წინა კვირას მქონდა ინარიტუს კვირეული

ყველა ფილმი ვნახე ნუ ერთი ნახევრამდე გავქაჩე და რომ ვერ მივხვდი რაზე იყო და რა ხდებოდა ფილმში , ავდექი და გავთიშე

თითქმის არასდროს არ ვთიშავ დაწყებულ ფილმს ხოლმე

ბიუთიფული აი ძალიან ძალიან მოსაწყენი კინოა , ისტორიებიც არც თუ ისე საინტერესო და დამაჯერებელი .
ბირდმენი - აი ეს გავთიშე შუაში

დავგუგლე მთავარი როლის შემსრულებელი ბეტმენი და რაღაცეები ამომიგდო და ვერ მივხვდი , სანამ ამ ფილმს ნახავ მაგის სხვა ფილმებიც უნდა ნახო (?) თუ რაზე იყო საუბარი რა უნდოდათ , გული ვერ დავუდე რასაც ქვია და გავთიშე და აღაც ვნახავ

ტრილოგია სამივე მომეწონა , სამსახიობო კუთხით 21 გრამი ყველას ჯობია , განსაკუთრებით ბენესიო დელ ტოროს თამაში , ნაომი

მაგრამ ჯამში დაწყებული ისტორიებით დამტავრებული საუნდტრეკებით ამორეს პეროს და ბაბელი სადღაც გვერდი-გვერდ დავაყენებ პატარათი წინ მაინც ბაბელს

ერთადერთი ძაღლების ჩხუბის სცენა არ მომეწონა

ვერ ვიტან ძაღლების ჩხუბს და ვისაც ეგ მოსწონს იმათ უფრო მეტად . მოდელის და მისი საყვარელის ისტორია იყო ყველაზე ღადაობა

და ის რეკლამის ბანერის ეპიზოდი აი ძალიან მაგარი მიგნება იყო
საერთოდ ეგ სამი ფილმი ოპერატორმაც ძალიან მაგრად გაქაჩა , რა ლამაზი და საინტერესო კადრებია დაჭერილი + საუნდტრეკები - ჯამში მარტო ამ ყველაფრით ისიამოვნებ მაგ ფილმებში .
This post has been edited by :tan: on 19 Nov 2015, 05:58