Fisher King
გენიალური რეჟისორის სუპერ ფილმი! მსახიობებიც ასრულებენ.
ეს კი ერთ-ერთი გამორჩეული სცენა.
ეს ამბავი მეფის ბავშობით იწყება. ერთ ღამეს ტყეში მარტო დარჩა , რომ თავის სიმამაცე და მეფობის მზადყოფნა დაემტკიცებინა. იმ ღამით ტყეში ღვთისგან ჩვენება იხილა. ცეცხლიდან წმინდა გრაალი გადმოვიდა. ბიჭს ხმა მოესმა: "შენ უნდა იყო გრაალის მცველი,რომელიც ადამიანის გულებს განკურნავს" მაგრამ ბიჭი უკვე დაებრმავებინა საკუთარ ხილვებს მიწიერი ძალაუფლებისა და დიდების შესახებ. ამ უკიდურესი გაოცების დროს წამიერად იგრძნო,რომ უბრალო ბიჭი კი არა, ყოვლისშემძლე იყო, როგორც ღმერთი. გრაალის ასაღებად ცეცხლისკენ ხელი გაიშვირა, მაგრამ გრაალი გაქრა. ბიჭს ხელი დაეწვა და საშინელი იარა დარჩა. რაც იზრდებოდა ჭრილობა უფრო უღრმავდებოდა, სანამ ერთ დღეს სიცოცხლის აზრი არ დაკარგა. ადამიანებს აღარ ენდობოდა. სიყვარულის უნარი დაკარგა. მის სულს ის ხილვა ამძიმებდა. მეფე თანდათანობით კვდებოდა. ერთ დღეს სასახლეში სულელი კაცი შევიდა, ნახა რო მეფე მარტო იყო, იგი ვერ იცნო. მასში მარტოსული ადამიანი დაინახა,რომელიც იტანჯებოდა. მეფეს კითხა: " რა გაგჭირვებია მეგობარო?" მეფებ უპასუხა: " მწყურია, წყალი მინდა,რომ პირი გავისველო" სულელმა აიღო ჭიქა და მიაწოდა. წყალს, რო სვამდა მეფემ იგრძნო რომ ჭრილობა შეუხორცდა, ხელში წმინდა გრაალი ეჭირა ,რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა. მეფე სულელს მიუბრუნდა და გაოცებით კითხრა, თუ როგორ იპოვა ის, რაც მისმა ბრძენმა და მამაცმა კაცებმა ვერ მოახერხეს. სულელმა კი უპასუხა: "არ ვიცი, მე მხოლოდ ის ვიცი ,რომ გწყუროდა."
ტერი გილიამის " The Fisher King"
This post has been edited by LanceInMyPants on 29 Aug 2013, 19:34
ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს. (c) ჩარლი ჩაპლინი