,Katieგუშინ ღამე დავიწყე,დამეძინა.ახლა გავაგრძელე.
რაღაც ემოციური წყვეტასავით მაქვს,ჯობდა ერთიანად მენახა.
რუმინელებისთვის უფრო ახლო უნდა იყოს ეს ფილმი
ჩვენგან განსხვავებით,მანდ ალბათ ორ სოციალურ ფენას შორის შედარებით დიდი უფსკრულია.
პოლიციის შენობის ეპიზოდი კარგი იყო - აქეთ ორი მაღალი წრის წარმომადგენელი და იქით მგლოვიარე დედა.
თავიდან მეგონა,რომ ბიჭი ბოლოს აღიარებდა დანაშაულს და პასუხსაც აგებდა,მაგრამ ნელ-ნელა ფილმის განმავლობაში გამოიკვეთა,თუ ვინ იყო წამყვანი ფიგურა და ვის დირექტივებს უნდა მიყოლოდნენ.
მაგარი ქალი იყო
ყოველთვის თავისი რომ გააქვთ,ყველგან რომ ყავთ ნაცნობები და რამე.
ფილმის დასაწყისშივე ცნობილ ხალხთან ერთადაა,პოლიციის შენობაშიც მოურიდებლად აწყობს საქმეებს.
ეს შვილი სრული მხდალი,ჯერ ისევ ბავშვი.ეს თვისებები საყვარელ ქალთანაც ვლინდება.
დამოუკიდებელ გადაწყვეტილების უუნარობა და ა.შ.
მოკლედ
კარგი ფილმი იყოო რა,ნორმალური.
ვუყურებ ვთქვათ ამერიკულ ან ინგლისურ ფილმს და მამთქნარებს, ვუყურებ რუსულს და მითრევს, რატომ? © Xoshgeldi