ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ნოლანის მიერ ფილშში შექმნილმა სიტუაციამ არ დამაჯერა, აქ საქმე არ ეხება იმას თუ რა ხდება შავ ხვრელში ან პლანეტებზე ზოგადად, აქ საუბარია პრობლემებზე დედამიწაზე და კოსმოსში მოგზაურობაზე უპირველესად, ნოლანის დახატული სამყარო ძალიან ზედაპირულია და უამრავ ლოგიკურ ლაპსუსს შეიცავს:
რაც შეეხება დედამიწას და მასზე არსებულ სიტუაციას:
1. სამყაროში რომელშიც არაა ხორბალი და დარჩა სიმინდი, რომელიც მალე დაიღუპება, ძალიან აგდებულად ექცევიან საჭმელს, სიმინდის ყანებს წვავენ, მანქანებით თელავენ, ალოგიკურია, წესით თითოეულ ძირს უნდა უფრთხილდებოდნენ და იცავდენენ.
2. როდესაც მთვარი გმირის შვილი ძმას სთხოვს ყანის მიგდებას, ისმის კითხვა, როგორ გამოკვებავს კეისი აფლეკის გმირი თავის ოჯახს?
3. ფილმში ხშირად ამბობენ, რომ საჭმლის გასაჭირია. ხორცი არაა მაგალითად, ჰოთ-დოგებსაც არ აკეთებენб ბეისბოლისას რომ ჭამონ, მაგრამ ფილმში არაა ერთი კადრიც, სადაც ჩანს მომჭირნე ან პატივსაცემი დამოკიდებულება საჭმლისადმი.
4. სად არის არის ამერიკის მთავრობა, სად არის სხვა ქვეყნის მთავრობები?
5. ნასასგან და ამერიკის, მსოფლიოს მეცნიერებისაგან მხოლოდ ოთხი-ხუთი კაციღა დარჩა?
6. ქვეყანაში სადაც არაა საკმარისი საკვები, არ იყოს პოლიცია და არმია, ქვეყანა მაშინვე ხომ ველურ დასავლეთს დაემსგავსება, გაიხსენეთ "ილიაის წიგნი" და "შეშლილი მაქსი", ხალხს რა აჩერებს? ციხეები აღარ არსებობენ?
7. თუ არსებობენ ტრაქტორები GPRS-ით, მაშინ რატომ უნდა გამოვიდეს უმეტესობა ფერმერი?
8. თუ აქვთ ტრაქტორები GPRS-ით, რატომ არ აქვთ MRT-სკანერები, დავიჯერო, MRT-სკანერები უფრო სწრაფად გამოვიდნენ მწყობრიდან, ვიდრე ტრაქტორები?
9. თუ ადამიანები მხოლოდ სიმინდზეა, საიდან იღებენ ვიტამინებს? ხილი, ბოსტნეულიც დაიღუპა?
10. სად არის ქალაქები, რასაც ფილმში ვხედავთ ეს პატარა დაბაა. მოხდა კატასტროფა და დიდი ქალაქები დაიღუპა, მაშინ ფილმში რატომ არაა ამაზე საუბარი?
11. ფილმის დასაწყისში ნათქვამია, რომ მტვერი იყო ყველგან, ფილმში კი მტვერი მხოლოდ ქარიშხალის დროსაა.
12. თუ მტვერი იყო ყველგან, მაშინ როგორ მუშაობენ ტრაქტორები, რატომ არ წმენდნენ მათ, როგორ მუშაობენ კომპიუტერები და სხვა გაჯეტები მუდმივი მტვერის პირობებში?
13. ფილმში გაკვრთით არის ნახსენები, რომ ნასამ უარი თქვა ბომბების ჩამოყრაზე, მაგრამ სად, და რატომ არსად ამბობენ?
რაც შეეხება კოსმოსს და მასთან დაკავშირებულ ალოგიკურ შეუთავსევადობებს:
1. მილერის და მანის პლანეტები ბრუნავენ შავი ხვრელის გარშემო, ასეთი რამე შესაძლებელია, მაგრამ ამ პლანეტებს არ აქვს თავისი ვარსკვლავები, შესაბამისად არ უნდა ჰქონდეთ სითბოც და წყალი, უნდა იყოს გაყინული ქვები

2. მილერის პლანეტაზე დრო გადის 1 საათში 7 წლის რაოდენობით, ეს შესაძლებელია მხოლოდ, თუ პლანეტა იმოძრავებს სინათლის სიჩქარის მიახლოებული სიჩქარით ან იმყოფება შავი ხვრელის ძალიან ახლოს, რაც შეუძლებელია, პლანეტა შთაინთქმება შავი ხვრელის მიერ.
3. პლანეტებზე დაჯდომის წინ არ ხდება მათი გამოკვლევა ზონდების მიერ, რაც აშკარად გაუდვილებდა მკვლევარებს პლანეტის გამოკვლევას და წესიერი დასაჯდომი ადგილის არჩევაში.
4. ეს ერთი მზის სისტემაა ცენტრალური შავი ხვრელით ვარსკვლავის მაგივრად, არცერთი ექპედიცია აქ არ გაემართება, როგორც უპერსპექტივო ადგილისკენ. ექსპედიცია წესით მიმართული იყოს რომელიმე ყვითელი ან წითელი ვარსკვლავის ე.წ Goldilocks Zone-სკენ, და არა შავი ხვრელის ვარსკვლავისკენ;
5. წყლის პლანეტაზე კოსმოსური ხომალდი აჩვენებს გამძლეობის მაგალითებს

6. სატურნამდე დედამიწიდან მიფრინავენ 2 წელი კოსმოსურ ხომალდით, შავი ხვრელის სისტემაში კი მოძრაობენ როგორც მეზობელ მთვარეზე;
7. საიდან აქვს ამ პატარა ხომალდებს ამდენი საწვავი?

8. შავი ხვრელის გრავიტაციული ხაფანგის დასაღწევად ბალასტის გადმოყრა, რეჟისორს კოსმოსში მოგზაურობა საჰააერო ბუშტით მოგზაურობა ჰგონია

9. ექპედიციიდან 70 თუ 80 წლის მერე დაბრუნებულ კუპერს სატურნის გვერდით აღმოაჩენენ ეგრევე და კითხვა როგორ, ადამიანი ხომ ისეთი პატარაა კოსმოსთან შედარებით და თუ არ იცი რას და სად ეძებო
10. კუპერი შვილის სიკვდილის შემდეგ ჯდება რაღაც თვითმფრინავში და მიდის ენის მოსაძებნად (როგორ?), რომელიც საერთოდ არ არის დაბერებული