ახლა, ბუნებრივია, მაგ ფილმის დაწუნება არ შეიძლება... მაგრამ შედევრი მაინც არ არის (ახირების გამო არ ვამბობ).
ელიასის დედა რომ შეანჯღრევს კრისტიანს, მაგ მომენტზე წამეტირა (მანამდეც გადმოვყარე ცრემლი, სასამართლოში რომ დაკითხავენ), მაგრამ მერე ძალიან ვინანე.

არადამაჯერებელი, გაწელილი, წმინდა ჰოლივუდური ჰეფიენდი ჰქონდა...
ძალიან ბევრი ზედმეტი, ყალბი კადრი და სიტყვა იყო.
აი, მაგალითად, ელიასის მამისა და კრისტიანის ათსაათიანი დიალოგი, მერე კრისტიანი რომ მოინახულებს ავადმყოფს და ერთმანეთს თვალებში შესციცინებენ... ზედმეტი მოქმედებები იყო იმ სცენაშიც, ცოლ-ქმარი რომ შერიგდა (იმდენი კოცნა და საერთოდ, კოცნა არც იყო საჭირო), ძალიან ბანალური იყო ბოლო წამს რომ მიუსწრო იმ ექიმმა კრისტიანს, მერე გახარებული მამა-შვილი რომ ერთმანეთს ეცა და ა.შ. და ა.შ. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს...
ჰო, არც ის მომეწონა ისევ აფრიკაში რომ დაბრუნდა ჩვენი ანტონი და ის ბოსი რომ ჩააქოლინა ხალხს... ეგეც არ იკმარა და ბავშვებს მანქანის აფეთქების უფლება მისცა (მაგას მეც კი არ გავაკეთებდი). მთელი ფილმი ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ მაგ (ზე)კაცს ვერაფერი შეურყევდა რწმენას და ვერაფერი გააჯავრებდა და მთლად ბოლო არ მოუღო რეჟისორმა, გეგონება გმირი შეცვალესო?!
ბოლოს, როცა მეგონა, რომ დაისჯებოდა შეცდომისათვის, რეჟისორმა კიდევ ერთი ამერიკული სიურპრიზი გაამზადა

(ყველა ბედნიერია, ვითომც არაფერი მომხდარა, ყველა ხელიხელჩაკიდებული მიფრინავს უღრუბლო ცაში

), ყველას ყველაფერი ხახვივით შეარჩინა

და ყოველივე ამის შემდეგ, უნდა დავიჯერო, რომ შურისძიება არასწორი გზაა!
This post has been edited by varisvincvar on 2 Jul 2013, 03:23