მოკლედ გადავხედე თქვენ მსჯელობას და სუ დავიბენი.
ბევრში გეთანხმებით და ბევრში არა.
ჩემი ათეული ასეთია :
1. The Dark Knight Rises - ბევრს არ მოეწონა, მაგრამ მე პირადად საუკეთესო ნაწილად ვთვლი. ყველა დამეთანხმებით, რომ ეს ტრილოგია კომიქსების ყველაზე კარგი ეკრანიზაციაა. შავი რაინდის მერე დარწმუნებული ვარ ნებისმიერი სიქველი იქნებოდა უფრო დაბალი დონის, მაგრამ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ პირადად ჩემთვის, ეს არის ბრიუს უეინის ისტორიის ღირსეული დასასრული.
2. The Perks of Being a Wallflower - ძალიან კარგი ფილმი, რომელიც ასახავს ძალიან ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეების ცხოვრებას, თავისი კარგი და ცუდი მხარეებით.
3. Intouchables - კიდე ერთი ძალიან კარგი ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ევროპული კინემატოგრაფია ისევ ახერხებს ჰოლივუდისთვის კონკურენციის გაწევას.
4. Argo - ბენ აფლეკი რეჟისორად ძალიან მაგარია და ფილმების საკმაოდ კარგი საყურებელი გამოსდის.
5. Lincoln - ვამპირებზე მონადირე ლინკოლნის მერე ამის ნახვა ძაან მეზარებოდა, მაგრამ ნამდვილად წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია.
6. Amour - კიდევ ერთი მაგალითი (ევროპული კინო VS ჰოლივუდი)
7. Prometheus - შეიძლება უმეტესობას იმედები გაუცრუვდა (ან რას ელოდით ვითომ?) ფილმი სვამს კითხვას და თუ ჰობიტის 300გვერდიანი ისტორიის 3 ფილმად დაყოფა შეიძლება მაშინ ვაცადოთ რიდლი სკოტსაც ეგება რა აქვს ჩაფიქრებული. თითონ ფილმში რაც ხდება ყველაფერი მაღალ დონეზეა და კარგი საყურებელია.
8. Skyfall - ჯეიმს ბონდი საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ ფილმი დაწყებისთანავე მიმზიდველი ხდება, ჯერ ადელი გვიმღერის ძალიან ლამაზი ტიტრების ფონზე და მერე ფილმს მასშტაბურობა ემატება. კრეიგი, ბარდემი, ფაინსი, დენჩი ....
9. Claud Atlas - ვუყურე და დავიბენი. საკმაოდ კარგი ფილმია, მაგრამ სრულ აზრს ნამდვილად ვერ ჩავწვდი. სანახაობრივად ძალიან კარგია, თან ისე, რომ 3 საათი ყურებისას არ იღლები, მაგრამ ფილმის დასრულების შემდეგ პირადად მე დასკვნა ვერ გავაკეთე - თუ რის თქმას ცდილობდა რეჟისორი.
10. The Hobbit: An Unexpected Journey - მომეწონა ? - არა. შეიძლება ზედმეტი მოლოდინის ბრალია, მაგრამ მე მაინც ჯეკსონის მარკეტინგულ გათვლას დავაბრალებ. (ტრილოგიიდან ხო გაცილებით დიდ შემოსავალს ნახავს, ვიდრე დიოლოგიიდან). ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც თვლის, რომ მოულოდნელი მოგზაურობა იყო ზედმეტად ბავშვური და გაწელილი. ეს გნომები და მათი უაზრო ხუმრობები/სიმღერები პირველ ნახევარსაათშივე ამოვიდა ყელში, ერთადერთი რაც ფილმში მომეწონა ბილბოს და სმეაგოლის სცენა იყო. ველოდები მეტს მომავალი 2 ნაწილისგან.
მემგონი არაფერი გამომრჩა. ველოდები საბრალონს და ჯანგოს და ესენი სავარაუდოდ ორივე მოხვდება ამ სიაში.
კიდევ რამდენიმე ფილმის აღნიშვნა მინდა, რომლებიც ასეთუისე მომეწონა:
Seven Psychopaths
Wreck-it Ralph
End of Watch
Lawless
The Hunger Games
Looper
21 Jump Street
Ted
Safe House
ძაან არ გამაკრიტიკოთ