მომეწონა, ყოჩაღ ჯეი ჯეი, ეტყობა ადამიანს რომ იცის, რას აკეთებს. დარაჩენი სპოილერში
ხარისხით შეიძლება აღემატება მესამე ეპიზოდს, მაგრამ ჩემი აზრით ემოციურობით და ეპიკურობით ახლოსაც ვერ მიდის. თუმცა ალბათ უფრო სამართლიანი იქნება, თუ პირველ ეპიზოდს შევადარებთ, როგორც ახალი ტრილოგიის დასაწყისს, ამაზე კი ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ ჯეი ჯეის ფილმი ჯობია, თუმცა ერთი სერიოზული მინუსი მაინც აღმოაჩნდა - იდეების ნაკლებობა, ან მე უფრო ვიტყოდი ახალი იდეების არარსეობა, რომლებიც სთარ ვორსის სამყაროს გააფართოვებდა. ანუ ის რაც ვნახეთ ამ ფილმში, უკვე გვქონდა ნანახი წინა სთარ ვორსებში.
არ ვიცი, დრო უფრო დაგვანახებს, შეიძლება უფრო სწორი იყოს ტრილოგიის დამთავრებას დაველოდით, იქნებ ასე უფრო დაფასდეს ეს ფილმიც. ახლა წარმოიდგინეთ მესამე ეპიზოდის გარეშე მარტო პირველი ნამდვილად ვერ ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, როგორსაც ტოვებს როგორც ტრილოგიის დასაწყისი.
რაც შეეხება პერსონაჟებს:
რეი - ჯეი ჯეის "ნახოდკა" მე ვიტყოდი

არ ვიცი ეს მსახიობი საიდან გამოჩხრიკეს, მაგრამ ნამდვილად კარგად გაართვა თავი. როგორც ჩანს ახალი ტრილოგიის მთავარი პერსონაჟი, ძალიან საინტერესოა, ორი აზრი არაა, მომდევნო ეპიზოდებში მას კიდევ უფრო დიდი როლი ექნება.
ფინი - კარგი იყო, თუმცა ტოვებს ისეთი პერსონაჟის შთაბეჭდილებას, რომელიც ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა. ფილმის ბოლოს შემქმნელები ძალიან ჭკვიანურად მოიქცნენ - ჩემი აზრით პუბლიკის რეაქციას ელოდებიან ამ პერსონაჟთან დაკავშირებით და შემდეგ გადაწყვეტენ, რამდენად დიდი როლი ექნება მას მომდევნო ნაწილებში.
კაილო - ძალიან ბრუტალური ტიპია

თუმცა ფილმის დასაწყისში უფრო შტამბეჭდავია, ვიდრე ფილმის ბოლოს, სადაც მისი დაუმარცხებლობის მითი დაიმხსვრა. თქვენ გგონიათ ბოლოს მოკვდა? ნურას უკაცრავად, დარწმუნებული ვერ კიდევ ბევრ უსიამოვნებას მოუტანს ნათელ მხარეს

.
სნოუკი - თავიდან რომ გამოჩნდა, კინაღამ გადავირიე, რომ დავინახე რამხელა იყო, თუმცა მერე ჰოლოგრამა აღმოჩნდა და მეც დავმშვიდდი

მისი სახე რომ გამოჩნდა, ერთი წამით გავიფიქრე კიდეც, რომ სიდიუსი იყო, თუმცა რა თქმა უნდა ეს სხვა პერსონაჟია, ერთი სიტყვით მომავალი გვიჩვენებს ვინ არის.
ჰან სოლო - ძალიან სასიამოვნო იყო რომ ჰანი ფილმის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი აღმოჩნდა, მისი ბოლო გაბრწყონება კი ფილმის ყველაზე ემოციური და გარდამტეხი მომენტი იყო.
სხვებზე აღარაფერს ვიტყვი, ლუკი და ლეა ალბათ მომავალ ეპიზოდებში ითამაშებენ გადამწყვეტ როლს (ალბათ ლეა ნაკლებად მაინც).
მოკლედ ასეა, ესეც ჩემი პირველი სთარ ვორსი კინოთეატრში.
