სრულიად ზედმეტია
ნანახი მაქვს. არ არის ცუდი,მაგრამ საშუალოა. უბრალო, ტიპური შონენობაა, მაინცდამაინც არაფრით გამორჩეული.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბულშითური "ეს პერსონაჟი მოკვდა მარა მოიცა მართლა კი არა" მომენტებით არის სავსე. იმდენად რომ რაღაც დროის მერე უკვე მაგათ მელოდრამატიკაზე და თავგანწირვებზე ვეღარ ეგები, რადგან იცი რომ გმირი ან არ მოკვდება ან მოკვდება, მაგრამ გაცოცხლდება. DB-ს ლანძღავენ ხოლმე ხშირად ამისთვის, მაგრამ განსხვავებით ტორიამას ქმნილებისგან, სადაც თავიდანვე მოცემული გვაქვს ის საშუალება, რომლითაც ასეთი რამ შესაძლებელია, YYH-ში ყოველ ჯერზე ავტორს ახალი ნონსენსის მოფიქრება უხდება რათა პერსონაჟი საიქიოდან მოაბრუნოს.
ბევრ მომენტში ეტყობა რომ ავტორს ძალიან დიდად არ აქვს გათვლილი სიუჟეტი და შიგადაშიგ იგონებს.
ზოგადად მაგარი სტანდარტული ჯადოსნური ჩხუბილაობაა(აქაც კი არაფერი ბრწყინავს მაინცდამაინც,არც ქორეოგრაფიისა და არც ძალების პონტში.,არც განსაკუთრებული ტაქტიკა ან რამე შეინიშნება. შიდა მალული შონენფაუერებით იმარჯვებენ ხოლმე) მთლიანად და არაფერი განსაკუთრებული არკები არ არის, ზედმეტად ბევრი სატურნირო არკაც არის. არის ხოლმე რაღაც მაგარი პოტენციალის გამონათებები, რომელიც იხშობა, მაგალითად ერთი არკა ისე იწყებოდა რომ დემონთა სამყაროში ბატონობისთვის სამ სამეფოს შორის ომი ცხვებოდა...აი ერთგვარი ფეოდალური ჯახივით... და გმირები განაწილდნენ ამ სახელმწიფოების სამსახურში და უკვე მტრის სტრატეგიის შემუშავებები,შიდა დაპირისპირებები და ინტრიგები ისახებოდა და...უეცრად მთელი ეს ფრაქციული დაპირისპირება ავტორმა ფანჯრიდან მოისროლა,სამეფოების დაშალა და მეფეთ მეფობის უფლების გადასაწყვეტად ბანალური ტურნირი ჩატარდა.
არც პერსონაჟები არიან დიდად საოცრება,თუმცა კი ბოლოში მთ.გმირი იყო კარგად დამუშავებული.
იოშიჰირო ტოგაშის(მანგაკა) სხვა ნამუშევარი ამავე განხრით, Hunter X Hunter, გაცილებით უკეთესი მიმაჩნია ყველა პარამეტრით.
ერთადერთი რითაც შემიძლია ავხსნა მისი ესოდენ მაღალი შეფასება არის ის, რომ იგი უწინ აშშ-ში გადიოდა, მაშინდელი ანიმეს მეინსტრიმ-პოპულარობის პერიოდში(რომელიც მერე ჩაცხრა) და იმდბ-ზე უბრალოდ ნოსტალგიური სიყვარულის პონტში აქვს ეგეთი მაღალი ქულა. მართლაც ტოპ ტვ რომ დავიარე ძალიან ბევრი ანიმე ჩითავს რომელიც უბრალოდ მაგ პერიოდში გადიოდა ამერიკის ტელევიზიებში და პოპულრობით სარგებლობდა.
არ ვამბობ რომ ცუდია, მაგრამ მაგის 112 სერიაზე დახარჯული დრო ყველაზე ფუჭი იყო ჩემთვის გასულ ზაფხულს,

მაგისნაირები ბევრი მაქვს მანგა წაკითხული და ანიმე ნანახი,ცოტა მეტია საჭირო. და ისეთ რაღაცეებს აქვს მანდ მგაზე საგრძნობლად დაბალი ქულა რომ რავი.
პახოდუ იმდბ აშკარად არაა ანიმეში ავტორიტეტი