M_A_D_R_I_D_I_S_T_Amadridmanთქვენ სულ სხვაგან ხართ და მე სულ სხვაგან აღვიქვი ეს ფილმი.
ჩემთვის ეს იყო იდეალური მაგალითი იმის თუ რა შეიძლება მოიტანოს სიბნელემ და დაუფიქრებელმა მორჩილებამ.
სიბნელე იყო დედები, ის რო გაუნათლებლები იყვნენ კარგად გამოაჩინა მანჯუმ დიალოგებში. მამაო იყო მატყუარა. სქელი ნიღაბის უკან იმალებოდა უბრალოდ მონსტრი რომელიც დაუცველ გოგოებს აუპატიურებდა. ალინა იყო შედარებით უფრო განვითარებული და გამოცდილი პერსონაჟი რომელიც არ მოექცა მამაოს გავლენის ქვეშ.
ის რო ალინა მზად იყო ყველაფერი გაეღო ვიოჩიტასთვის და ნებისმიერ დათმობაზე წასულიყო კიდე სხვა ამბავია.
მთავარი კიდე ჩემთვის ამ ფილმში არი ის რო დედებმა გაუცნობიერებლად ჯვარზე გააკრეს "ეშმაკით შეპყრობილი" და ძაან მაგარი იყო ის დიალოგი პოლიციასა და მამაოს შორის, მამაომ რო უთხრა რა ჯვარი, ჯვარი ხო სიწმინდეაო.
კიდე იყო რამდენიმე საინტერესო სცენა რომელსაც სიმობლური დატვირთვა ქონდა ჩემის აზრით მაგალითად იმ "ჯვარზე" ყვარსო
ან თუმდაც დასასრული. ჯერ რო ბავშვები გადავიდნენ და მერე ტალახი შეესხა მანქანას.
ეს მოკლედ მაგრამ ისე ძაან ძაან ბევრის თქმა და ბევრი კამათი შეიძლება ამ ფილმზე. მე მახლდა მეგობარი რომელმაც კიდე სულ სხვანაირად აღიქვა ფილმი მოკლედ სერიოზული თავსატეხი დადო მანჯუმ
ფილმი აუცილებლად უნდა ვნახო მეორედ როცა დაიდება გახმოვანებული, სუბტიტრები ნახევარ კინოს მაკარგვიებს ხოლმე მაგრამ ერთიანობაში მართლა უძლიერესი რაღაცა იყო. დიდი ხანია ასე ფილმზე არ მისიამოვნია. მანჯუ, მალადეც