მიყვარს,ეს ბიჭი მიყვარს
ბისექსუალია თუ ჰეტერო,მნიშვნელობა არა აქვს და არც ახალია რომ თავის თავზე იღებს ფილმებს...არც საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანის განცდები,მაგრამ...აი მაგრამ ეს ბიჭი მართლაც რომ განსხვავებულია...
"ტომი ფერმაში" თითქოს არაფრით გამორჩეული სიუჟეტია,მაგრამ...კიდევ ბევრ "მაგრამს" ვიტყვი...
ეს ადამიანი მუშაობს ყოველ დეტალზე,მუსიკა იქნება,კამერა,კადრები მთელი ესთეტიკით,ფსიქოლოგიური თამაში,რომელიც პირველივე წუთებიდან გითრევს და კიდევ ბევრი სიმბოლური აქცენტი,რომელიც გეის კონსტანტირებას მეორე პლანზე აყენებს.
ეს მეოთხე ფილმი მიუზიკლის ტონებს ცოტა მოაშორა და სასპენსი ჩააქსოვა,რაც ძალიან უხდება დღევანდელ საზოგადოებას ძალადობის ფონზე.
მისი მოძალადე პერსონაჟიც კარგად იქნა არჩეული,თავისი ლამაზი და მამაკაცური მზერით,რომელიც თან გხიბლავს და თან მის მონობას სიამოვნებით თანხმდები მისი "ობრაზის" ფიქრებში გაელვებებით. ტომის შეშინებული და ამასთანავე ნეტარებიანი და გულუბრყვილო მზერა
სხვა გარემოში(სუფთა ჰაერი,ნატურალიზმი,უბრალო და ყოფიერი სოფლური რეალობა) მოხვედრაც ახალი ცხოვრების დაწყების და სასურველი(თუმცა მანამდე დაკარგული) ბედნიერების იმედებს აღვიძებს და შემართებით დგები ამ დინებაში,რომელიც ასევე იმ თავისუფლებას გართმევს,რასაც გრძნობების და ინტიმის გამოვლინების ბორკილებში მოგცევას გთავაზობს ამასთანავე.
"სიმინდის ყანაში ჩქარა არ უნდა გაიქცე,თორემ ფოთლები ბასრი აქვს და დაგჭრის"...
თუ ძალით არ გაიღიმე,სამუდამოდ გაღიმებულს დაგტოვებს არჩეული "ბედნიერება",რაც ბოლოს,მაგრამ დროულად შენიშნა მთავარმა პერსონაჟმა...
...და მაინც თავისუფლება,თუნდაც უკან ყველაზე საყვარელი მოგონებები დაგრჩეს....
ალბათ სუბიექტური ვარ,მაგრამ ეს ფილმი ისეთია დილით რომ გაიღვიძებ და ისევ ის კადრები რომ გიტრიალებს გონებაში.


