კაი ფილმია,რაღაც თერაპიასავით მაქ ხოლმე ამის ყურება ყოველ წელს) ყველაზე მეტად ის მომენტი რომ მომწონს,დასაწყისში,ბოლოში და შიგადაშიგ შუაშიც - აი ჟურნალისტთან რო ზის და სამზარეულოში საუბრობენ,რაღაცნაირად მშვიდი ატმოსფეროა შექმნილი,მყუდრო

აი რო მოგინდება იქ დაჯდე და უსმინო))
ისე,არ ვიცი დაწერეს თუ არა,ერთი ქართველიც მუშაობდა ამის ვიზუალურ ეფექტებზე,ვალერი ხარიტონაშვილი:
http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268444248
* * *
მარცხნივ როა ღია საროჩკაში ეგაა
* * *
ეს კიდე ინტერვიუა ამ ფილმის გამოსვლამდე
http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=12101 » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ცოტა ხნის წინ მუშაობა დავამთავრე ფილმზე „მწვანე ფანარი“, ახლა კი „ლაიფ ოფ პაიზე“ ვმუშაობ. ეს ფილმი წიგნის მიხედვით გადაიღეს. ძალიან ცნობილი წიგნია, თავის დროზე ბევრი პრიზი აიღო. ადრე უფრო „ექშენზე“ ვმუშაობდი – ფილმებზე, სადაც იყო ჯახა-ჯუხი, სროლები. ამ ფილმზე ფიქრობენ, რომ „ოსკარისთვის“ იქმნება – ღრმაა და ძალიან საინტერესო. თუმცა, ძალიან ბევრი ეფექტი იქნება. წიგნის მიხედვით, ოკეანეში გემი ჩაიძირება, ნავში გადარჩებიან ახალგაზრდა ბიჭი და ცხოველები და მათ ცხოვრებაზეა ეს ყველაფერი. ოღონდ, ცხოველები ნამდვილი იქნება, ერთმანეთს დაერევიან, შეჭამენ და. ბიჭის შეჭმაც უნდათ. ყველაფერი ძალიან რეალურია. ბიჭის გარდა, ცხოველები და ოკეანე კომპიუტერში უნდა გაკეთდეს, ამიტომ, დიდი დრო გვჭირდება, ბევრს ვმუშაობთ. თითქმის ყველა კადრი კომპიუტერულად უნდა დამუშავდეს, რადგან, რეალურად, მხოლოდ ბიჭი გადაიღეს, დანარჩენი კი კომპიუტერში უნდა გაკეთდეს. ამ ეტაპზე ოკეანეზე ვმუშაობ.