აი ყველანაირად შეიძლება მოთხარო ეს ფილმი, მაგრამ ეს ერთი განცხადებაა რომელსაც ვერანაირად ვერ გავატარებ.
რანაირად არის ეს ფილმი ბეიფორმერებზე უარესი?
რაც არ უნდა ითქვას სცენარზე და მსახიობების თამაშზე, შაია ლაბუფის თუ რა ჯანდაბაც ჰქვია თინეიჯერული თავგადასავლებისა და წუწუნა პრობლემების 5 წუთს მირჩევნია ამ ფილმის ყველაზე სუსტი მომენტების გადაბმული ათი საათი. მადგენად ჯაბნის.
იუმორი შეიძლება უმარილოც იყოს, მაგრამ რობოტების მოფსმის,მასტურბაციაზე შუტკების და მასეთი რაღაცეების დონემდე მაინც არ ეცემა. ტრანსფორმერების "ჰუმორი" ზოგან საერთოდ შეურაცხმყოფელია.
ბრძოლის სცენები კამერის ქრონიკული ნჯღრევით და შიგ შემონათებებით არ არის დაავადებული.
გინდ იეგერების და გინდ კაიჯუების დიზაინი ათი თავით ჯობია ჯართის მძღნერდემონებს ბეის ფილმებიდან.
პასიფიკ რიმის ყურებისას არ გამჩენია ის დისკომფორტის შემქნელი განცდა, რომ ტრანსფორებზე ფილმის სახით აშშ-ს მძლეთა მძლე ჯარის რეკლამას მაყურებინებენ( ფილმი რომელიც იდეაში იმაზე თუ როგორ ებრძვიან კეთილი ტრანსფორმერები ბოროტ ტრანსფორმერებს, ბოროტ ტრანსფორმებს აღზნებული თინეიჯერი და აშუშუს ჯარი ამარცხებენ და კეთილი ტრანსფორმერები პროსტა ეხმარებიან)
რაღა არ ვახსენო და არც მაუნთინ დიუსა ან იქსბოქსის პროდაქტფლეისმენტ რობოტები დარბიან პასიფიკ რიმში.
პასიფიკ რიმს აქვს მსოფლმშენებლობა(worldbuilding, ქართულად მაგას რა ჰქვია არ ვიცი) . გდტ-მ წარმოგვიდგინა განსხვავებული სამყარო სადაც ურჩხულების შემოტევები უშუალოდ აისახა პოლიტიკაზე, კულტურაზე, ეკონომიკაზე და რელიგიაზეც კი. ბეის კი მაგრა ახატია მთელი ტრანსფორმერების მითოსი თავის კიბერტრონიან-ჯანდაბიანად, დარწმუნებული ვარ პროსტა სადღაც სახელების სია აქვს ამოწერილი სათაურით "რა დამრჩა მოსადღნავი" . ზოგადად გდტ-მ ბევრჯერ თქვა რომ კაიჯუ ჟანრზე და მექა ანიმეზე გაიზარდა და "ისეთი ფილმის გადაღება უნდოდა, პატრაობაში რომ გააფრენდა"... ბეის კიდევ მაგრა ჰკიდია და არანაირი სიყვარული ან ინტერესი არ გააჩნია, მარტო ბაბლოს სჭრის. ნებისმიერი ნერდი ფანატი რეჟისორი უკეთეს ტრანსებს გამოაცხობდა.
მოკლედ წლის ყველაზე ### ფილმიც რომ ყოფილიყო მაინც ტრანსფორმერებზე უკეთესი იქნებოდა.
This post has been edited by Sander_RX on 17 Oct 2013, 07:46