ძალიან კარგი გამოუვიდა, დაჟე ორიგინალსაც კი ჯობია. ფილმის ვიზუალით, ცეკვების დადგმით ეს ჯობია, უფრო რეალისტურია და არა ორიგინალივით თეატრალური. სიუჟეტშიც სოციალური მესიჯები და სათქმელი უფრო გამოხატულია, ვიდრე ძველში .
მსახიობებს რაც შეეხება,მე ნატალი ვუდი უფრო მომწონს მარიას როლში, მაგრამ ესეც ძალიან საყვარელი გოგოა . ყველაზე მაგრად ანიტას შემსრულებელი თამაშობს, ცეცხლივით გოგოა

სავარაუდოთ ოსკარს მიცემენ . ტონის შემსრულებელი ისე რა, თუმცა ორიგინალშიც უღიმღამო ტიპი იყო.
მოკლედ ერთადაერთი ტრანსგენდერ პერსონაჟზე დავიქრინჯე, დანარჩენი ყველაფერი კარგია ამ ფილმში.
თითქმის ყველა ჟანრში ჰქონდა მესტროს შედევრი გადაღებული და ეხლა მიუზიკლიც დაემატა. ყველაფერი გამოდის ტიპს აბსოლუტურად.
პ.ს. ისე სხვა რეჟისორი ვინმე გახსენდებათ ესე სტაბილურად იღებდეს შედევრებს და ესე განსხვავებულ ჟანრებში ? მე არავინ.
პ.პ.ს. კემერონი და სკორსეზეც სტაბილურად შედევრებს დებენ, მაგრამ ჟანრობრივად არა აქვთ ესეთი მრავალფეროვნება.
This post has been edited by Besarionn on 15 Dec 2021, 17:55