ვუყურე როგორც იქნა დღეს

თავიდანვე ვიტყვი რომ ფილმი არის სრული საგიჟეთი

სპოილერი რომ არ გამომივიდეს შევეცდები უბრალოდ ზედაპირულად განვიხილო რა როგორ...
ჯერ ვიტყვი რომ აზრზე არ ვარ რა შინაარსი ხდება წიგნში და როგორი ფინალია. პირველ რიგში ტრეილერის კადრებიდან იმის მეოთხედიც არაა რაც სრულ ფილმში და ეს კარგია. მოვლენები ძალიან სწრაფად და დინამიურად მიმდინარეობს მოდუნების საშუალებაც რომ არ გაქვს. ფილმი შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად ერთი სადაც სრული განუკითხაობა, ქაოსი და საგიჟეთია, მეორე სადაც თვითონ პრობლემის გადაწყვეტაზე მიდის საკითხი და ქმედება. არის რამოდენიმე ლოკაცია ნუ პირველი სცენა სადაც ქალაქში მოხდება ეპიდემიის აფეთქება, კარგად გაკეთებული, (რაღაცით კლოვერფილდის მსგავსი სცენები იყო) ის სცენა სადაც ბრედ პიტის მანქანას სატვირთო მანქანა ჩაუვლის და გადაუვლის ყველაფერს, ზოგი იძახდა დიდი ფეილი არისო ამხელა პრობკაში როგორ ან საიდან გამოჩნდა ამხელა სატვირთო. მაგრამ არანაირად,
სრული საგიჟეთია, ჩქარი კადრები, ქაოსი, გაუკონტროლებელი ძალიან სწრაფი, ლამის მფრინავი ზომბები მთელ ქალაქში, რომელიც მანქანის საქარე მინასაც კი თავით ამტვრევენ. გაზომბება ხდება 12 წამში, საოცარია მაგრამ ფილმში ვერ ნახავთ დასახიჩრებულ სისხლიან ხალხს, ან ნახევრად გახრწნილ მორბენალ ზომბს, ან ერთი ხროვა რომ ძიძგნის მკვდარს, მსგავსი არ არის ამ ფილმში. ისე ფორესტერს დავეთანხმები იმაზე რომ ეს ფილმი არაა იმდენად ზომბებზე რამდენადაც ეპიდემიაზე. საშიში სცენები მინიმალურად ჰა ჰა ერთი ორი...
მეორე ლოკაცია ისრაელი სადაც დიდი კედელი ააშენეს ეპიდემიის დასაცავად. აქაც არნახული კადრები, ის სცენა სადაც ზომბების ზედახორა მიცოცავს კედელზე პირდაღებული ვუყურებდი. ისრაელის სცენა მართლა კარგი სანახავია თან უფრო მეტი ზომბი. ისე თუ გახსოვთ ტრეილერში არის ასეთი ფრაზა : Russia is a black hole რატომღაც რუსეთის ნაცვლად ინდოეთი თქვეს.
ფილმის მეორე ნაწილით ცოტა უკმაყოფილო ვარ, აქ უკვე შინაარსი ზომბების ზედახორის გარეშე მიმდინარეობს ლაბორატორიაში სადაც ვაქცინის გამოტანაზე იბრძვის ფილმის გმირი. ეს ნაწილი ცოტა არიყოს ძაან დაჩქარებული, გაუგებარი, ვდრუგ და ლაბორატორიის ჭიშკართან მოხვდნენ ფილმის გმირები, ფინალიც ორ აზროვანი თან ადამიანებმა თავი დაიცვეს თან ეპიდემია მაინც არის, ბოლოს ისეთი ფრაზით დამთავრდა ფილმი: უნდა დავასრულოთ დაწყებული ომიო...მოკლედ სანახაობა მართლა იყო, შინაარსი ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია თუმცა მიწასთან გასასწორებელი ნაღდად არაა. ჟანრის კლასიკამდეც ბევრი უკლია
მიმაგრებული სურათი