ვნახე გუშინ... გუშინ რა ფაქტიურად ამ დილით

ზოგადად ჰორორ ჟანრს მგონი არ ვეტრფი უფრო სწორად ვერ ჩამოვყალიბდი ჯერ რა სტილის ჰორორი მომწონს და რა სტილის არა... მომწონს რამოდენიმე აზიური ჰორორი მაგრამ ეს ზარები წყევლები და ძმანი მისნი არა ...
ამ ფილმში ერთადერთი თოჯინას სახის დანახვის დროს მივარდებოდა გული სადღაც ჯანდაბაში, დანარჩენზე ვერ ვიტყვი მანდამაინც საშიში იყო გული გადამიქანდა ან რამე ახალი იყოტქო თუმცა მომეწონა გარემო ეს ძველი სტილი უხდება ხოლმე ჰორორებს (იმჰო) ვიღაცეებმა ბავშვის კარადაზე თავის რახუნზე იცინეს მე სრული სერიოზულობით ჩავიხოცე ეკლესიის დამოკიდებულებაზე

დანარჩენი ყველაფერი მილიონჯერ მაქვს ნანახი ნებისმიერ ჰორორ ფილმში და შკაფებიდან და ბნელი კუთხეებიდან უჟასწიკების მოულოდნელი გამოხტომები კარგახანია აღარ მოქმედებს ... ისტორიაც ცოტა უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო ალბათ უფრო მომეწონებოდა ... მთლიანობაში არც ისეთი ცუდი არ არის მაგრამ განსაკუთრებული და ახალი არაფერი ჩვეულებრივი მორიგი ჰორორია...
This post has been edited by E madame on 14 Aug 2013, 17:01