დღეს ვნახე კინოს სახლში და დავწერ მოკლედ, რას ვფიქრობ:
უარესს ველოდი, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა
მანამდე აქ მქონდა რაღაცები წაკითხული ამ ფილმზე და ძალიან მარტივ პოლიტიკურ დრამას ველოდი თუმცა მთელი ფილმი დაძაბული ვიყავი და მთელი დარბაზი წინ გაწეულები ვისხედით

"History Starts Out As Farce And Ends Up As Tragedy" ეს მეც მომეწონა

საერთოდ ვერ დავინახე "ამერიკა კარგია და ირანი ცუდი" დამოკიდებულება
რავი მე პირადად ჰოლივუდზე მისხმა და იმ 1 ირანელის სიტყვები (ბაზარში რომ ეჩხუბება, ჩემი შვილი ამერიკული იარაღით მოკლესო) უფრო დამამახსოვრდა, ვიდრე ირანელების "ცუდობა"
ცუდობაზე მეტად ირანელები უფრო მეტად ტუგადუმებად არიან გამოყვანილები
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ორივე მხარე თანაბრად უარყოფითია
ირანი - ბუნებრივად არიან ასეთი "ხე"-ები , ამერიკელების ჩამოხრჩობით სიამოვნებისმიმღებები და არგოს კომიქსზე ბავშვური დებილური სიცილით მოკისკისე ჯარისკაცები
ამერიკა კიდე - ხელოვნურად შექმნილი ფასადური , ყველაფერი. ბოლოს წინა სცენაც კი, საინტერესოა, როცა აფლეკის გმირი ამბობს, რომ ესე იგი, მაჯილდოვებენ და მერე ამ ჯილდოს მართმევენო

რა აზრი აქვს ეგეთ ჯილდოს, თუ ყველაფერი გასაიდუმლებულია და შვილსაც კი ვერ გაახარებ ამით, რომელიც რათქმაუნდა ვერაფერს მიხვდებოდა რა ხდებოდა, მაგრამ ხომ გაუხარდებოდა. ის მომენტი კარგი იყო ძალიან, კომიქსის 1 გვერდი რომ შეინახა და შვილს აჩუქა.
მოკლედ, პოლიტიკურად მგონია რომ დაბალანსებულია.
რაც შეეხება ამერიკელების თეთრი ტრაკების გადარჩენას, ის 6ვე პერსონაჟი ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები არიან, რომელთან შედარებითაც ძალიან მაღლა დგანან ის 2 კანადელი და მათი მოახლე ირანელი გოგო.
აქ უფრო ის დავინახე, რომ რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის (ზოგადად) თუნდაც 6 რიგითის გადარჩენა, და რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია
ამას თავიდან ვერ ხვდებიან "სათავეში" მყოფები,მერე თითქოს ხვდებიან, ან აფლეკის გმირი ახვედრებს, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მთავარია ამ 6 რიგითის გადასარჩენად, რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ.
ამის საპირისპიროდ, როცა თვითმფრინავი აფრინდა, იქ გავიფიქრე, ახლა თუ ეს თვითმფრინავი იმ 6 "შპიონის" გამო ირანელებმა ჩამოაგდეს და დანარჩენი მგზავრები დაიკიდეს, მანდ უეჭველი ამერიკა > ირანზე პონტი გამოვა თქო, მაგრამ მანდაც დაბალანსებულია .
გუდმანი და ის მეორე ხო იმენა ალამაზებენ ფილმს, ეშხს მატებენ
--არგო ვზემ ვ ზადნიცუ!

--
კიდევ რა მომეწონა: შვილის მიმართ სიყვარულის მომენტი და მანდაც მიზეზობრივი ჯაჭვი კარგად აეწყო: შვილი რომ არ ჰყვარებოდა, არ დაურეკავდა, ის არ ეტყოდა მაიმუნების პლანეტას ვუყურებო, მერე ამას იდეა არ გაუჩნდბეოდა და შეიძლება ის 6 თეთრტრაკაც ირანელებს აეკუწათ.
რა არ მომეწონა: ძალიან ბევრი იყო ისეთი მომენტი,სადაც თავი წინან რიგებში გადავყავი, და ყველა ესეთ მომენტში ეს მომენტი ჰეფიენდით მთავრდებოდა, თუმცა ეხა ეს დიდი მინუსი არ არის

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა იმ მომენტამდე სანამ ის ბანალური ამერიკული 3 რგოლი არ შეიკრებოდა, რიგითი-მისი ზემდგომი-და ვაფშე ზემდგომი

ეს უკანასკნელი არ აძლევს ნებას ქვედა ორს "გმირობის ჩადენის", შუა რგოლი თავიდან მოვალეობაზე, "ჩვენს საქმეზე" და მსგავს სისულელეებზე ლაპარაკობს და თვითონაც უშლის ქვედა რგოლს გმირობის ჩადენას, ქვედა რგოლი ფიქრობს ფიქრობს ემოკიდობს

და მერე მაინც გმირობაზე მიდის, მეორე რგოლიც როგორც კეთილი, აჰყვება ამას, სიამაყით აღვსილი და ბოლოს ზედა ვლასტიც დათანხმდება. მოკლედ, ძალიან მარტივი სიუჟეტი იყო ამ სიტუაციაში

რას ველოდი: იმ 2 კანადელიდან ან მოახლიდან,რომელიმეს სიკვდილს

ცოტა დრამატიზმი რომ შეჰმატებოდა ფილმს
მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილი დავრჩი
ნუ ოსკარი ისეთი თავისებური ფენომენია, რომ მაინც ალბათ უფრო ლინკოლნს ეკუთვნიდა მაგრამ ბევრად უარესს ველოდი, მაინც ყოჩაღ არგოსს
http://www.youtube.com/watch?feature=playe...&v=iFpwce-5jr0#! და ეს ხო იიმეეენა
.