარი ლინდონი" არის ჩემს მიერ ზემოთ ნათქვამი პრეტენზიების ყველაზე აშკარა ხორცშესხმა. მოდით, გავიმეოროთ ოდისეაში რაც დავწერე - რა ახსენდებათ უპირველესად ამ ფილმის სახელის გაგონებისას? მსახიობები? სცენარი? - რა თქმა უნდა ვიზუალი! "ეე ძმაო კუბრიკმა ნასას გამოართვა ლინზები რო სანთლის შუქზე გადაეღო, ნახე რა მაგარი ვიზუალებია, კადრები ტოოოო"

ვიზუალები მართლაც კარგია მაგრამ დანარჩენი აი ვაააფშე არ ვარგა არაფერი ამ ფილმში, თან ეს ფილმი კუბრიკის ფანებს შორის ყველაზე ნაკლებად პოპულარულია და მესმის რატომაც. კუბრიკის ფანებისთვისაც კი ზედმეტად გაწელილი, მოსაწყენი, უსიუჟეტო სცენების მონაცვლეობა "მთქნარება" ფილმია რა. ფილმში არ არის ცენტრალური აზრი, იდეა, უბრალოდ ვიღაცა პიჟონის ცხოვრებაა ნაჩვენები, "პაცან კ უსპეხუ შოლ, ნე პოლუჩილოს, ნე ფორტანულო" - აეგაა და ვსიო) ბოდიში ღრუტუნების სიტყვების გამოყენებისთვის, მაგრამ უკვე საათია ვწერ და მკიდია)
ძაალიან მოსაწყენი და არაფერი ფილმია. მარტო ვიზუალებია კაი. ნახატივითაა მართლაც. ფონზე უნდა გაუშვა სადმე მუზეუმში, და საკაიფო იქნება, დისნეის ფილმებთან ერთად, როგორც იუსტიციაშია ისე)
თანაც აქაც, დასაწყისში მუსიკა როა არაუშავს და მერე საუნდტრეკი იკარგება ხოლმე. კუბრიკის ბევრი ფილმის კანონზომიერებაა ეგ დაუკვირდით? დასაწყისის მერე საუნდტრეკებში კლასიკური მუსიკებია აქაიქ მიყრილ-მოყრილი, როგორც ზაკი აკვეხებს ხოლმე აქაიქ პაპსა სიმღერებს, ჰელოუ დარქნეს მაი ფრენდს და ეგეთები.
აი დასაწყისს თითქოს მოაქ, მარა ბოლოსკენ უკვე იღლები და ფუჩეჩდება რაღაცნაირად. თან ეს უფრო მაგის "ფერად" ფილმებშია ეგრე, მაგრამ ეგ "ფერადი" ფილმები უფრო აკერიათ პირზე ხალხს, იმიტომ რომ ეგენი უფრო ეპატაჟური და სკანდალურებია და ვითომ "ნი ტაკოი კაკ ვსე" გამოხვალ და რამე, აბა ვის რაში ჭირდება კუბრიკის "ნორმალური" შავ-თეთრი ფილმები.
როგორც დავწერე, მაგისი "ფერადი" ფილმები ყველაზე ნაკლებად მიყვარს, პრობლემებიც დოხუია აქვთ, - მგონი კაკრაზ "ოდისეას" მერე აუვარდა კუბრიკს თავში და მიჰყო ხელი ექსპერიმენტებს და ვიზუალს და ტექნოლოგიებს და ფილმის სტორიტელინგის ზოგადი, ელემენტარული წესები დაიკიდა და შედეგად მივიღეთ სპეციფიკური ფილმები, რომელთა გარჩევა და ლაპარაკიც უფრო საინტერესოა, ვიდრე ამ თავად ფილმების ყურება. ბევრი კიდე, ვინც ამ გარჩევების მერე კუბრიკის ფილმებს ნახულობს, იმედგაცრუებული რჩება ხოლმე, ეს უკვე სტატისტიკაა)
* * *
აი "ოდისეამდე" რაცაა ფილმები, აი მანდ უკვე უფრო კეთილგანწყობილი ვარ. "დოქტორ სტრეინჯლავზე" არ გავჩერდები, ვიზუალურად, აზრობრივად, მსახიობების კუთხით, სცენარით ყველაზე კარგად გაკეთებული შედევრი ეგ აქვს კუბრიკს და ყველას შემიძლია ვურჩიო მაგ ფილმის ნახვა. "დიდების ბილიკებზეც" იგივეს ვიტყვი, ძალიან მომწონს ეგ ფილმი, მაგრამ ვიზუალურად ნაკლებად საინტერესოა ეგ ფილმი, რავი. მსახიობებშიც კირკის გარდა დანარჩენები სტანდარტულად თამაშობენ. კაი ვიზუალურად არის უწყვეტი სცენა სანგარში, გვერდიდან გადაღება არმიების და ვსიო. დანარჩენი ფილმი ძალიან "პრესნად" არის გადაღებული, რავი. თანაც ის ათეისტი ტიპი როა, ეგ მსახიობი ნერვებს უშლიდა კურბიკს და ბოლოს მაგის სახეც არ აჩვენეს წესიერად, სხვა მსახიობი აიყვანეს ეშაფოტზე, დუბლიორი

"მკვლელობა", პირველი ფილმი, არც იქეთ არც აქეთ რაა. უბრალოდ "ოკეი" ფილმია, ნახავ ერთხელ და ვსიო, არაფერი არაა მაგ ფილმში საინტერესო. უბრალოდ დებიუტია რა და "საკუბრიკე" ფილმების გვერდითაც კი არ დგას.
