არ მინდა სტანდარტული ჰოლივიდური უჟასები. ახალგაზრდა ოჯახი რომ ახალ სახლში გადადის და იქ მაჯლაჯუნები რომ ბუდობენ ანდა კოლეჯელი ახალგაზრდები რომ "დაჩაზე" მიდიან და ყველა რომ იხოცება და ერთი რომ გადარჩება. შემაშინებელი ფაქტორები კიდევ ერთი და იგივე ყველა ჰორორში: მიდიან და უცბად რაღაც გადმოვარდება და საშიში ხმაა, ისეთი რომ შეგახტუნებს. ეს ყველაზე იაფფასიანი შეშინების მეთოდია. ფსიქოლოგიური ჰოროჰი კიდევ სხვა რამეა. ფსიქოლოგიურ ჰორორში სცენარი ნელნელა ისე უნდა ვითარდებოდეს რომ ნელნელა ჩაგითრიოს და ფსიქიკურად "შეგარყიოს"

აი ისეთი ფილმი მირჩიეთ, რასაც ნაღდი ფსიქოლოგიური ჰორორი ქვია მაგარი ჩამთრევი შინაარსით და არა ისეთი უცბად რომ გამოხტება და შეგახტუნებს............მაგალითად ძველი "ნათება" ნიკოლსონის მონაწილეობით მაგარი იყო...
"ნათების" მსგავსი რამე მირჩიეთ
This post has been edited by brevalo on 7 Oct 2013, 19:08