მეორე და მესამე არ ვიცი და ეს ძალიან ცუდი ფილმი იყო.
როგორც ჰორორი ისე თუ განვიხილავთ, მაშინ ჰორორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები დარჩა კადრს მიღმა.
პროსტა ქრებოდნენ და მერე ბრახ და საწამებელ ოთახში აღმოჩნდებოდნენ.
უშუალოდ წამების კადრებიც ვერ იყო შესრულებული მაღალ დონეზე.
ზოგადად, კარგ ფსიქოლოგიურ ტრილერებში (რომელიც ჰორორშიც გადადის) კარგად ჩანს დამნაშავის არა-ნორმალური ფსიქიკა.
აქ კიდევ იმ ტიპის გარდა, რომელიც მატარებელში შეხვდა, ყველა მწამებელი გამოქლიავებული როჟა იყო.
ან საერთოდ, მთავარი სათქმელი რა იყო ფილმის?
თუ რახან ჰორორია, აზრის დედაც?
შეიძლება ნამეტანი ფარულად ჰქონდა ჩადებული მთავარი სათქმელი, მაგრამ რეალიზაცია ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი გამოუვიდა რეჟისორს.
სამად სამი რამ მომეწონა.
1. ის შავთმიანი გოგო (მაგის ხათრით მეც წავიდოდი სლოვაკეთში

)
2. იმ ვერ-შემდგარი ქირურგის არგუმენტები, თუ რატომ ჭამს ხელით და რატომ ჭამს ხორცს.
3. და ბოლო შურისძიება.
მაგრამ ნამდვილად ვერ იყო საკმარისი ეს სამი რაღაც იმისთვის, რომ ფილმი მომწონებოდა.