"ლოლიტას" რაც შეეხება, აქ უბრალოდ პარადოქსთან გვაქვს საქმე. ანუ აქაც ვიზუალურად საინტერესოდ იწყება, ფეხის შეღებვა ლამაზი სცენაა და რამე, ლოლიტას გამოჩენისაც-მაგრამ... აი პროსტა, რო არ იცოდე რაზეა წიგნი და რაზეა ფილმი, უბრალოდ გაურკვევლობაში დარჩები, ვაფშე რახდება ფილმში და რა სურს ამ გოგოსგან ჰუმბერტს) ამ ფილმს აკლია უფრო "მწვავე" სცენები რო აზრი მიეცეს ეკრანზე მომხდარს, ისე ძაან უაზრობად გამოიყურება, ვაფშე სხვა რამეზეა) სამაგიეროდ 90-იანების ეკრანიზაციაში აირონსის, ბლომადაა ეგ "მწვავე" სცენები, მაგრამ ფილმი "ტრეშია" და ვააბშე არაფერი არ ვარგა მანდ, მანდ უფროა დაკარგული წიგნის აზრი) წიგნიც ისე რაა რა)
თან ეხლა კუბრიკის ფილმი დასასრულისკენ თითქოს ნებდება რაა, აი უღიმღამოდ მთავრდება, ჰუმბერტი როგორ კლავს სელზნიკს ეგეც არაა ნაჩვენები, კადრი ბნელდება და ვსიოო, წადით სახლში) ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რო კუბრიკმა სკანდალის პონტში გადაიღო ეს ფილმი, პროსტა ისე რა, რო ჰქონოდა გადაღებული, მაგრამ რა აზრი უნდა გადმოეცა და რატომ და რისთვის დაიკიდა) აქედანვე ეტყობოდა კურბიკს როგორი სკანდალისტიც იზრდებდოა)
რა დარჩა? "სპარტაკს" კუბრიკი არ სთვლიდა თავის ფილმად და ფანებიც იკიდებენ, ასე რო ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ სასიამოვნო სტანდარტულ პეპლუმია თავისი დროის, აი ბაში-აჩუკივით ფილმია რა, სასიამოვნო ძველი ფილმი და ვსიო.
თანაც კუბრიკი არ თვლიდა თავის ფილმად და მე რატო ჩავთვალო?) აი აქაც "ფართოდ დახუჭული თვალების" პრობლემა გამოიკვეთა, ანუ კუბრიკი არ იყო თავისი ზოგი ფილმით კმაყოფილი და მაგისი ფანები მაინც შედევრად თვლიან, პირდაპირ უპატივცემულობაა)
ეხლა კი მის "გენიალურობაზეც" ორიოდე სიტყვა. კიი, ვიზუალური მეტყველების ნიჭი ჰქონდა კუბრიკს, ამას არ დავუკარგავ, მაგრამ მსახიობების წვალება ზედმეტი იყო ჩემი აზრით, რადგან ფილმს დიდად არაფერი შეჰმატებია ამით. უბრალოდ წიკი ჰქონდა ეგეთი და ვსიო, შელი დუვალი ამის აშკარა მაგალითია, უყურეთ და დატკბით "გენიალური ნამუშევრით") მაგ წვალებების და მაიმუნობის გარეშეც შეიძლებოდა იგივე შედეგის მიღება, მაგრამ ტიპი სკანდალისტი იყო და ვსიო რა.
