კინოს განხილვა შეფასება მაგრად მეზარება, მაააგრამ....
არ ვიცი სიზარმაცის გამო ან რამე მიზეზით ეს ფილმი დიდ ეკრანზე რომ არ მენახა და მერე კომპის ეკრანით გამეგო რა გამოვტოვე ხარაკირს გავიკეთებდი ალბათ და ღირსიც ვიქნებოდი
ეს სპეცეფექტები ყველამ უნდა ნახოთ მოასწარით სანამ დიდ ეკრანზე იქნება სეანსები
მე ასეთი სანახაობა არ მინახავს, ფილმის ვიზუალური მხარე და სპეცეფექტები ყველაფერს აჭარბებს
რისთვისაც წავედი ის მივიღე, გადაჭარბებული დოზითაც კი
ვისაც უყვარს ფანტასტიკა, სპეცეფექტები და უბრალოდ თვალის დატკბობა 100% მაგრად ისიამოვნებთ.
ვინც ასეთ ფილმებში ღრმა შინაარსს და საინტერესო წიაღსვლებს ეძებთ ხოლმე არ წახვიდეთ, ან წადით მაგრამ აქ არ დაწეროთ არაფერი, რომ ვკითხულობ ნერვები მეშლება ხოლმე