გადავწყვიტე დაგიტოვოთ ჩემი წვლილი ამ თემაში და მიმოვიხილო რამოდენიმე ფილმი ობიექტურად მაგრამ მკაცრად

აქ დაწერილ პოსტებს გამოვეხმაურები შეძლებისდაგვარად
dead silenceშესანიშნავი დასაწყისით, მაგრამ უაზრო გაგრძელებით და დასასრულით. ყურებისას მაქსიმალურად ვცდილობდი შიშის დონე შემენარჩუნებინა, მაგრამ როცა ხედავ უბრალოდ კუკლებს, თან ამდენს, იქ უკვე კარგს არაფერს არ უნდა ელოდო
the others საკმაოდ კარგი, საინტერესო და მოულოდნელი. საერთოდ საშინელებაTა ფილმებს ვყოფ თრილერებად და მისტიკებად და ვაფასებ იმის მიხევიT თუ რამდენად კარგად შეასრულა რეჟისორმა დავალება. ეს ფილმი ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებს ნაწილობრივ და ამოცანაც კარგადაა გადაწყვეტილი.
the shining ამას საერთოდ აქ რა უნდა?
silent hillბავშვობის სიყვარული სონის თამაში, გათენებული ღამეები და აშლილი ნერვები
ერთხელ რუსთავი ორზე დააანონსეს და მთელი დღე ტელევიზორს ვიყავი მიხატული მოლოდინში. მოლოდინი დიდია, დასაწყისი კარგი მაგრამ რა ხდება? სულ მალე ვრწმუნდები რომ სხვა რაღაცას ვუყურებ. ტრაკში იხმარეს ეს გენიალური პოტენციალი, მაგის მერე მივხვდი რომ ზედმეტი ფანტასტიკა აფუჭებს ჰორორს კი არა თავის ჟანრსაც. სონი ერთზე ნათამაშები საილენთ ჰილ I თავისი უშნო გრაფიკით უფრო საშიში იყო
the descent 1საკაიფო, კარგად დაწყებული და ბოლომდე მიყვანილი
The Purge 
ამნაირი უსიცოცხლო და ალოგიკური რამის შეფასება არ შემიძლია
Mirrorsკარგია. ემოციებს ტოვებს, მე სულშეხუთული მიმაგდო
Martyrsეს ფილმი, რომლისთვისაც წესით უნდა დამეცინა თავისი სუსტი ფაბულის და ძალით ფილოსოფიის გამო მაგრამ იმდენად კარგი კადრებია და მრავალფეროვანი, თამამად შეიძლება ითქვას რომ კარგია
Sinisterუსუსტესი, არანაირი საშიში გმირები და ხელოვნურად შექმნილი ვითომ დაძაბული გარემო
skeleton key ო მაი გად. თავიდან გგონია რომ ეს გოგო რაღაც სასწაულს იპოვნის, მაგრამ

აგურის ფხვნილის დაყრაზე გავიგუდე, მერე ბოლოს ვაფშე სანთლებს შორის ეღება ბოლო. აქაც არცერთი საშიში პერსონაჟი
The Conjuring ტრეილერშივე მივხვდი რომ უაზრობა იქნებოდა
Haute tensionამაზე უხარისხო და უპრეტენზიო კინო მე არ მინახავს
Gothikaერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ჰორორი
Grotesqueსაოცრად მაღალი ხარისხი და სანახაობა
Recძალიან კარგი, დინამიური, მათალი ხარისხის გადაღება და და შესრულება, საკმაოდ რეალისტური ნამუშევარი
The Human Centipedeტოვებს ემოციებს
Drag Me to Hellსაშიშზე მეტად სასაცილო შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ იმდენად კარგი კადრებია აუცილებლად უნდა უყურო
ბოლოსთვის შევეხები სერიალებს
მოსიარულე მკვდრები: თავიდან რომ გეკითხათ გეტყოდთ რომ ამაზე კარგი სერიალი ჟანრში არ არსებობს, მაგრამ მერე კლონებს და ჩინარებს რომ დაუწყო კონკურენციის გაწევა დაუფიქრებლად შევწყვიტე. ახლა არის ერთი უაზრო დრამა, რომელსაც მხოლოდ იმიტომ უყურებენ რომ დაიწყეს
American Horror Story- პირველ სეზონს ვერ გავცდი, შთაბეჭდილება დამრჩა რომ სცენარს გადასაღებ მოედანზევე იფიქრებდნენ, ცუდი რეჟისურა და შესრულება. ცუდა გაწერილი გმირები და სათაურთან სრული შეუსაბამობა

ერთი მომენტიც კი არ არის საშიში, არაფერი ხდება მთელი სეზონის მანძილზე, საყვარელი გმირებით გატენილი, ერთი საუნდტრეკის ტრიალი. გამოვყოფდი ყველაზე სასაცილო კადრს, სადაც სკოლის მოსწავლე ბიჭი ხოცავს თავის ამხანაგებს, წესით საინტერესო უნდა იყოს პროცესი, მაგრამ უნიჭობასთან მაგას რა საერთო აქვს, ისმის მარტო გასროლი ხმა და მკვდარი ბავშვები კვახებივით გორავენ ძირს
ბეიტსის მოტელი- ძველი ფსაიჩოს პრიქველი, ისტორია თუ როგორ გახდა ნორმან ბეიტსი გამოუსწორებელი ფსიქოფატი. არა საშიში, მაგრამ კარგად შესრულებული, დიდი პოტენციის მქონე სერიალი
რაც შეეხება ძველებს ნამუსის გულისთვის ვიტყვი რომ ტეხასური ხოცვა და ალფრედის ჩიტები ბავშვობის ტრავმაა. საკმარიია მგონი ძველებიდან ამათი მოწონება მასოვკაში რომ არ გავჩითო და პახოდუ ზოგიერთების ბედნიერ ტვინებში ჩავაჯვა
This post has been edited by Hermyon on 20 Sep 2013, 12:23