12 საათიღა დარჩა
ვიცი, მაგარი იქნება
* * *
ძალიან მომეწონა. სრულიად გაამართლა ჩემი მოლოდინი. ვცდილობ ახლა გავიხსენო რამე ხარვეზი ან რამე ისეთი დეტალი, რამაც უკმაყოფილო დამტოვა, მაგრამ არ გამომდის. ერთადერთი ნაკლი (ფილმის ნაკლი არაა ეს) ისაა, რომ რუსულად ვნახე. როგორი კარგიც გინდა იყოს, თარგმანი აფუჭებს. ჯერ მარტო Cumberbatch-ის მოსმენა რად ღირს...
მაგარი ისტორია, უსერიოზულესი Villain, შესანიშნავი სპეც-ეფექტები. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ 2 საათიანი სიამოვნება...
ნამდვილად ღირსეული ფილმია. მოგეწონებათ, როგორც სტარ ტრეკის ფანებს, ასევე არა-ფანებს.
ამ ორი სერიიდან რომელი მირჩევნია, ამის თქმა მიჭირს. ორივეს ჰქონდა გამოკვეთილი ძლიერი მხარეები და ორივეს ერთ დონეზე დავაყენებ.
არ დაიზაროთ კინოში წასვლა!