ცოტა დააკონკრეტე როგორი რაღაცა გინდა.
ეგრე მე მაგალითად ამჟამად რაც გამოდის იქიდან Space Battleship Yamato 2199-ს გირჩევდი, მაგრამ იქნებ არ გიყვარს კოსმოსური ოპერები.

და ისე სერიოზულად შინიჩირო ვატანაბეს ნამუშევრები- Cowboy Bebop, Samurai Champloo და შედარებით ნაკლებად Sakamichi no Apollon.
თუ შეძლებ უმახინჯესი პერსონაჟების დიზაინი და მხატვრობა დააიგნორო, მაშინ Kaiji სცადე, რადგან დაძაბულობისა და ემოციების ქარიშხალია ეგ ანიმე. კარგადაც წაუფილოსოფოსებს ხოლმე სოციალურ საკითხებზე. ძალიან მაგარი საუნდტრეკიც ხელს უწყობს.
Fate/Zero-ს დასაწყისში ცოტა ინფორმაციის სიჭარბის და ამ ინფორმაციის სწორი გადმოცემის პრობლემა აქვს ( ერთ სცენაში ორი ტიპი დადის ერთი ტიპის გარშემო და სადღაც ათ წუთამდე გადაბმულად ლაპარაკობს მოვლენებზე) ,მაგრამ მერე კარგი ინტრიგა და ეპიკი იხლართება.
Steins;Gate-საც აქვს პრობლემა... კაი ხანი სჭირდება სანამ "დაიქოქება" , მაგრამ მერე ძალიან დაძაბული და საინტერესო ამბები მიდის.
Fullmetal Alchemist-ის ორივე ვერსია ნახვას იმსახურებს და ორივეს აქვს თავისი უპირატესობები, მაგრამ დასაწყისისთვის 2003 წლის ვერსიას გირჩევ, რადგა Brotherhood-ში ის მასალა, რომელიც 2003 წლის ანიმეში უკვე ნაჩვენები იყო, ცოტა მიხალტურებულია და ნაჩქარევად არის განვლილი ახალ მასალამდე მისასვლელად.
Baccano! არის კიდევ მაგარი.
Neon Genesis Evangelion ცოტა თავისებური პონტია...ეს ან სძულთ ხოლმე ან უყვართ... აი ძალიან დეპრესიული რაღაცაა და ყველა ტიპს მანდ ფროიდისეული გადახრები აწუხებს.
კენჯი კამიამა:
-Ghost in the Shell: Stand Alone Complex არის მაგარი კიბერპანკობა და ფანტასტიკა სერიოზული ნაფიქრალით თემაზე "როგორ შეცვლის ტექნოლოგიური პროგრესი კაცობრიობასა და ადამიანებს" და ზოგადად ფილოსოფოსობს... მაგრამ არც კიბორგი ოპერმუშაკების ექშენი და საგამოძიებო ინტრიგა აკლია.
მოკლედ სახელგანთქმული Ghost in the Shell-ის ფრენშაიზის ძალზედ ღირსეული წარმომადგენელია.
-Seirei no Moribito...მაგისი ნარეჟისორებიდან ყველაზე მეტად ეს მომწონს.
-Eden of the East კარგია და საინტერესო, მაგრამ გაგრძელება სრულმეტრაჟიანები აქვს საშინლად მოსაწყენი.
თუ აბსურდულობაზე უარს არ იტყვი,მაშინ ასევე Tengen Toppa Gurren Lagann.
ეს სერიალებით შემოვიფარგლე, შედარებით ახლებით( ნუ ერთი ბოლო 15 წლის) ,მეტის დაწერაც შეიძლება (მაგ. Paranoia Agent) და ბევრიც ალბათ გეცოდინება.
This post has been edited by Sander_RX on 26 Oct 2013, 23:05