გუშინ ვნახე და დანარჩენი ნომინანტებიდან მართალია ბევრი არ მინახავს ჯერ,
მაგრამ მგონია რომ ეს აიღებს ოსკარს, რადგან ყველა ის პრიმიტიული და ყალბი დეტალი აქვს ჩაქსოვილი, რაც უმეტესად საოსკარედაა საჭირო : ))
იმას არ ვამბობ რომ ჯამში ცუდი ფილმია, პირიქით, უფრო კარგისკენაა ვიდრე ცუდისკენ, უბრალოდ აქვს ბევრი ეგეთი დეტალი, საოსკარე რა.
იქ რელიგიები, სამყაროს ერთიანობა, არ ვიომოთ, არ ვიჩხუბოთ, ყველაფერი კარგად იქნება, ცხოველები, უფლებები, ვეგეტარიანელები და ბლა ბლა..

(გეების ქორწინებაზე რომ გაკრულადაც არ იყო არაფერი ნახსენები, მართლა გამიკვირდა). ტრადიციული ამერიკული ყალბი რევერანსი _ დედას უხნავენ
სხვათა რელიგიას, ცივილიზაციას, კულტურას და მერე ასეთი ფილმებით და ოსკარებით უხდიან ხარკს დანგრეულს. ამიტომაც ეს ფილმი უდნა გაპიარდეს! ვოტ...
გარდა ამისა, ოსკარზე ძაან იშვიათადაა რომ კარგმა ფილმებმა მოიყაროს თავი (მაგალითად, შარშან ბევრად ჯობდა)
და თუ საშუალო და ცუდმა ფილმებმა მოიყარა, იქ ასეთი ტიპის ფილმი იმარჯვებს. თუ სხვამ მოიგო, მართლა გამიკვირდება (თუმცა ლინკოლნი არ მინახავს ჯერ).
ბაზარი არაა, ჯამში ფილმში ბევრი სიკეთეა, სიმამაცეა, და არც ფილმის ფანტაკსტიკურ მხარეს ჩათვლი მაყურებელი ფილმის ნაკლად რა თქმა უნდა,
მაგრამ თვითონ ამ ფანტასტური მოცემულობის გათვალისიწნებითაც კი არის რამდენიმე ისეთი მომენტია, რომ უბრალოდ ქქქქხხხხხხხ...
რამდენიმე დღის უჭმელი ტიპი შუა ოკეანეში იჭერს თევზს, კლავს და იწყებს ბოლო ხმაზე ბრავილს (განა სევდა ეუფლება, ან განა ერთი კურცხალი გადმოუვარდა,
ან განა ტირის... არა, ბღავის!!!

) ეგ ვეგეტარიანიზმი კი არა დეგენერატიანიზმია... არის კიდევ ბევრი ეგეთი მომენტი, მოტროლავე ტიპებს რო საქმეს მიცემს.
ერთი ასეთი სცენა და იმ ფილმს ოსკარი უკვე არ ეკუთვნის, ჩემი აზრით. რაც ადამიანს უნდა ეაზროვნა, იმაში თუ ჩაისვრიან, მაშინ ადგნენ და
იმ კომპიუტერს მისცენ ოსკარი, რომელმაც ის ლიამაძი ეფექტები შექმნა და კიდევ ზებრა, მაიმუნი და ვეფხვი ერთ ნავში მოათავსა

პ.ს. "გასართობად მართლა კაია და შენ რა ფილოსოფიის მოლოდინი გქონდა ფილმისგან" ტიპებმა არ დამიკომენტოთ,
თქვენი თავი არა მაქ ახლა