თან მოდით გავითვალისწინოთ რო თავის დროზე კუბრიკის არც ერთი ფილმი შედევრად არ მიაჩნდათ! აეხლა ცოცხალი ნოლანის ფონზე, მაგისი ყოველი ფილმი რო შედევრია და ვილნევზეც რო აძრევს ხალხი - კუბრიკის დროს არ იყო ეგრე! მისი კარიერის ბოლოსაც კი! კუბრიკის დაფასება დაიწყეს ამ საუკუნეში , 21-ე საუკუნეში მხოლოდ - და ეს ფაქტია! და დაიწყეს დაფასება უპირველესად "ნათების" გამო - ჰიიარ ის ჯონიი "მიმ" მომენტის გამო, და კიდე "ოდისეის" გამო - იმიტო რო "ოდისეა" კოსმოსზე გადაღებული ყველაზე მაგარი ფილმია და ვსიო, ასეა მიღებული, - გაქ ნანახი თუ არ გაქ ნანახი არააქ მნიშვნელობა))) აი როგორც უდაბნოზე გადაღებულ ფილმებს ადარებენ "ლოურენს არაბს", სამხედრო ფილმებს ადარებენ "რიგითი რაიანის გადასარჩენად"-ს და ა.შ. ეგრეა ეს ფილმიც. უბრალოდ სიტყვის მასალაა, თორე რეალურად პრობლემებიც აქვს და ბევრმა ფილმმა ზოგი რაღაც(ზოგი რაღაც! არა ყველაფერი) - უკვე ოდისეაზე უკეთესად გააკეთა.
და აი ეს მომენტი - რომ კუბრიკი თავის დროზე რო სკანდალისტად და "ტრეშ" ფილმების მაკეთებლად მიაჩნდათ(აზრზე ხართ რა იკადრეს, "ნათება" ოქროს ჟოლოზეც კი წარადგინეს))) წარმოგიდგენიათ ნოლანის და ვილნევის ფანების სახეები, მაგათი კუმირები რო ჟოლოზე აღმოჩნდენ))) - და მხოლოდ წლების მერე აღიარეს იგი გენიოსად და შედევრალურ რეჟისორად! მანამდე იყო სკანდალისტი და "სასტიკი ბნელი ხუდოჟნიკი ხელოვანი კაცი". - ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩემს ნაწერში და ვაბშე, საერთოდაც.
ჰოდ აი ესაა დამაფიქრებელი მომენტი, კოპოლა რო კოპოლაა - აი მაგის "აპოკალიფსი" თავიდან გათათხეს და წლების მერე იქცა შედევრად, მაგრამ კოპოლას უკვე ჰქონდა გადაღებული ნათლიები და დასმენა და უკვე იმ დროსაც შედევრები იყო ეგ ფილმები და კოპოლაც აღიარებული, და დღესაც ესეა, კუბრიკმა კი უფრო გვიან მიიღო აღიარება.
ჰოდა წარმოიდგინეთ, რამდენი რეჟისორია ეგეთი, რომელსაც ეხლა ვაგინებთ და მომავალში გენიოსად შერაცხავენ? აი "მიმებშია" ეგეთი სიტუაცია, "ზულანდერში" სტილერის და ოუენ ვილსონის სცენა როგორ აიტაცეს ახლა, აგრეთვე - ყველაზე აშკარა! - კრისტიან ბეილის ამერიკელი ფსიქოპატი რო ავიღოთ, აი ფილმი რაზეა ხო გაქვთ ნანახი და ვაფშე სხვა კუთხით ხდება ახლა მისი პოპულარიზება! თავის დროზე ერთიც და მეორეც არავის ახსოვდათ და ეხლა თანამედროვე პოპკულტურის კერპია ლამის! სიგმა-მეილი არა კვახი...
იქნებ სნაიდერსაც კუბრიკის ბედი ეწიოს ჰა? არ გიფიქრიათ ამაზე? ანუ 50 წლის შემდეგ იმდენად გამოქრისტიანდება საზოგადოება, რო ზაკ სნაიდერს "ყველაზე ქრისტიან" რეჟისორად აღიარებენ და "დაუფასებელ გენიოსად" შერაცხავენ ჰა?
კუბრიკის დროს გამოქრისტიანებული იყო საზოგადოება და კუბრიკი არ მოსწონდათ სკანდალურობის გამო. ეხლა გამოათესტდა საზოგადოება და მანიაკების და ნაძირლების რომანტიზირების ფონზე, კუბრიკი გენიოსად იქცა. ვინ იცის, იქნებ როგორც ადრე გამოქრისტიანებამ განიცადა კრიზისი, ეს გამოათეისტებაც განიცდის კრიზისს მომავალში და ისევ გამოქრისტიანდება საზოგადოება და ზაკს გაიხსენებს ჰა?
დაწყებულია უკვე მსგავსი პროცესები. ეხლანდელ "ჩექმებიანი კატა 2"-ში ბოროტი ტიპი უბრალოდ ბოროტია და ვსიო. ხალხს იმდენად მოჰბეზრდა ეს "ტრაგიკული წარსულის მქონე ნადნაზნაჩნი ანტაგონისტები", რომ უბრალოდ "ბოროტი" ტიპი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, უკვე სიახლედ გამოიყურება და გენიალურად ირაცხება და ინოვაციათ.
პოსტმოდერნი უკვ