ბრავო! გენიალური პოსტია.

მეც კი გამიჭირდა მაკკონახის საუბარზე ყურის მიჩვევა.
ბავშვები ჩემთან არიან რამოდენიმე კვირით (ენაცვალოთ მამიკო

) და სამსახურის დროს ძირითადად სულ სახლში ვარ.
არ მეგონა თუ მოვახერხებდი წასვლას, მაგრამ ბავშვები ექსკურსიაზე წაიყვანა ჩემმა მეზობელმა ერთი დღით და შანსი ხელიდან არ გავუშვი.
სამსახურში პირდაპირ გამოვაცხადე, რომ ინტერსტელარის სანახავად მივდიოდი. ურცხვად, აი პირდაპირ ასე

არ დაველოდე სამუშაო საათების დამთავრებას, დავკარი ფეხი და ამოვყავი თავი კინოთეატრში.
ვერ ვიტან პატარა ბავშვები რომ დაჰყავთ ასეთ ფილმებზე. კიდევ კარგი, მოიფიქრეს და დროულად დატოვეს დარბაზი,
თორემ მათი ტირილი ნორმალურად არ მაყურებინებდა ფილმს.
დარბაზში სინათლე ჩაქვრა და დაიწყო...
ასეთი სანახაობა დიდი ხანია არ მინახავს დიდ ეკრანზე.
ეს იყო სრული ეპიკი!
თამამად შეიძლება ითქვას, მსგავსი ფილმი ამ ჟანრში არ გადაღებულა.
თუ კუბრიკის ოდისეა გენიალური ფილმია, მაშინ გენიალურობა ინტერესტელარი თავად უნდა იყოს.
რა ოდისეა, რის - ელიენი... ეს არის რაც არის...
პამიდორები და ჭოპორტას კიტრი ვერ გამოიცანით ფორუმელებო

გახსნის სცენა კარგი იყო. დაახლოებით მასეთს ველოდი და გამიხარდა რომ გამოვიცანი. 1-0 კრის

ფილმი დინამიურია და მოვლენები სწრაფად ვითარდება. ძალიან კარგად არის აპოკალიპსური გარემო შექმნილი.
ალფონსო კუარონის Children of Men გამახსენდა მაშინვე.
რაც შეეხება კოსმოსის კადრებს, აქვე დავძენ რომ Gravity და 2001: A Space Odyssey ნაზავი გამოვიდა.
არ ვიცი კრიტიკოსები რას ამბობენ, მაგრამ მე თვალში მომხვდა აშკარა მსგავსება ამ ორ ფილმთან.
ვიზუალი არის მწვერვალზე! შავ ხვრელში გასვლის მომენტი, ეს არის რაღაც არამიწიერი, არაამქვეყნიური კადრები. შეგრძნება ისეთი მქონდა, თითქოს მეც ვყოფილიყავი ხომალდზე. თავიდან-ფეხებამდე ცახცახმა ამიტანა და კანკალი დამეწყო, იმდენად რეალისტურად იყო გადაღებული და იმდენად კარგი ატმოსფერო სუფევდა დარბაზში(აკი ბავშვები გაიყვანესთქო

).
სამსახიობო ოსტატობა

ვინც ორიგინალში აპირებთ ყურებას ერთ რჩევას მოგცემთ: მეთიუს სხვა ფილმებიც ნახეთ ორიგინალში და ინტერვიუებიც, რომ როგორმე ყური მიაჩვიოთ, თორემ ვერ გაიგებთ ნახევარზე მეტს. ბურტყუნებს თავისთვის

რაც შეეხება მუსიკალურ გაფორმებას. ციმერი იყო კომპოზიტორი? კრიზისი დაწყებია როგორც ჩანს... რა იყო ეს

კატა რომ აკნავლო და ფონად დაადო ის აჯობებდა მგონი, ვიდრე ეს "ვაი კინომუსიკა".
ერთიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ.
ნოლანის საუკეთესო ფილმია!!!
I will find a way, I will always have.
.