ფილმი ცუდი არ იყო, საინტერესო მომეჩვენა. მაგრამ ფინალი ჰქონდა უაზრო. ზედმეტად მარტივად გადაწყვა, სცენარის ავტორებს რამე უფრო სხვა მიმართულებით უნდა წაეყვანათ ფინალი, ასე მგონია.
მსახიობების თამაში ძალიან კარგი იყო. განსაკუთრებით ჯერემი აირონსისა და ბრედლი კუპერის. ბენ ბარნსსაც გამოვყოფდი.
ფინალის გარდა ის არ მომეწონა, რომ იდეაში მთავარი მთხრობელი ვინც არის, იმის პერსონაჟი თითქმის არ განუვითარებიათ.
მთლიანობაში, უკმაყოფილო არ დავრჩი. 7.5 ან 8 ქულას მივცემდი ათიდან.
კარგი გადაღებული იყო, განსაკუთრებით ფერები მომეწონა.

ომის შემდგომი პარიზი ღია ყავისფერ ( Sepia არ მახსოვს როგორ ითარგმნება ქართულად) და თანამედროვე ნიუ იორკი მომწვანო-მოცისფრო ტონალობაში.
ფილმის ყველაზე საინტერესო სცენა იყო ჯერემი აირონსისა და ბრედლი კუპერის შეხვედრა და დიალოგი სენთრალ პარკში.
თუ ყურებას გადაწყვეტთ, სჯობს Blu-ray ფორმატში უყუროთ

))
ეს ორი მსახიობი რომ არა, ალბათ არ ვუყურებდი და არც იქნებოდა ისეთი კარგი.
This post has been edited by Alice_ on 13 Dec 2012, 01:33
“I want to go places and see people. I want my mind to grow. I want to live where things happen on a big scale.”
♒