The Hunt 
შეგნებულად არ ვდებ ოფიციალურ პოსტერს, ფილმში ყველაზე მნიშვნელოვანი კადრი იყო, ცალსახად.
ძალიან ძლიერი დრამა.
როდესაც ბავშვებს არ აქცევენ ყურადღებას, ისინი მიდიან ყველაფერზე, ოღონდ ეს უკანასკნელი მოიპოვონ.სიუჟეტის განვითარება საინტერესოცაა და მძიმეც, ბავშვის ბრალდების ადრესატის დანაშაული / უდანაშაულობა თავიდანვე ცალსახაა, ამიტომ ფაქტობრივად ერთ-ერთი მხარის თანამონაწილედ იქცევი და ხარ კიდეც მთელი ფილმის მიმდინარეობისას.
ემოციური თვალსაზრისით ეს ერთი-ორად ღირებულს ხდის.
ტომას ვინტერბერგი პელეა, დიაღ !!
10/10
------------------------------------------------
The Game
კარგი ფილმი იყო, მაგრამ სიმართლე ვთქვა, უკეთესს ველოდი.
8/10
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".