ვისიამოვნე ყურებით. განვიტვირთე. პლიუს ძველი პერსონაჟებმა, ნოსტალგია გამოიწვიეს. ახლებიც მომეწონნენ. სხვისი არ ვიცი, მაგრამ კაილოს გმირი მომეწონა მე. მასკის ქვეშ, რატომ უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც ბრუტალური სახე და ბოხი ხმა ვერ ვხვდები. ხალხი ვერ მიხვდა, ვეიდერი მასკას რა მიზეზით ატარებდა და კაილო რა მიზეზით... სულ სხვადასხვა მიზეზებია. ამიტომ წარმოედგინათ, რომ ეგეც დასახიჩრებული, ბოხი ხმიანი ტიპი უნდა ყოფილიყო

თუმცა ახლა კაი შრამი კი ექნება

რა სიმბოლური იყო, ის მომენტი, მამამისს რომ შეხვდა და თავიდან რომ შეყოყმანდა, სინათლეზე მდგომი და უცებ სინათლის სხივი, რომ დაიფარა ღრუბლებით და რომ ჩამობნელდა, მაშინ მოკლა მამამისი

ლუკის ისტორიაც საინტერესოა, რა მოხდა მართლა. ახლა რეის გაწრთვნის, როგორც ჩანს და თავის შეცდომებს, რაც დის შვილზე დაუშვა, რეიზე გამოასწორებს. მაგაზე იქნება ალბათ აგებული, მათი ურთიერთობა.
ნუ საერთო ჯამში კარგი იყო რა თქმა უნდა. მელოდები მეორე ნაწილს და მერე მესამესაც

ამჯერად იგივე შეცდომას აღარ გავიმეორებ და წავალ კინოში აუცილებლად საყურებლად.
This post has been edited by B-E-R-U on 24 Mar 2016, 02:01