გამარჯობათ
ესეიგი, ვეძებ ამერიკულ ფილმს და ძალიან დიდ გაუგებრობაში ვარ, რადგან არ მახსოვს ფილმს რა ქვია და არც ის, ვინ თამაშობს იმ ფილმში. ერთი ვიცი დანამდვილებით, რომ ცნობილი მსახიობი არავინაა, რომ ყოფილიყო, დამამახსოვრდებოდა.
მოკლედ, სიუჟეტი ასეთია: არის ე.წ. :ჰაი სქული" - სკოლა და თინეიჯერები. არის ერთი სიმპათიური კალათბურთელი ბიჭი, რომელიც კარგად თამაშობს კალათბურთს და ერთ თანაკლასელ გოგოს მოსწონს ძალიან, მაგრამ ეს ბიჭი თავიდან ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ შემდეგ რაღაც ხდება და ამ ბიჭსაც გაუჩნდება სიმპათიები ამ გოგოს მიმართ. რამოდენიმე თინეიჯერისგან შემდგარი სამეგობრო წრეა: ეს კალათბურთელი ბიჭი, ის გოგო, ეს კალათბურთელი რომ მოსწონს, კიდევ ერთი ბიჭი, ამ კალათბურთელის მეგობარი და კიდევ ვიღაც (ეები). მერე რაღაც ხდება ფილმში, რაღაც საშინელებათა ფილმის მსაგვსი სიუჟეტი აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ალბათ შუამდეც არ მაქვს ფილმი ნანახი, დასასრულზე რომ არაფერი ვთქვა. ალბათ 2000 წლის მერე გადაღებული ფილმი იქნება, ძალიან ძველი არაა. ეს ფილმი ვერ ვნახე, რადგან მაშინ უშუქობის პერიოდი იყო და დენი წავიდა. ისე დამწყდა გული რაღაც, რომ ვე ვნახე, რომ ეხლაც მახსოვს.

(
ეს ფილმი ვერსად ვნახე. არაფერი მახსოვს და მარტო ე.წ. "ქი ვორდებით' ვერაფერს წავაწყდი გუგლში. ეგებ თქვენ გქონდეთ ნანახი ან იცოდეთ რაიმე მსგავსი სიუჟეტის ფილმი. ვიცი, დიდი ვერაფერი აღწერა გავაკეთე, მაგრამ ეგებ ვინმემ იცოდეს და დამეხმაროს.
წინასწარ მადლობთ